სუპრემატიზმი
ვიკიპედიიდან
სუპრემატიზმი (რუხ. Супремати́зм, ლათ. supremus — უზენაესი) — მიმართულება ავანგარდულ ხელოვნებაში ჩასახული 1910-იანი წლების პირველ ნახევარში რუსეთში კაზიმირ მალევიჩის მიერ. აბსტრაქციონიზმის ნაირსახეობა, სუპრემატიზმი გამოიხატებოდა გამომსახველობით არსს მოკლებული უმარტივესი გეომეტრიული ფორმის ფერადი სიბრტყეების კომბინაციებით (სწორი ხაზებით, კვადრატებით, წრეებითა და მართკუთხედებით). სხვადასხვა ზომისა და ფერის გეომეტრიული ფიგურების შეხამება ქმნიდა სიღრმისეული მოძრაობით გამჭოლ დაბალანსებულ ასიმეტრიულ სუპრემატულ კომპოზიციებს. საწყის ეტაპზე ეს ტერმინი, რომელიც ლათინური ფუძისგან suprem იყო წარმოებული, დომინირებას, ფერის მხატვრობის ყველა დანარჩენ ასპექტზე უზენაესობას ნიშნავდა. უსაგნო ტილოებზე საღებავი, მალევიჩის ჩანაფიქრით, პირველად განთავისუფლდა მისთვის მიკუთვნებული როლისგან, სხვა დანიშნულებისთვის სამსახურისგან, და შედეგად, სუპრემატისტული ნამუშევრები პირველი ნაბიჯი გახდა "წმინდა შემოქმედებისკენ", ანუ აქტისკენ, რომელიც ადამიანის შემოქმედებით ძალასა და ბუნებას (ღმერთს) აწონასწორებდა.
რენესანსი · მანიერიზმი · ბაროკო · როკოკო · ნეოკლასიციზმი · რომანტიზმი · რეალიზმი · პრერაფაელიტიზმი · აკადემიზმი · იმპრესიონიზმი · პოსტიმპრესიონიზმი
XX საუკუნე
მოდერნიზმი · კუბიზმი · ექსპრესიონიზმი · აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი · აბსტრაქციონიზმი · მიუნხენის ახალ ხელოვანთა ასოციაცია · ლურჯი მხედარი · ბრიუკე · დადაიზმი · ფოვიზმი · არტ-ნუვო · ბაუჰაუზი · დე შტეილი · არტ-დეკო · პოპ-არტი · ფუტურიზმი · სუპრემატიზმი · სიურრეალიზმი · კოლორფილდი · მინიმალიზმი · ლირიული აბსტრაქცია · პოსტმოდერნიზმი · კონცეპტუალიზმი · ახალგაზრდა ბრიტანელ ხელოვანთა ჯგუფი