ნიტრობენზოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტრუქტურა

ნიტრობენზოლი, — უმარტივესი არომატული ნიტრონაერთი; მოყვითალო ზეთისებრი სითხე; დნობის ტემპერატურაა 5,7°C, დუღილისა 210,9°C; სიმკვრივე 1987 კგ/მ³ (25°C); წყალში ცუდად იხსნება, ორგანულ გამხსნელებს კარგად ერევა. იმისდა მიხედვით, თუ რა პირობებში მიმდინარეობს ნიტრობენზოლის აღდგენა, მიიღება ანილინი ან ჰიდრაზობენზოლი. ნიტრობენზოლს ღებულობენ ბენზოლის ნიტვრისას მანიტვრელი ნარევით. ნიტრობენზოლი მომწამლავია. მისი ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ჰაერში 3 მგ/მ³-ია. ნიტრობენზოლს ძირითადად იყენებენ ანილინისა და ზოგიერთი სხვა საღებრის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]