ვეზირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვეზირის სტანდარტი ოსმალეთის იმპერიაში

ვეზირი, ვაზირი (არაბ. وزير‎‎[1] - ვაზირუნ, მინისტრი), მინისტრებისა და დიდმოხელეთა ტიტული მრავალ მუსლიმანურ სახელმწიფოში.[2][3] The word derived from the Semitic root W-Z-R ('to help');[1][4] ვეზირის სახელო პირველად გვხვდება სასანიანთა სპარსეთის სახელმწიფო წყობილებაში, საიდანაც იგი გადაიღეს აბასიანთა დინასტიის არაბმა ხალიფებმა. ვეზირს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობა და ფუნქციები ჰქონდა. ზოგ ქვეყანაში რამდენიმე ვეზირი იყო, ზოგან კი — ერთი (სახალიფოში, სელჩუკთა სამეფოში). ზოგჯერ ვეზირად რომელიმე პროვინციის გამგებელიც იწოდებოდა. ოსმალეთის იმპერიაში დიდი ვეზირი სათავეში ედგა მთავრობას, სულთნის სახელით გამოსცემდა ფირმანებს, ხელ აწერდა საზავო ხელშეკრულებას.

გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა). სულ ექვსი ვეზირი იყო: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო უფროსი ვეზირი - სავეზიროს თავმჯდომარე. პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდი დარბაზობის, ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობით სარგებლობდა, ვიდრე მეორე. ვეზირთა ინსტიტუტის არსებობდა დამოწმებულია გიორგი V-ის სამართალში.

XVI საუკუნიდან ტერმინი „ვეზირი“ ორგვარი მნიშვნელობით იხმარება. „ვეზირი“ ეწოდება მმართველობის ცენტრალური აპარატის ყველა მოხელეს; ამასთან, საქართველოს სამეფო-სამთავროებში მეფისა თუ მთავრის კარზე დაწესდა თანამდებობა ერთი ვეზირისა, რომელიც მეფის პირველი მოხელე იყო. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვეზირი, ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელეა ქართლის სამეფო კარზე. XVIII საუკუნეში, ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, ვეზირის სახელომ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და იგი მოისპო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, გვ. 195-198;
  • მისივე, სახელმწიფო წყობილების საკითხისათვის გვიანფეოდალურ საქართველოში, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2, გვ. 131-136;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 361-379;
  • ჯავახიშვილი ივ., წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 116-124;
  • სურგულაძე ი., ქსე, ტ. 4, გვ. 345, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Vizier | Define Vizier at Dictionary.com. Dictionary.reference.com. წაკითხვის თარიღი: 2010-03-12.
  2. http://www.answers.com/topic/vizier#Dictionary_d
  3. http://www.wordnik.com/words/vizier
  4. Goyṭayn, Šelomo D.. Studies in Islamic history and institutions. წაკითხვის თარიღი: 2010-04-23.