სარგის კაკაბაძე
| სარგის კაკაბაძე | |
| სახელი დაბადებისას |
სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე |
|---|---|
| მოღვაწეობა |
ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი. |
|
ბიოგრაფიული ცნობები
|
|
| დაბადების თარიღი | |
| დაბადების ადგილი |
სოფელი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი |
| გარდაცვალების თარიღი | |
| გარდაცვალების ადგილი | |
სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე (დ. 7 ოქტომბერი/19 ოქტომბერი, 1886, სოფელი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1967, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. 1911-1919 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1918-1932 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორია-არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1921-1926 — საქართველოს ისტორიის არქივის გამგე, 1945-1961 — იმავე არქივის ძველი აქტების განყოფილების გამგე. 1924-1934 წლებში ხელმძღვანელობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს.
გამოქვეყნებული აქვს შრომები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, დამხმარე ისტორიის დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსანი ვრცელი გამოკვლევებით (1913, 1927), ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1937), შავთელის „აბდულმესიანი“ (1913, 1937) და „ამირანდარეჯანიანი“ (1939). მუშაობდა ეთნოგენეზის, ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმინისტრაციული დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო „საისტორიო მოამბის“ (1924-1925, 4 წიგნი), „საისტორიო კრებულის“ (1928-1929, 4 წიგნი) რედაქტორი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კაკაბაძე საურ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 323, თბ., 1980 წელი.
- ტუხაშვილი ლ., ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე. «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1977, № 4;
- Шота Бадридзе, Саргис Несторович Какабадзе: Историк, филолог, 1886-1967 гг.; АН ГССР, Ин-т истории, археологии и этнографии им. Ив. Джавахишвили, Тбилиси Мецниереба, 1986.