იენა-აუერშტედტის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იენა-აუერშტედტის ბრძოლა
მეოთხე კოალიციის ომის ნაწილი
Iena.jpg
თარიღი 14 ოქტომბერი, 1806
მდებარეობა იენა, აუერშტედტი, გერმანია
შედეგი საფრანგეთის გადამწყვეტი გამარჯვება, საფრანგეთის მიერ პრუსიის ოკუპაცია
მხარეები
საფრანგეთის პირველი იმპერია პრუსია, საქსონია
მეთაურები
ნაპოლეონ ბონაპარტე
ლუი ნიკოლა დავუ
კარლ ბრაუნშვაიგი ფრიდრიხ ჰოენლოე
ძალები
120 000 110 000
დანაკარგები
14 920 33 000

იენა-აუერშტედტის ბრძოლა — ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ბრძოლა საფრანგეთისა და პრუსია-საქსონიის არმიებს შორის. გაიმართა 1806 წლის 14 ოქტომბერს რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის ომის დროს. 1806 წლის ოქტომბრის დასაწყისში პრუსია-საქსონიის არმიას, რომელსაც სათავეში ედგა ჰერცოგი კარლ ბრაუნშვაინგი თავდაცვითი პოზიციები ეკავა იენა-ვაიმარის რაიონში. ნაპოლეონის არმია მოწინააღმდეგის ფლანგზე ბამბერგ-ბაიროითის რაიონიდან დაიძრა. პრუსიელთა მთავარმა ძალებმა აუერშტედტისკენ დაიხიეს, იენასთან კი ფრიდრიხ ჰოენლოეს კორპუსი დატოვეს. ნაპოლეონმა იენასთან პრუსიელები ადვილად დაამარცხა, ხოლო ლუი დავუს კორპუსმა, მიუხედავად მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობისა, აუერშტედტთან მოიპოვა გამარჯვება. ნაპოლეონის გამარჯვებამ იენ-აუერშტედტის ბრძოლაში ფეოდალური პრუსია სრულ განადურებამე მიიყვანა და ნათელი გახდა საფრანგეთის სამხედრო სისტემის უპირატესობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]