სალამანკის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალამანკის ბრძოლა
ნახევარკუნძულის ომის ნაწილი
თარიღი 22 ივლისი, 1812
მდებარეობა არაპილესი, სალამანკასთან ახლოს ესპანეთი
შედეგი ინგლისელებისა და მათი მოკავშირების გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
მეთაურები
საფრანგეთის დროშაოგიუსტ მარმონი,
საფრანგეთის დროშაჟან პიერ ბონე,
საფრანგეთის დროშაბერტრან კლოზელი
დიდი ბრიტანეთის დროშა ართურ უელსლი
ძალები
49 650 52 000
დანაკარგები
13 000 5 200
სალამანკის ბრძოლა ვიკისაწყობში

სალამანკის ბრძოლა არაპილესის ბრძოლანახევარკუნძულის ომის ერთ-ერთი ეპიზოდი. გაიმართა ესპანეთში 1812 წლის 22 ივლისს არაპილესთან, სალამანკის მახლობლად დიდი ბრიტანეთისა და მისი ესპანელი და პორტუგალიელი მოკავშირეების არმიასა (მთავარსარდალი ართურ უელსლი) და საფრანგეთის არმიას (მთავარსარდალი ოგიუსტ მარმონი და სხვები) შორის.

ბრძოლა ფრანგების დამარცხებით დასრულდა და არტურ უელსლიმ მცირე ხნით დაიკავა კიდეც მადრიდი, თუმცა მოგვიანებით იძულებული გახდა უკან დაეხია თავის ბაზაზე პორტუგალიაში.

დანაკარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის არმიამ დაკარგა 5 200[1]ან სხვა მონაცემებით 4 700 ადამიანი[2][3]. ფრანგების მონაცემებით მათ დაკარგეს 12 500 ადამიანი[3]. სხვა მონაცემებით მათ დაკარგეს 13 000 მებრძოლი[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბრიტანული მონაცემები
  2. 2.0 2.1 Gates, David The Spanish Ulcer: A History of the Peninsular War Da Capo Press (2001) ISBN 0-306-81083-2
  3. 3.0 3.1 Шиканов В. Н. «Два сражения Пиренейской войны»