ტუპაკ ამარუ შაკური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუპაკ ამარუ შაკური
2Pacimage.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტუპაკ ამარუ შაკური
მეტსახელი 2Pac, მაკაველი
დაბ. თარიღი 1971 ივნისი, 16
აღმოსავლეთ ჰარლემი, ნიუ-იორკი
წარმოშობა ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
გარდ. თარიღი 13 სექტემბერი, 1996 (25 წლის)
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა რეპერი, მსახიობი, პროდიუსერი, პოეტი, აქტივისტი, რეჟისორი, სცენარისტი, აქტივისტი, მწერალი
აქტიური 1988–1996 (რეპერი)
1990–1996 (მსახიობი)
ლეიბლ(ებ)ი Interscope, Death Row, Amaru
საიტი www.2pac.com

ტუპაკ ამარუ შაკური (ინგლ. Tupac Amaru Shakur; დ. 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) — ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი. 2007 წლისათვის გაყიდული იქნა მისი 75 მილიონზე მეტი ალბომი[1], რითაც ტუპაკი იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად. ჟურნალმა Rolling Stone ტუპაკი ყველა დროის შემსრულებელთა სიაში 86-ე ადგილზე დაასახელა.[2] იგი ასევე მსახიობიც იყო.[3] ტუპაკის სიმღერების ძირითადი თემაა ძალადობა და რთული ცხოვრება ქალაქში, რასიზმი, სოციალური პრობლემები და კონფლიქტები სხვა რეპერებთან აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის ჰიპ-ჰოპ დაპირისპირების პერიოდში.

შაკურმა კარიერა როუდ მენეჯერის სახით დაიწყო, ასევე იყო დამატებითი მოცეკვავე და MC ალტერნატიულ ჰიპ ჰოპ ჯგუფში Digital Underground.[4][5][6]

აფინი შაკური და ასატა შაკური, მისი დედა და დეიდა, იყვნენ დაჯგუფება Black Panthers-ის წევრები. სტრიქონები ამ დაჯგუფების შესახებ ჟღერს სიმღერაში Changes. შაკური თავად მონაწილეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის ჰიპ-ჰოპ დაპირისპირებაში.[7]

1996 წლის 7 სექტემბერს შაკურს ოთხჯერ ესროლეს ლას-ვეგასში (ნევადა). იგი გადაყვანილი იქნა სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, სადაც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.[8]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

ტუპაკ ამარუ შაკური დაიბადა აღმოსავლეთ ჰარლემში, მანჰენეტენის ერთ-ერთ რაიონში, ნიუ-იორკში.[9] სახელი მას დაერქვა ტუპაკ ამარუ III-ს პატივსაცემად[10], რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილით დასჯილი პერუელი რევოლუციონერი იყო.[11]

ტუპაკის დედა, აფინი შაკური და მამა, ბილი გარლენდი, 1960-იან და 1970-იან წლებში ნიუ-იორკში იყვნენ ორგანიზაციის Black Panthers აქტიური წევრები. ტუპაკი დაიბადა ერთი თვით ადრე, სანამ მის დედას წაუყენებდნენ აშშ-ს მთავრობისა და ნიუ-იორკის მიჯნების წინააღმდეგ შეთქმულების გამო.[12]

შაკურის ოჯახის მხრიდან დაუდასტურებელია სხვადასხვა წყაროს (მათ შორის ოფიციალური კორონერის) მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ტუპაკის დაბადების სახელი იყო ლესანეი პერიშ კრუქსი.[13] ვარაუდობენ, რომ იგი მისი დაბადების მოწმობაში მოხვდა, ვინაიდან აფინი შიშობდა, რომ მისი მტრები შვილსაც შეეხებოდნენ და დამალა მისი ნამდვილი ვინაობა. მოგვიანებით, როდესაც გარლენდს დაშორდა და მუტულუ შაკურს, მან იგი შეცვალა.[14]

