სიმკვრივე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმკვრივე

საცდელი სინჯარა, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა სიმკვრივის ოთხი შეურევადი ფერის სითხე
სიმბოლოს აღნიშვნა ,
SI სისტემა კგ/მ3
ექსტენსიურია? არა
ინტენსიურია? კი
შენახვადია? არა
სხვა სიდიდეებიდან
წარმოება
განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

სიმკვრივე (აღნიშვნა: < ბერძ. ρω — „რო“, < ინგლ. Density) — ფიზიკური სიდიდე, რომელსაც ერთგვაროვანი ნივთიერებისათვის განსაზღვრავენ მისი მოცულობის ერთეულის მასით.

სხეულის სიმკვრივე სკალარული სიდიდეა, რადგან იგი ორი სკალარული სიდიდის ფარდობაა. არაერთგვაროვანი ნივთიერების სიმკვრივე არის მოცულობასთან მასის ფარდობის ზღვარი, როცა მოცულობა მოიჭიმება იმ წერტილისაკენ, რომელშიც განისაზღვრება სიმკვრივე.

ორი ნივთიერების სიმკვრივეთა ფარდობას განსაზღვრულ სტანდარტულ ფიზიკურ პირობებში უწოდებენ ფარდობითს სიმკვრივეს, რომელსაც თხევადი და მყარი ნივთიერებისათვის განსაზღვრავენ გამოხდილი წყლის სიმკვრივის მიმართ 4°C-ზე, აირებისათვის — მშრალი ჰაერის ან წყლის სიმკვრივის მიმართ ნორმალურ პირობებში, ხოლო სხეულის საშუალო სიმკვრივეს — მასის ფარდობით მის მოცულობასთან, ე. ი. .

SI სისტემაში , , მაშინ .

ეს ისეთი ერთგვაროვანი ნივთიერების სიმკვრივეა, რომლის ყოველი 1 მ3 მოცულობა შეიცავს 1 კგ მასას.

CGS სისტემაში , , მაშინ .

ეს ისეთი ერთგვაროვანი ნივთიერების სიმკვრივეა, რომლის ყოველი 1 სმ3 მოცულობა შეიცავს 1 გ მასას.

პრაქტიკაში სარგებლობენ აგრეთვე სიმკვრივის სისტემის გარეშე ერთეულებით: გ/ლ, ტ/მ3 და სხვა.

ფოროვანი და ფხვიერი სხეულებისათვის განარჩევენ ჭეშმარიტ სიმკვრივეს (განსაზღვრავენ სხეულშ არსებული სიცარიელების გაუთვალისწინებლად) და მოჩენებითს სიმკვრივეს (სხეულის მასის ფარდობა თავის მიერ დაკავებულ მთელ მოცულობასთან). სიმკვრივე, როგორც წესი, მცირდება ტემპერატურის გადიდებით და იზრდება წნევის გაზრდით. ნივთიერების აგრეგატული გარდაქმნისას სიმკვრივე იცვლება ნახტომისებურად. სიმკვრივეს ზომავენ არეომეტრით, პიკნომეტრით, სიმკვრივესაზომით და სხვა.

ბუნებრივი სხეულებისა და გარემოს სიმკვრივის მნიშვნელობის დიაპაზონი ძალიან ფართოა. მაგალითად, ვარსკვლავთშორისი გარემოს სიმკვრივე არ აღემატება 10-21 კგ/მ3, ხოლო ნეიტრონული ვარსკვლავების სიმკვრივე აღწევს 1020 კგ/მ3-ს.

ზოგიერთი ნივთიერების, მასალისა და მინერალის სიმკვრივე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აირები (ნსპ) გ/ლ სითხეები კგ/მ3 მყარი სხეულები და მასალები კგ/მ3
აზოტი 1.251 აზოტმჟავა 1510 ალუმინი 2700
აზოტის ჟანგი 1.340 აცეტონი 791 ბეტონი 2150
ამიაკი 0.771 ბენზინი 710 გრანიტი 2600
აცეტილენი 1.171 გლიცერინი 1260 გრაფიტი, მინა 2500
გოგირდის ორჟანგი 2.927 გოგირდმჟავა 1840 ვოლფრამი 19300
ეთილენი 1.260 ეთილის სპირტი 789.4 კალა 5850
მეთანი 0.717 ვერცხლისწყალი 13546 კორუნდი 4000
ნახშირორჟანგი 1.977 მცენარეული ზეთები 914-962 პარაფინი 890
ჟანგბადი 1.429 ნიტრობენზოლი 1203 პლატინა 21450
რადონი 9.730 ოთხქლორიანი ნახშირბადი 1594 რკინა 7874
ქლორი 3.214 ჟანგბადი (–200°C) 122.5 საცობი 240
ქლორწყალბადი 1.639 სკიპიდარი 865 ტექსტოლიტი 1350
ქსენონი 5.894 ქლოროფორმი 1489 ტყვია 11340
წყალბადი 0.08988 ძმარმჟავა 1049 ფაიფური 2350
ჰაერი (მშრალი) 1.293 წყალბადი (–240°C) 43.2 ფოლადი (ნახშირბადოვანი) 7750
ჰელიუმი 0.1786 წყალი 998.2 ქარსი 2900
ნეონი 0.9002 ყინული 900
არგონი 1.784 არყი (მშრალი) 650
კრიპტონი 3.749 მუხა (მშრალი) 750

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]