უილემ დეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილემ დეფო

დეფო 2017 წელს
დაბადების სახელი უილიამ ჯეიმზ დეფო
დაბადების თარიღი 22 ივლისი, 1955 (1955-07-22) (68 წლის)
ეპლტონი, უისკონსინი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
იტალიის დროშა იტალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1979-დღემდე
მეუღლე(ები) ელიზაბეთ ლეკომპტი
 (იქ. 1977; გაშორდნენ 2004)

ჯადა კოლაგრანდე (იქ. 2005)
შვილ(ებ)ი 1

უილემ დეფო (ინგლ. Willem Dafoe დ. 22 ივლისი 1955) — ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი, გამოხმოვანებელი. ოსკარის ოთხგზის (1987, 2001, 2018, 2019), ოქროს გლობუსის სამგზის (2001, 2018, 2019) და ბრიტანეთის კინოაკადემიის ერთგზის ნომინანტი (2018).

დეფო დაიბადა ეპლტონში, უისკონსინის შტატში, ქირურგის ალფრედ დეფოსა და მედდის მიურიელ იზაბელის ოჯახში. დეფო სწავლობდა მლოუკის უნივერსიტეტში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დატოვა სასწავლებელი და შეუერთდა ექსპერიმენტალურ თეატრს „Theatre X“. მან პირველი როლი შეასრულა მაიკლ ჩუმინოს 1980 წლის ფილმში „ზეციური კარიბჭე, თუმცა კადრები მისი მონაწილეობით ამოჭრილი იქნა.

საყოველთაო აღიარება მოიპოვა აშშ-ის არმიის სერჟანტის ელაის გორდინის როლით ფილმიდან „ოცეული“ (1986), რისთვისაც მიიღო ოსკარის ნომინაცია.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1986 ოცეული Platoon სერჟანტი ელიასი
1989 დაბადებული ოთხ ივლისს Born on the Fourth of July ჩარლი
1996 ინგლისელი პაციენტი The English Patient დევიდ კარავაჯო
2000 ვამპირის აჩრდილი Shadow of the Vampire მაქს შრეკი
2000 ამერიკელი ფსიქოპათი American Psycho დონალდ კიმბალი
2002 ადამიანი ობობა Spider-Man ნორმან ოსბორნი
2004 ადამიანი ობობა 2 Spider-Man 2 ნორმან ოსბორნი
2004 ავიატორი The Aviator როლანდ სვიტი
2005 მანდერლეი Manderlay გრეისის მამა
2008 ციცინათელები ბაღში Fireflies in the Garden ჩარლზ ვეჩერი
2009 ანტიქრისტე Antichrist კაცი
2013 ნიმფომანი Nymphomaniac ლ.
2014 ყველაზე საშიში ადამიანი A Most Wanted Man ტომი ბრიუ
2018 უკვდავების კარიბჭესთან A Eternity's Gate ვან გოგი
2018 აკვამენი Aquaman ვულკო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]