ადრეული წლებიდან ტუპაკი ცხოვრებდა მშობლებთან, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ და მოგვიანებით დაპატიმრებულები და ციხეში გადაყვანილები იქნენ. მისი ნათლია, ელმერ „ჯერონიმო“ პრეტი, Black Panthers-ის საპატიო წევრი, დაპატიმრებული იქნა 1968 წელს, ქურდობისას სკოლის მასწავლებლის მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით ეს ბრალდება მოხსნეს. მისი მამინაცვალი, მუტულუ 1982 წლიდან ოთხი წლის მანძილზე გფბ-ს 10 კრიმინალის სიაში, რომლებიც გაქცევის გამო იძებნებოდნენ. მუტულუ იძებნებოდა დის, ასატა შაკურის, ნიუ-ჯერსის ციხიდან გაქცევის ხელშეწობის ბრალდების. უკანასკნელი დაპატიმრებული იქნა 1973 წელს პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით. 1986 წელს მუტულუ ბრინქსში 1981 წელს ქურდობის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული - ინციდენტის დროს მოკლული იქნა 2 პოლიციელი და მცველი.[15] ტუპაკს ჰყავდა ნახერვარდა, სეკიივა და უფროსი დედინაცვლის შვილი, მოპრიმ „კომანი“ შაკური, რომელიც რეპერის მრავალ ჩანაწერში მონაწილეობდა.[16]

12 წლის ასაკში შაკური მოხვდა ჰარლემის 127-ე ქუჩის ანსამბლში და მონაწილეობდა ტრევის იანგერის როლში, სპექტაკლში „ჩამიჩი მზეზე“, რომელიც თეატრში „აპოლო“ იქნა წარდგენილი. 1986 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბალტიმორში.[17] პოლ ლორენსის დენბარის სკოლაში მეორე წლის დასრულებისთანავე ტუპაკი გადავიდა ბალტიმორის ხელოვნებათა სკოლაში, სადაც ეუფლებოდა მსახიობობას, პოეზიას, ჯაზსა და ბალტს. იგი ჩნდებოდა შექსპირის პიესების დადგმებში და მიიღო თაგვების მეფის როლი „მაკნატუნაში“.[15] შაკური, ერთ-ერთ მეგობარ, დეინა „მაუს“ სმითთან ერთად, რომელიც მისი ბიტბოქსერის სახით ჩნდებოდა, იმარჯვებდა მრავალ რეპ კონკურსზე და სკოლაში საუკეთესო რეპერად ითვლებოდა.[18] მას იხსენებდნენ, როგორც სკოლის ერთ-ერთ პოპულარულ ბიჭუნას, მისი იუმორის გრძნობის, რეპის ჩინებული ნიჭისა და ყველა საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობებით.[19] ჯეიდა პინკეტთან (ამჟამად - ჯეიდა პინკეტ სმითთან) მას ახლო მეგობრობა ჰქონდა, რომელიც რეპერის გარდაცვალებამდე გაგრძელა.

დოკუმენტურ ფილმში „ტუპაკი: აღდგომა“ შაკური საუბრობს: „ჯეიდა ჩემი გულია. იგი ჩემს მეგობრად ყოველთვის დარჩება.“ პინკეტ სმითი მას ასე იხსენებს: „ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. ძმასავით იყო. ჩვენთვის ეს მეგობრობაზე მეტი იყო. ასეთი ურთიერთობა სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გაქვს.“ შაკურმა მას მიუძღვნა ლექსი „Jada“, რომელიც მის წიგნში, The Rose That Grew From Concrete არის შეტანილი. ამავე წიგნში კიდევ ერთი ლექსია, „The Tears in Cupid's Eyes“, რომელიც ასევე ჯეიდას ეძღვნება.

ხელოვნებათა სკოლაში სწავლისას შაკური ასევე ურთიერთობდა აშშ-ის ახალგაზრდა კომუნისტთა ლიგასთან [20][21] და ხვდებოდა აშშ-ის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის ქალიშვილს.[22]

