ფინისტერის კონცხის ბრძოლა (1805)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფინისტერის კონცხის ბრძოლა (1805)
ნაპოლეონის ომების ნაწილი

ფინისტერის კონცხის ბრძოლა (1805)
თარიღი 1805 წლის ივლის-აგვისტო
მდებარეობა გალიცია, ესპანეთი
შედეგი ფრანგების გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთი, ესპანეთი დიდი ბრიტანეთი
მეთაურები
რობერტ ქელდერი ალან ჰაიდ გარდნერი
ძალები
15 სახაზო გემი 20 სახაზო გემი
დანაკარგები
647 დაღუპული 198 დაღუპული
ფინისტერის კონცხის ბრძოლა ვიკისაწყობში

ფინისტერის კონცხის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა საფრანგეთ-ესპანეთის კოალიციურ ფლოტსა და ბრიტანეთის არმადას შორის 1805 წლის ივლისში-აგვისტოში, გალიციაში.

ბრძოლა გაიმართა ფინისტერის კონცხის სანაპიროს გასწვრივ, ჩრდილოეთ ესპანეთში. ფრანგების არმადას ხელმძღვანელობდა რობერტ ქელდერი, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა პორტების — როშფორისა და ფეროლის დაკავება და ამით ბრიტანეთის არმადისთვის გზის გადაჭრა. დაიწყო ბრძოლა სტრატეგიული ადგილებისთვის. ინგლისელების არმადის ავანგარდს ხელმძღავნელობდა გამოცდილი ადმირალი ალან ჰაიდ გარდნერი. მან ფრანგების გეგმის ჩასაშლელად მანევრირება დაიწყო სამხრეთ-დასავლეთით, მაგრამ მას დაასწრეს და გზა გადაუჭრეს საფრანგეთ-ესპანეთის გაერთიანებულმა არმადამ. დაიწყო საზღვაო ბრძოლა. ცუდი ხილვადობის გამო ბრძოლა ბუნდოვანი გახდა. კუნძულ მალტის მისადგომებთან ბრძოლა გაიმართა ესპანეთის არმადასა და ბრიტანეთის საზღვაო ძალებს შორის, სადაც ინგლისელებმა რამდენიმე სახაზო გემი დაკარგეს და ალყაში მოექცნენ. ადმირალი ქელდერის ბრძანებით ფრანგებმა შეწყვიტეს ბრძოლა და ბრძოლის განახლება მეორე დღისთვის გადადეს. მაგრამ ბრძოლა რამდენიმე საათი კიდევ გრძელდებოდა. ქელდერს, კარგი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო გაუჩნდა სურვილი ხელმეორედ დასხმოდა თავს ინგლისელების ავანგარდს. მას გეგმაში ჰქონდა დაეცვა მალტის მისადგომები ინგლისელებისგან, სადაც ფრანგებმა უამრავი ნადავლი ჩაიგდეს ხელთ. როდესაც ქელდერმა ხელთ იგდო ნადავლი, თავდასხმაზე უარი განაცხადა.

24 ივლისს ვითარება შეიცვალა, ქარის ცვლილება ინგლისელებს დაეხმარა წარმატების მოპოვებაში და კონტრიერიშზე გადავიდნენ და დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ბრძოლაში ინგლისელებმა სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვეს. ფინისტერის კონცხის ბრძოლამ განაპირობა ნაპოლეონის გეგმების ჩაშლა, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა ინგლისზე ფლოტით ჯარის დესანტირება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]