ბელეპის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელეპის კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Belep

ბელეპის კუნძულების ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 19°45′ ს. გ. 163°40′ ა. გ. / 19.750° ს. გ. 163.667° ა. გ. / -19.750; 163.667
მთავარი კუნძული არტი
ფართობი 69,5 კმ²
უმაღლესი წერტილი 283 მ
მთა ვაალა
ახალი კალედონიის დროშა ახალი კალედონია
პროვინცია ჩრდილოეთი პროვინცია
კომუნა ილ-ბელეპი
დემოგრაფია
მოსახლეობა 895 (2009)
სიმჭიდროვე 8,802 ად. /კმ²

ბელეპის კუნძულები (ფრანგ. Îles Belep) — მცირე კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ახალი კალედონიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. ადმინისტრაციულად შედის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ახალი კალედონიის ჩრდილოეთი პროვინციის ილ-ბელეპის კომუნის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელეპის კუნძულები მდებარეობს დაახლოებით 50 კმ-ში ჩრდილოეთში ახალი კალედონიის ჩრდილოეთი წერტილიდან[1]. კუნძულების ჯგუფი შედგება რამდენიმე მომცრო მარჯნის კუნძულისაგან, ასევე უფრო დიდი, პოტის (ინგლ. Pott Island) და არტის (ინგლ. Art Island) მთიანი კუნძულებისგან.

ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 69,5 კმ²-ს. ჯგუფის ყველაზე დიდი კუნძულია — არტი (52 კმ²)[1]. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — მთა ვაალა (283 მეტრი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელეპის კუნძულებს სახელი დარქმეული აქვს კანაკების ერთ-ერთი ბელადის პატივსაცემად, რომელიც კუნძულებზე დასახლდა ძველ დროში. კუნძულებზე პირველი კათოლიკური მისია დაფუძნდა 1856 წელს. 1892 წლიდან 1898 წლამდე პერიოდში კუნძულებზე მდებარეობდა კეთრით დაავადებულთა სპეციალიზებული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს ბელეპის კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 895 ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს ახალი კალედონიის მკვიდრი მაცხოვრებლები — კანაკები (99,3 %). მთავარი დასახლებული პუნქტია — არტის კუნძულზე მდებარე სოფელი ვალა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]