ბილბორდის ცხელი ასეული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბილბორდის ცხელი ასეული (ინგლ. The Billboard Hot 100) არის აშშ-ს მუსიკალურ ინდუსტრიაში სინგლების პოპულარობის განმსაზღვრელი სტანდარტული ჩარტი, რომელსაც ყოველკვირეული ჟურნალი "ბილბორდი" აქვეყნებს. პოზიციები ჩარტში განისაზღვრება ამა თუ იმ სიმღერის რადიოეთერში გაშვების სიხშირის და გაყიდვების მიხედვით. გაყიდვებზე მონიტორინგი ორშაბათიდან კვირამდე წარმოებს. რადიოეთერში გასვლის მონიტორინგი კი, ოთხშაბათიდან სამშაბათამდე. ახალი ჩარტი დგინდება და ჟურნალ "ბილბორდის" მიერ იბეჭდება ყოველ ხუთშაბათს. ყოველი ჩარტის ბოლო დღე დათარიღებულია უახლოესი შაბათით.