არქიდიაკვანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქიდიაკვანი, მთავარდიაკვანი — საკათედრო ეკლესიის პირველი დიაკვანი, V საუკუნიდან რომის კათოლიკურ ეკლესიაში არქიდიაკვანი ითვლებოდა ეპისკოპოსის თანაშემწედ, რომელსაც ევალებოდა საეკლესიო მამულებისა და ეპარქიის სამღვდელოების ზედამხედველობა და ეპარქიაში საეკლესიო სასამართლო საქმეების განმგებლობა. XI-XII საუკუნეებში არქიდიაკვანის უფლებები გაიზარდა, მიიღო ეპისკოპოსის ზოგიერთი უფლება და ითვლებოდა მაღალ საეკლესიო ხელისუფლად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 340 - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ., 2009.