1988 წლის ივნისში შაკური და მისი ოჯახი მარინ სიტიში (კალიფორნია) გადავიდნენ, სან-ფრანცისკოდან ჩრდილოეთით, 5 მილის მოშორებით არსებულ თემში,[17] სადაც ტუპაკი ტემელპაისის სკოლაში, ახლო მდებარე მილ ველიში დადიოდა.[23] 1989 წელს მან ლეილა სტეინბერგის პოეზიის ჯგუფში მონაწილეობა დაიწყო.[24] იმავე წელს სტეინბერგმა ორგანიზაცია გაუწია კონცერტს შაკურის ყოფილ ჯგუფი, „Strictly Dope“-ის მონაწილეობით. კონცერტმა ტუპაკს მოუტანა კონტრაქტი ეტრონ გრეგორისთან და იგი 1990 წელს როუდ-მენეჯერად და ახალგაზრდა ჯგუფ Digital Underground-ის დამატებით მოცეკვავედ იქნა აყვანილი.[4][5][6]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება]

სიკვდილის შემდგომი ალბომები[რედაქტირება]

ერთობლივი ალბომები[რედაქტირება]

სიკვდილის შემდგომი ერთობლივი ალბომები[რედაქტირება]

კრებულები[რედაქტირება]

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი სათაური როლი შენიშვნა
1991 მხოლოდ უსიამოვნებები თვითონ ეპიზოდური როლი
1992 ჯუსი ბიშოპი სადებიუტო როლი
1992 დრექსელის კლასი თვითონ სეზონი 1
1993 განსხვავებული სამყარო პიკოლო სეზონი 6: ’მეგობარო, არ მიცნობ?’
1993 პოეტური ჯასტისი იღბლიანი ჯენეტ ჯექსონთან ერთად
1993 ცოცხალ ფერებში თვითონ სეზონი 5: აიკ ტერნერი და ჰუჩი
1994 წრეზე ჩიტუნა დუეინ მარტინთან ერთად
1995 მკვლელობა შემთხვევითი იყო თვითონ (არ არის მითითებული)
1996 ტყვია ტენკი გამოვიდა ტუპაკის სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ.
1997 ჩიხში ეზეკიელ 'სპუნ' უიტმორი გამოიცა ტუპაკის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ
1997 დანაშაულებრივი კავშირები დეტექტივი როდრიგეზი შაკურის უკანასკნელი კინოროლი.
2003 ტუპაკი: აღდგომა თვითონ ოფიციალური დოკუმენტური ფილმი
2009 ნოტორიოსი თვითონ (საარქივო მასალა) როლს ასრულებს ენტონი მეკი
20?? იცხოვრო რათა თქვა სცენარის ავტორი (დაიწერა 1995 წელს, ამჟამად მზადდება)

დოკუმენტური ფილმები[რედაქტირება]

ტუპაკის ცხოვრებაზე გადაღებული იქნა მოკლე და სრულ მეტრაჟიანი არაერთი ფილმი, რომელთა შემქმნელიც ცდილობდა საკუთარი თვალით მისი მოკლე ცხოვრებისეული გზის გაანალიზებას. ყველაზე მეტად აქედან აღსანიშნავია კინოაკადემიის ნომინანტი, Tupac: Resurrection , რომელიც 2003 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

  • Tupac Shakur: Thug Immortal (1997)
  • ტუპაკ შაკური - სიტყვები უკვდავია (ტელეგადაცემა) (1997)
  • ტუპაკ შაკური - სანამ გავიღვიძებ… (2001)
  • Tupac Shakur: Thug Angel: The Life of an Outlaw (2002)
  • ბიგი და ტუპაკი (2002)
  • ტუპაკი სამუდამოდ (2003)
  • ტუპაკი: აღდგომა (2003) (კინოაკადემიის ნომინანტი)
  • ტუპაკი წინააღმდეგ (2004)
  • ტუპაკი - ჰიპ ჰოპის გენიოსი (ტელეგადაცემა) (2004)
  • ამდენი ცრემლი, ამდენი ცრემლი (2006)

ბიოგრაფიული წიგნები[რედაქტირება]

