კალა (ციხე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კალა, ფეოდალური ხანის ციხე და უბანი თბილისში, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში. უბანი კალა მოიცავდა მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევი) მარცხენა ნაპირის ტერიტორიას-ჩრდილოეთ-დასავლეთით, ახლანდელი თავისუფლების მოედნის, დადიანის, პუშკინის, ბარათაშვილის ქუჩებისა და მდინარე მტკვრის გაყოლებით. წყაროებში პირველად IV საუკუნის ამბების თხრობასთან დაკავშირებით მოიხსენიება. სიტყვა „კალა“ გეოგრაფიული სახელია. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სახელწოდება „კალა“ — „ყალა“ არაბული ლექსემაა. კალისა და საკუთრივ თბილისის (მდინარე წავკისწყლის, მარჯვენა ნაპირი) შერწყმის შედეგად წარმოიქმნა ქალაქი. ამის შემდეგ კალა მხოლოდ ქალაქის ციხის სახელად დარჩა. კალის ციხეს მოგვიანებით უწოდებდნენ ნარიყალას (ნარინყალა) და შურის ციხეს.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბერიძე თ., ... და აღმოცენდა თბილისი, თბ., 1977;
- თბილისის ისტორია, შ. მესხიას რედ., თბ., 1958;
- ბერიძე თ., ქსე, ტ. 5, გვ. 325, თბ., 1980
|
||||||||||||||||||||||
სტატიის