სმოლენსკის ბრძოლა (1812)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სმოლენსკის ბრძოლარუსეთის ჯარის თავდაცვითი საბრძოლო მოქმედებები ნაპოლეონის ჯარების წინააღმდეგ. გაიმართა 1812 წლის 16-18 აგვისტოს სამამულო ომის დროს. მცირე ხნით შესვენების შემდეგ ნაპოლეონის მთავარმა ძალებმა სმოლენსკის ხელში ჩაგდებისა და რუსეთის პირველი და მეორე არმიების ზურგში გასვლის მიზნით აგვისტოში განაახლეს შეტევა. გენერალ დიმიტრი ნევეროვსკის რაზმმა 14 აგვისტოს კრასნისთან ერთი დღე-ღამით შეაჩერა, ხოლო 16 აგვისტოს გენერალ ნიკოლაი რაევსკის კორპუსმა უკუაგდო ფრანგთა ავანგარდის შეტევები. 16 აგვისტოს საღამოსთვის სმოლენსკის ჩრდილოეთით განლაგდა რუსეთის პირველი და მეორე არმიები. არმიის შენარჩუნების მიზნით მთავარსარდალმა გენერალმა მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლიმ გადაწყვიტა სმოლენსკის დატოვება. მეორე არმიამ უკან დაიხია მოსკოვის გზატკეცილით, ხოლო პირველი არმია უზრუნველყოფდა უკან დახევას. 17 აგვისტოს რუსეთის ჯარები მედგრად იცავდნენ ცეცხლმოდებულ სმოლენსკს.

ლიტერატურა[რედაქტირება]