ხუკარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე ხუკარი ქ. კუენკასთან |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 498 კმ |
| აუზის ფართობი | 22,4 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | იბერიის მთები ესპანეთი |
| ჩაედინება | ხმელთაშუა ზღვა |
| ქვეყნები | ესპანეთი |
| ქალაქები | კუენკა, ალსირა |
ხუკარი — მდინარე ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 498 კილომეტრი. აუზის ფართობი 22,4 ათასი კმ2. სათავე აქვს იბერიის მთების სამხრეთ–დასავლეთ შტოქედებზე. მიედინება ლა-მანჩის პლატოსა და ვალენსიის დაბლობზე. ერთვის ხმელთაშუა ზღვის ვალენსიის ყურეს. წყალუხვია ზამთარსა და გაზაფხულზე. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 40 ათასი მ3/წმ. ხუკარსა და მის შენაკად კაბრიელზე არის წყალსაცავი, ქვემოთში – ჰესი. იყენებენ სარწყავად. ხუკარის ნაპირებზეა ქალაქები: კუენკა, ალსირა.
სტატიის