სკანდინავისტიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკანდინავისტიკა (ნორდისტიკა, სკანდინავიური ფილოლოგია, ჩრდილოური ფილოლოგია), სკანდინავიური ენების და ლიტერატურების შემსწავლელი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სკანდინავიის ხალხებს მათ თანამედროვე და ისტორიულ ენობრივ სივრცეებში კულტურულ-ისტორიული ფენომენების გათვალისწინებით.

სკანდინავისტიკის ისტორია[რედაქტირება]

ძველ სკანდინავისტიკაზე, როგორც დარგზე, თვალის მიდევნება XVI საუკუნიდანაა შესაძლებელი.
XVII საუკუნიდან დაწყებული XIX საუკუნემდე განუწყვეტლივ ფართოვდებოდა სკანდინავიური ენებისა და ლიტერატურების შესწავლა მანამ, სანამ დანიელმა ენათმეცნიერმა რ. რასკმა იგი თანამედროვე შედარებითი ენათმეცნიერული კვლევის საფუძვლად აქცია.

სკანდინავიის ქვეყნებში ახალი სკანდინავისტიკა XIX-XX საუკუნეებში ჩამოყალიბდა ცალკეულ ფილოლოგიებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]