გიუნცბურგის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიუნცბურგის ბრძოლის რუკა

გიუნცბურგის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის იმპერიასა და ჰაბსურგის მონარქიას შორის 1805 წლის 9 ოქტომბერს მდინარე დუნაისთან მდებარე ქალაქ გიუნცბურგთან.

გიუნცბურგის ბრძოლა ულმის კამპანიის და მესამე კოალიციის ომის შემადგენელი ნაწილი იყო.

ბრძოლაში საფრანგეთის მხრიდან მონაწილეობას იღებდა 8 ათასი ჯარისკაცი, ჰაბსბურგის მონარქიის მხრიდან კი 7 ათასი ჯარისკაცი. ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგები სამ ხაზად განლაგდნენ და ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ავსტრიელები ცდილობდნენ ფრანგებისთვის გზა გადაეჭრათ ხიდისაკენ რათა მათ ზურგში არ აღმოჩენილიყვნენ. ამისათვის, მათ ხიდები დაუყონებლივ გაანადგურეს. ელჰინგენის ხიდს რომელსაც ავსტრიელების VI კორპუსი იცავდა ტყვედ ჩავარდა და ხიდი ფრანგებმა დაიკავეს. ამით ისარგებლეს მათ და წინ წაიწიეს. ფრანგების მიერ ხიდის დაკავება ავსტრიელებისთვის დიდი დანაკლისი იყო. ავსტრიელებმა ბრძოლაში დაკარგეს 2 ათასი ჯარისკაცი, ფრანგებმა კი 700. მნიშვნელოვანმა დანაკარგებმა ავსტრიელების ბრძოლისუნარანობა შეასუსტა და ბრძოლაში დმარცხდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]