რიბონუკლეინის მჟავა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) არის პოლინუკლეოტიდი. დნმ-ისგან განსხვავებით მისი მოლეკულა ერთჯაჭვიანია. რნმ მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში. უჯრედში არის რამდენიმე სახის რნმ. პირველი სახის — რნმ-სატრანსპორტოა (ტ-რნმ). ზომების მიხედვით ეს ყველაზე პატარა რნმ-ა. ის აკავშირებს ამინომჟავებს და გადააქვს ცილის სინთეზის ადგილზე. მეორე სახის — რნმ ინფორმაციულია (ი-რნმ). ზომების მიხედვით 10-ჯერ დიდია ტ-რნმ-ზე. მისი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ იმფორმაცია სტრუქტურის შესახებ გადაიტანოს დნმ-დან ცილის სინთეზის ადგილზე. მესამე სახეა — რიბოსომული რნმ (რ-რნმ). მას აქვს ყველაზე დიდი მოლეკულები და შედის რიბოსომისშემადგენლობაში.

[რედაქტირება] სტრუქტურა

რიბონუკლეინის მჟავის ყოველი ნუკლეოტიდი შეიცავს საქარიდ რიბოზას, ფოსფორმჟავას ნაშთს და ერთერთ აზოტოვან ფუძესადენინი (A), გუანინი (G), ციტოზინი (C), ან ურაცილი (U).

ადენინი გუანინი ციტოზინი ურაცილი ნუკლეოტიდი ციტოზინით ნუკლეოტიდი ურაცილით

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები