ვალერიან გაბაშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან გაბაშვილი, ვალერიან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერიან გაბაშვილი
მოღვაწეობა

ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი , ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი.

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

1911

გარდაცვალების თარიღი

1985

მოქალაქეობა

სსრკ


ვალერიან გაბაშვილი(ფსევდ. ნიკოლოზ გაბაონი) (დ. 1911 - გ. 1985), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი , ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი.

ვალერიან გაბაშვილი იყო თსუ აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე (1950-1973), ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი (1957-1960), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ფეოდალური ხანის აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. იკვლევდა აღმოსავლური ფეოდალიზმის გენეზისს, ქართული და აღმოსავლეთის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ისტორიის პრობლემებს, აგრეთვე, ქართული სამართლის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. ავტორია რომანისა "აივნიანი ქალაქი".

ვალერიან გაბაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა მანანა გაბაშვილმა 2008 წლის 13 თებერვალს.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები