ლილ უეინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლილ უეინი, 2011 წლის მარტი

დუეინ მაიკლ კარტერი, სასცენო სახელით ლილ უეინი (Lil Wayne) — ამერიკელი რეპერი რომელიც დაიბადა 1982 წლის 27 სექტემბერს. 1996 წელს ის შეუერთდა ჯგუფს Hot Boys რომელშიც ასევე იყვნენ არასრულწლოვანი რეპერები. ლილ უეინმა მოიპოვა პოპულუარობა Hot Boys'ის წყალობით 1999 წელს როდესაც ამ ჯგუფმა დიდი რაოდენობით გაყიდა თავისი ალბომი Guerrilla Warfare. ლილ უეინის სადებიუტო სტუდიური ალბომი Tha Block is Hot 1999 წელს ჩაიწერა ხმის ჩამწერი კომპანიის Platinum'ის მიერ.მისი შემდეგი ალბომები იყო Lights Out,რომელიც 2000 წელს ჩაწერა და 500 Degreez,რომელიც 2002 წელს ჩაწერა. ლილ უეინს დიდი წარმატება მოუტანა ალბომმა Tha Carter რომელიც 2004 წელს ჩაწერა.ალბომი მოიცავდა სიმღერებს "Go D.J." და "Soldier" რომლებიც რომლებიც შევიდნენ Destiny's Child's საუკეთესო ათ სიმღერაში.ამ ალბომს მოყვა Tha Carter II 2005 წელს რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებული ალბომი იყო. 2006 და 2007 წლებში ლილ უეინი მუშაობდა ალბომზე Tha Carter III რომელიც 2008 წელს გამოვიდა და დღემდე არის საუკეთესო ალბომი ლილ უეინის კარიერაში.ეს ალბომი მოიცავდა სიმღერებს "Lollipop", "Milli" და "Got Money". ამ ალბომმა მოიგო გრემის ჯილდო,როგორც საუკეთესო რეპის ალბომი.ამის შემდეგ ლილმა ჩაწერა რამდენიმე სიმღერა და შემდგომ გამოუშვა ალბომი Tha Carter IV 2011 წელს. ამ ალბომის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ უკვე გაყიდული იყო 964.000 ასლი. ამ ალბომის გამორჩეული სიმღერები იყო "6 Foot 7 Foot", "How to Love" და "She Will". 2012 წელს ლილ უეინს ჩაწერილი ჰქონდა 109 სიმღერა. დღესდღეობით ლილ უეინის სიმღერებიდან დიდი პოპულუარობით სარგებლობს: "mirror; რომელიც ბრუნო მარსთან ერთად ჩაწერა,"im into you" რომელიც ჯენიფერ ლოპესთან ერთად ჩაწერა,"Drop The World" რომელიც ემინემთან ერთად ჩაწერა, და ა.შ.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]