ფრედერიკ ბაზილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრედერიკ ბაზილი
{{{მშობსახელი}}}
Frédéric Bazille 004.jpg
ავტოპორტრეტი, 1865—1866
სრული სახელი: ჟან ფრედერიკ ბაზილი
დაიბადა: 6 დეკემბერი, 1841
მონპელე
გარდაიცვალა: 28 ნოემბერი, 1870
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი

ჟან ფრედერიკ ბაზილი (ფრანგ. Jean Frédéric Bazille, დ. 6 დეკემბერი, 1841 — გ. 28 ნოემბერი, 1870) იყო ფრანგი იმპრესიონისტი.

ფრედერიკ ბაზილი დაიბადა შეძლებული პროტესტანტული ბანკირის ოჯახში. ის პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გუსტავ კურბეს ხელოვნებამ და მან გადაწყვიდა მხატვარი გამხდარიყო. 1862 წელს ის იწყებს სწავლას გლეირის სასწავლებელში, სადაც მან კლოდ მონე გაიცნო. ბაზილი ასევე კარგად მეგობრობდა პოლ სეზანთან, ალფრედ სისლეისა და ოგიუსტ რენუართან. ის პოზიორობდა მონეს ცნობილ სურათ „საუზმე მდელოზე“. ასევე ბაზილს ჰყავს გამოსახული მონე ტილოზე „იმპროვიზირებული ჰოსპიტალი“.

ფრედერიკ ბაზილმა დიდი გავლენა განიცადა გუსტავ კურბეს, ეჟენ დე ლა კრუას, ჟან ბატისტ კამილ კოროსა და ედუარდ მანესი. მისი პორტრეტები გამოირჩევა კეთილშობილებითა და სულიერებით. განსაკუთრებული სიყვარულითაა შესრულებული რენუარის პორტრეტი (1867 წ.). ასევე აღსანიშნავია ტილო „ოჯახის წრეში“, სადაც მან მთელი თავისი ოჯახის წევრები შეკრიბა. სურათ „სახელოსნო ლა კორდამინის 9-ში“ მხატვარმა გადმოსცა მეგობრული დამოკიდებულება. ტილოზე გამოსახულია მისი სახელოსნო, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთადაა; ერთი პიანინოზე უკრავს, დანარჩენი კი ალბათ ხელოვნებაზე საუბრობენ.
ფრედერიკ ბაზილმა მონაწილეობა მიიღო პურსია-საფრანგეთის ომში, სადაც ის 1870 წელს დაიღუპა.

გალერეა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: