პოლ ალენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ ალენი 2005 წელს.

პოლ გარდნერ ალენი (ინგლ. Paul Gardner Allen; 21 იანვარი, 1953) არის ამერიკელი მეწარმე, ფილანტროპისტი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც 1975 წელს ბილ გეიტსთან ერთად დააარსა კორპორაცია Microsoft.

ალენი დაიბადა ქალაქ სიეტლში, აშშ. კერძო სკოლაში სწავლისას დაუმეგობრდა ბილ გეიტსს, რომელიც მასზე ორი წლით უმცროსი იყო და იზიარებდა მის ინტერესს კომპუტერებში. ვაშინგტონის უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლის შემდეგ თავი დაანება უნივერსიტეტს და პროგრამისტად დაიწყო მუშაობა ბოსტონში.[1]

1975 წელს ქალაქ ალბუკერკეში გეიტსთან ერთად მაიკრსოფტი (ინგლ. Microsoft) დააარსა. გადამწყვეტი როლი ითამაშა 1980 წელს IBM-თან დისკური ოპერაციული სისტემის (DOS) შექმნასთან დაკავშირებით კონტრაქტის დადებაში, რითაც მაიკრსოფტის ფინანსურად წარმატებულ მომავალს დაუდო საფუძველი.[1]

1983 წელს ალენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, იგი იძულებული გახდა მაიკრსოფტის მმართველობა დაეტოვებინა, მაგრამ შეინარჩუნა აქციათა ნაწილი და ადგილი დირექტორთა საბჭოში. კიბოსგან რამდენიმეთვიანი სხივური თერაპიის სეანსების შემდეგ განიკურნა.

Microsoftდან წამოსვლის შემდეგ ინვესტორის ბიზნეს-კარიერა გააკეთა, წილს ფლობს ორმოცამდე სხვადასხვა კომპიუტერულ, სამშენებლო და საინვესტიციო ფირმაში. ფლობს სამ ამერიკულ ფეხბურთის კალათბურთის და სკოკერის კლუბებს. 2009 წელს ჟურნალ ფორბსის მიხედვით მსოფლიოს სიმდიდრით 37-ე ადამიანია.[2]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Paul Allen. The History of Computing Project. წაკითხვის თარიღი: 2008-03-31.
  2. #32 Paul Allen. Forbes (2010-03-10). წაკითხვის თარიღი: 2010-03-10.