შინაარსზე გადასვლა

ციურიხის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანტონი
ციურიხის კანტონი
Kanton Zürich
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი ციურიხი[1]
შიდა დაყოფა Affoltern District, Andelfingen District, Bülach District, Dielsdorf district, Dietikon District, Hinwil District, Horgen District, Meilen District, Pfäffikon District, Uster District, Winterthur District და Zürich District
კოორდინატები 47°24′36″ ჩ. გ. 8°39′36″ ა. გ. / 47.41000° ჩ. გ. 8.66000° ა. გ. / 47.41000; 8.66000
მმართველი Mario Fehr[2]
დაარსდა 1351
ფართობი 1 729 კმ²
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 1 390 124 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 800 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი ZH
ოფიციალური საიტი zh.ch

ციურიხი (გერმ. Zurich) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ციურიხი. ოფიციალური ენა გერმანულია, თუმცა ხალხი ადგილობრივ შვეიცარიულ გერმანულ დიალქეტზე საუბრობს.

შვეიცარიის კონფედერაციას ციურიხის კანტონი 1351 წელს შეუერთდა.

კანტონი ალპების ჩრდილოეთით მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება შაფჰაუზენის კანტონი, დასავლეთით — აარგაუს, სამხრეთით — ცუგისა და შვიცის, აღმოსავლეთით კი თურგაუსა და სანქტ-გალენის კანტონები. მის ტერიტორიაზეა მოქცეული ციურიხის ტბის უდიდესი ნაწილი.

კანტონის ფართობი 1 728,8 კმ²-ია, საიდანაც 43,4% სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგია, 30,7% ტყიანია. ტერიტორიის უდიდეს ნაწილს შეადგენს წყალმარჩხ მდინარეთა ხეობები, რომლებიც რაინისკენ ეშვებიან.

2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 390 124 ადამიანს შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი (83,4%) გერმანულენოვანია.

კანტონის მიწების უდიდესი ნაწილი დამუშავებულია, თუმცა იგი მაინც არ მიიჩნევა სასოფლო-სამეურნეო მხარედ. ყველგანაა განვითარებული მანუფაქტურა. წარსულში მნიშვნელოვანი იყო აბრეშუმისა და ბამბის წარმოება, თუმცა დღეს მთავარი აქცენტი გადატანილია მანქანა-დანადგარებისა და ქაღალდის წარმოებაზე. ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვთ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს. ქალაქი ციურიხი ერთ-ერთი უმთავრესი საბანკო-სადაზღვევო ცენტრია.

კანტონის საბჭო 180 წევრისაგან შედგება, რომელთაც 4 წლიანი ვადით ირჩევენ. კანტონი 12 რაიონად და 171 მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della SvizzeraBern: 1998.
  2. http://www.rr.zh.ch/internet/regierungsrat/de/home.html