კრასნოეს ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრძოლა კრასნოესთან

კრასნოეს ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და საფრანგეთის არმიებს შორის, 1812 წლის 5 ნოემბერს სოფელ კრასნოესთან, საფრანგეთ-რუსეთის ომის დროს. მოსკოვიდან უკანდახეული ნაპოლეონის არმია სმოლენსკსა და კრასნოეს შორის გაიშალა. კუტუზოვი ცდილობდა გზა მოეჭრა და იგი ნაწილ-ნაწილ გაენადგურებია. ფრანგები სწრაფად იხევდნენ უკან. კრასნოეს ბრძოლაში მათ დაკარგეს 6 ათ. კაცი და 116 ქვემეხი; 26 ათ. მეომარი ტყვედ ჩავარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]