ტრაფალგარის ბრძოლა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაფალგარის ბრძოლა
მესამე კოალიციის ომის ნაწილი
Turner, The Battle of Trafalgar (1806).jpg
თარიღი 21 ოქტომბერი, 1805
მდებარეობა ტრაფალგარის კონცხი
შედეგი ბრიტანელების დამაჯარებელი გამარჯვება
მხარეები
გაერთიანებული სამეფო საფრანგეთი
ესპანეთი
მეთაურები
ჰორაციო ნელსონი პიერ-შარლ დე ვილნევი
ფედერიკო გრავინა
ძალები
27 სახაზო გემი და 6 სხვა საფრანგეთი: 18 სახაზო გემი და 8 სხვა
ესპანეთი:15 სახაზო გემი
დანაკარგები
458 მოკვდა
1,208 დაიჭრა
7,000 ტყვედ ჩავარდა,
21 გემი ხელში ჩაიგდეს,
1 გემი განადგურდა

საფრანგეთი: 2,218 მოკვდა,
1,155 დაიჭრა
ესპანეთი: 1,025 მოკვდა,
1,383 დაიჭრა

ტრაფალგარის ბრძოლა (21 ოქტომბერი, 1805) - საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მესამე კოალიციის ომის ფარგლებში, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე. კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი გამოჩენილი ადმირალი ჰორაციო ნელსონი. ნელსონის განკარგულებაში იყო 27 სახაზო გემი, მტრის 33-ის საპასუხოდ. ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან“ გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს (ინგლ. England expects that every man will do his duty). ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი. ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. ბრძოლის შედეგები კოალიციისთვის გამანადგურებელი იყო. 12 ათას დაჭრილ-დაღუპულ მებრძოლთან ერთად მათ დაკარგეს 22 სახაზო გემი, რომელთაგან 21 მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა. ბრძოლამ წერტილი დაუსვა ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე