ხელოვნების მიმდინარეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხელოვნების მიმდინარეობა — ტენდენცია, ან ხელოვნების სტილი კონკრეტული საერთო ფილოსოფიით ან მიზნით, რომელსაც მიჰყვებოდა ხელოვანების ჯგუფი გარკვეულ დროის პერიოდში (როგორც წესი რამდენიმე თვის, წლის ან ათეული წლის განმავლობაში) ან, მინიმუმ, მიმდინარეობის უმაღლესი საფეხური გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში. ხელოვნების მიმდინარეობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე ხელოვნებაში, როდესაც ყოველი მომდევნო მიმდინარეობა ახალ ავანგარდად იყო მიჩნეული.

კონცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდერნიზმთან დაკავშირებული თეორიებისა და პოსტმოდერნიზმის კონცეფციის მიხედვით, ხელოვნების მიმდინარეობები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვნების შესაბამისი პერიოდისთვის.[1] მიჩნეულია, რომ დროის პერიოდი სახელად „თანამედროვე ხელოვნება“ დაახლოებით XX საუკუნის შუა წლებში შეიცვალა და მის შემდეგ შექმნილ ხელოვნებას ეწოდება თანამედროვე ხელოვნების ნიმუში. პოსტმოდერნიზმი ვეიზუალურ ხელოვნებაში იწყება, გვიანი მოდერნიზმის პარალელურად ფუნქციონირებს[2] და ეხება შემდეგ პერიოდს, რომელსაც თანამედროვე ხელოვნებას უწოდებენ.[3] პოსტმოდერნული პერიოდში დაიწყო დროს გვიანი მოდერნიზმის პერიოდში (რომელიც მოდერნიზმის გაგრძელებაა). ზოგიერთი თეორეტიკოსის თანახმად პოსტმოდერნიზმი დასრულდა XXI საუკუნეში.[4][5] პერიოდში შესაბამისი „თანამედროვე ხელოვნების“ დროს თითოეული მიმდინარეობა ხშირად ახალ ავანტგარდად განიხილებოდა.

ასევე „თანამედროვე ხელოვნების“ პერიოდში თითოეული მოძრაობა ჩანდა, როგორც გარკვეულწილად გრანდიოზული გააზრება იმისა, რაც მასზე ადრე მოდიოდა ვიზუალურ ხელოვნებასთან დაკავშირებით. საზოგადოდ, ხშირი იყო, რომ ვიზუალურ სტილს დაეკავშირებინა ნამუშევარი და მხატვრები, რომლებიც მიმდინარეობაში შედიოდნენ. მიმდინარეობის სიტყვიერი გამოხატვა და ახსნა თვითონ მხატვრებისგანაა მოსული, ზოგჯერ ხელოვნების მანიფესტის სახით,[6][7] ზოგჯერ ხელოვნების კრიტიკოსებსა და სხვებისგან, ვისაც შეუძლია ახსნან თავიანთი გაგება და მნიშვნელობა ახალი ხელოვნების მიმართ.

ვიზუალურ ხელოვნებაში ბევრი მხატვარი, თეორეტიკოსი, ხელოვნების კრიტიკოსი, კოლექციონერი, ხელოვნების დილერი და სხვა ვინც ყურადღებიანია მოდერნიზმისა და თანამედროვე ხელოვნების უწყვეტი გაგრძელების მიმართ, იზიარებს და გამოჩენიდანვე მიესალმება ახალ ხელოვნების ფილოსოფიებს.[8][9] პოსტმოდერნისტი თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხელოვნების მიმდინარეობების იდეა აღარაა ისეთივე მოქმედი, ან აღარაა ისეთივე შესამჩნევი, როგორიც ხელოვნების მიმდინარეობების ცნება პოსტმოდერნული ეპოქის დროს იყო.[10][11] თუმცა, არსობობენ თეორიტიკოსები, რომლებიც ეჭვობენ იმაზე, თუ რეალურად არსებობდა თუ არა ასეთი ეპოქა; თუ იყო მხოლოდ გამავალი ახირებულობა.[12]

ტერმინი ეხება ტენდენციებს ვიზუალურ ხელოვნებაში, იდეებს და არქიტექტურასა და ზოგჯერ ლიტერატურაში. მუსიკაში უფრო ხშირია მიმდინარეობის მაგივრად ჟანრებსა და სტილზე საუბარი. გავრცელებული საუბარი ჟანრისა და სტილის ნაცვლად. ასევე იხილეთ კულტურული მიმდინარეობა, ტერმინი უფრო ვრცელი მნიშვნელობისა და მასზე ნიუანსებისთვის.

XIX და XX საუკუნის ხელოვნების მიმდინარეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900–1921[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920–1945[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სიტყვის ადამიანი: პეპე კარმელი კრიკ ვარნედოეს შესახებ — Passages – კრიტიკული ესე Artforum, ნოემბერი, 2003, პეპე კარმელის მიერ
  2. ავანგარდის ორიგინალობა და სხვა მოდერნისტული მითები Rosalind E. Krauss, Publisher: The MIT Press; Reprint edition (9 ივლისი, 1986), Part I, Modernist Myths, გვ.8–171
  3. The Citadel of Modernism Falls to Deconstructionists, – 1992 კრიტიკული ესე, მოდერნიზმის ტრიუმფი, 2006, Hilton Kramer, გვ 218–221.
  4. Post-Modernism: The New Classicism in Art and Architecture Charles Jencks
  5. William R. Everdell, პირველი თანამედროვეები: XX საუკუნის აზრების საფუძვლები, University of Chicago Press, 1997, გვ 4. ISBN 0-226-22480-5
  6. "რევოლუციის პოეზია. მარქსი, მანიფესტოები, და ავანგარდი" მისალმება, მარტინ პანჩერი დაარქივებული 2005-12-27 საიტზე Wayback Machine. 4 აპრილი, 2006
  7. "Looking at Artists' Manifestos, 1945–1965", Stephen B. Petersen დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine. Error in webarchive template: Check |url= value. Empty. Retrieved April 4, 2006
  8. Clement Greenberg: Modernism and Postmodernism დაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine. , seventh paragraph of the essay. URL accessed on June 15, 2006
  9. Clement Greenberg: Modernism and Postmodernism დაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine. , William Dobell Memorial Lecture, Sydney, Australia, Oct 31, 1979, Arts 54, No.6 (February 1980). His final essay on modernism Retrieved October 26, 2011
  10. იდეები ხელოვნების შესახებ დესმონდის მიერ, კათლინ კ. [1], John Wiley & Sons, 2011, p.148
  11. საერთაშორისო მოდერნიზმი: თეორია და ლიტერატურული პრაქტიკა, ბერტენს, ჰანსი. [2], Routledge, 1997, გვ.236
  12. Alan Kirby, პოსტმოდერნიზმის სიკვდილი და შემდეგ