პროისიშ-აილაუს ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაპოლეონი ბრძოლის ველზე პროისიშ-აილაუს ბრძოლაში

პროისიშ-აილაუს ბრძოლა — ყველაზე სისხლიანი ბრძოლა რუსეთისა და საფრანგეთის ჯარებს შორის რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის ომის (1806-1807 წწ.) დროს. გაიმართა ქ. პროისიშ-აილაუს რაიონში (დღევანდელი ბაგრატიონოვსკი) 1807 წლის 7-8 თებერვალს. 16 იანვარს რუსეთის არმიამ გენერალ ლეონტი ბენიგსენის სარდლობით დაიწყო შეტევა ბიალიდან დასავლეთით ნაპოლეონის არმიის მარცხენა ფრთის იზოლირებული კორპუსების გასანადგურებლად, მაგრამ ბენიგსენის გაუბედაობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ნაპოლეონი დაახლოებით 70 ათასამდე ჯარისკაცით შეტევაზე გადავიდა ალენშტაინის (ახლანდელი ოლშტინი) ჩრდილოეთით, რომ მოეწყვიტა რუსეთის ჯარი რუსეთისაგან. გენერალ პეტრე ბაგრატიონის არიერგარდის მედგარი წინააღმდეგობის შედეგად რუსეთის ჯარის მთავარმა ძალებმა მოახერხა პროისიშ-აილაუს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პოზიციებზე გადასვლა, სადაც მოხდა ორდღიანი მძიმე ბრძოლა. თითოეულმა მხარემ 26-36 ათ. კაცი დაკარგა. ნაპოლეონის ცდა — შემოევლო რუსეთის ჯარის მარცხენა ფრთისათვის — უშედეგოდ დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]