  • Tupac: Resurrection (2003) ISBN 0-7434-7435-X
  • Tupac Shakur Legacy (2006) ISBN 0-7432-9260-X
  • Thru My Eyes: Thoughts on Tupac Shakur in Pictures and Words
  • Rebel for the Hell of It: The Life of Tupac Shakur
  • Death Rap Tupac Shakur
  • Tupac Shakur (They Died Too Young)
  • Got Your Back : The Life of a Bodyguard in the Hardcore World of Gangsta Rap
  • Back in the Day: My Life and Times With Tupac Shakur
  • The Killing of Tupac Shakur
  • Jesus and the Hip-Hop Prophets: Spiritual Insights from Lauryn Hill and Tupac Shakur
  • How Long Will They Mourn Me?: The Life and Legacy of Tupac Shakur
  • Holler If You Hear Me
  • Dear 2Pac
  • All Eyez on Me: The Life and Times of Tupac Shakur
  • Tupac (Hip Hop)
  • Tupac: A Thug Life
  • Tough Love: Cultural Criticism & Familial Observations on the life and death of Tupac Shakur (Black Words Series)
  • Tupac Shakur (უშუალოდ ცხოვრებისეული ფაქტების ნუსხით)
  • Tupac Shakur (People in the News)
  • Tupac Shakur (Rock Music Library)
  • Tupac and Elvis (Inevitably Restless)
  • Tupac Shakur (Hip-Hop Stars)
  • Static: My Tupac Shakur Story
  • Tupac Shakur: 2Pac in the Studio (The Studio Years (1989—1996))

წიგნები ტუპაკის პოეზიით[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. თარგი:Cite document
  2. 100 Greatest Artists of All Time. Rollingstone.com. წაკითხვის თარიღი: January 7, 2012.
  3. Levs, Joshua. (September 13, 2006) Growing Tupac's Legacy, 10 Years After His Death. Npr.org. Retrieved on June 14, 2011.
  4. 4.0 4.1 Tupac Shakur – Thug Angel (The Life of an Outlaw). 2002.
  5. 5.0 5.1 Tupac Shakur. Hotshotdigital.com. წაკითხვის თარიღი: January 7, 2012.
  6. 6.0 6.1 Edwards, Paul, 2009, How to Rap: The Art & Science of the Hip-Hop MC, Chicago Review Press, p. 330.
  7. Jay-Z: Essays on Hip Hop's Philosopher King - Page 55
  8. Tupac Shakur's death certificate details reported by Cathy Scott. Retrieved on October 5, 2007.
  9. (Hoye 2006, p. 30)
  10. John Crow "The Epic of America", page 408.
  11. Colonial and Neocolonial Latin America (1750–1900) (PDF). წაკითხვის თარიღი: October 14, 2010.
  12. Afeni Shakur (PDF). 2Pac Legacy. დაარქივებულია ორიგინალიდან April 9, 2008-ში. წაკითხვის თარიღი: April 23, 2008.
  13. Tupac Coroner's Report. Cathy Scott. დაარქივებულია ორიგინალიდან July 23, 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-07-24.
  14. 2Pac's Name – Tupac Amaru Shakur – Lesane Parish Crooks. 2Pac2K.de. წაკითხვის თარიღი: 2010-07-28.
  15. 15.0 15.1 Sullivan, Randall (January 3, 2003). Labyrinth: A Detective Investigates the Murders of Tupac Shakur and Notorious B.I.G., the Implication of Death Row Records' Suge Knight, and the Origins of the Los Angeles Police Scandal. Grove Press. ISBN 0-8021-3971-X. 
  16. Exclusive: Mopreme Shakur Talks Tupac; Rapper's B-Day Celebrated. Allhiphop.com. წაკითხვის თარიღი: 2010-07-28.
  17. 17.0 17.1 (October 1999) „Back 2 the Essence: Friends and Families Reminisce over Hip-hop's Fallen Sons“. Vibe 7 (8): გვ. 100–116. წაკითხვის თარიღი: 2009-09-03. 
  18. (Bastfield 2002, p. 5)
  19. (Bastfield 2002, p. 3)
  20. Farrar, Jordan. (2011-05-13) "Baltimore students protest cuts", Peoples World, Retrieved 2012-04-27.
  21. "'And Still I See No Changes': Tupac's legacy 15 years on", Green Left Weekly(2011-10-16). Retrieved 2012-04-27.
  22. (Bastfield 2002, pp. 67–68)
  23. Marriott, Michel, James Brooke, Charlie LeDuff and Donatella Lorch. “Shots Silence Angry Voice Sharpened by the Streets“, The New York Times, September 16, 1996, pp. A–1. წაკითხვის თარიღი: 2009-08-21. 
  24. Leila Steinberg (Assemblies in Motion). დაარქივებულია ორიგინალიდან February 13, 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-01-25.