შინაარსზე გადასვლა

ტარიკ ალ-ფადლი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარიკ ალ-ფადლი
არაბ. طارق الفضلي
დაბადების თარიღი 1966
დაბადების ადგილი ზინჯიბარი, იემენი
მოქალაქეობა იემენის დროშა იემენი
რელიგია ისლამი, სუნიზმი
პარტია

სამხრეთის მოძრაობა (ალ ხირაკი);

ალ-კაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე
ძირითადი იდეები არაბული ნაციონალიზმი, აბიანის სეპარატიზმი, მოჯაჰედიზმი, ანტიკომუნიზმი, ტრაიბალიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი, ეთნოპოლიტიკური ტომობრივი წარმონაქმნის ხელმძღვანელი

ტარიკ ბინ ნასირ ბინ აბდულა ალ-ფადლი ( არაბ. طارق بن ناصر بن عبد الله الفضلي დ.1966, , ზინჯიბარი, იემენი)— იემენელი პოლიტიკოსი, მოჯაჰიდი და ჯიჰადისტი, ანსარ ალ-შარიას ერთ-ერთი ლიდერი, ალ-კაიდას მოკავშირე არაბეთის ნახევარკუნძულზე . არაბი ნაციონალისტი, სამხრეთ იემენელი სეპარატისტი . აქტიური ანტიკომუნისტი, ავღანეთის ომის მონაწილე მოჯაჰიდების მხარეზე . იემენის სამოქალაქო კონფლიქტებში ფადლი იცავს რეგიონალურ და ეთნო-ტომობრივ ინტერესებს. აბიანის თვითგამოცხადებული საამიროს მეთაური. ისლამისტი ლიდერებისგან განსხვავებით, ის საუბრობს ისლამის ალიანსზე დასავლეთთან.

სულთან ფადლის მემკვიდრე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ფადლის სასულთნოს მმართველთა ოჯახში. ტარიკ ალ-ფადლის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ სასულთნომ არსებობა შეწყვიტა. [1] სამხრეთ იემენის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მარქსისტული ოკუპირებული სამხრეთ იემენის განთავისუფლების ეროვნული ფრონტის და შემდგომში იემენის სოციალისტური პარტიის მმართველობის ქვეშ, ალ-ფადლის ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ლიბანში, შემდეგ — საუდის არაბეთში . დაამთავრა ტაიფის სამხედრო სკოლა.

ბავშვობიდან ტარიკ ალ-ფადლი აღიზარდა არაბული და ისლამური ტრადიციების სულისკვეთებით. განიმსჭვალა ისლამის რადიკალური ვერსიით, როგორც რელიგიურად, ასევე პოლიტიკურად. ამას ხელი შეუწყო, კერძოდ, მისმა მოგზაურობამ კვიპროსზე, სადაც მუსლიმური წეს-ჩვეულების დარღვევის მიმართ მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდა.

ავღანეთის ომის მოჯაჰიდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრამეტი წლის ასაკში ტარიკ ალ-ფადლი, საუდის არაბეთის მოხალისეთა ჯგუფის შემადგენლობაში გაემგზავრა ავღანეთში, რათა ებრძოლა მოჯაჰედების მხარეს სსრკ-სა და ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ. ალ-ფადლი ავღანეთის ომს ისლამურ ჯიჰადად მიიჩნევდა. შეუერთდა გულბუდინ ჰეკმათიარის ისლამური პარტიის ფორმირებებს. ტარიკ ალ-ფადლის ერთ-ერთი მეთაური იყო ოსამა ბინ ლადენი . ალ-ფადლი ბევრ ბრძოლაში მონაწილეობდა და ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა. შემდგომში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავღანეთის ომის დროს არც ის და არც ბინ ლადენი არ ახორციელებდნენ ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. [2]

ავღანეთის ომის დროს ტარიკ ალ-ფადლი გამსჭვალული იყო უკომპრომისო ანტიკომუნიზმის იდეით. მან ასევე გაითავისა მოჯაჰიდების პრინციპები, რომლებიც მისაღებად თვლიან დასავლეთთან ტაქტიკური ალიანსის დამყარებას და პოლიტიკაში სეკულარული დემოკრატიული ლოზუნგების გამოყენებას.

ანტიკომუნისტი ჯიჰადისტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ტარიკ ალ-ფადლი დაბრუნდა თავის სამშობლოში, სამხრეთ იემენში. გააგრძელა ანტიკომუნისტური ბრძოლა, მან ორგანიზება გაუწია შეიარაღებული რაზმის ჩამოყალიბებას პარტიზანული ომისთვის მმართველ იემენის სოციალისტურ პარტიასთან ერთად. ამ ფორმირებამ მიიღო სახელწოდება „ისლამური ჯიჰადი.“

იმავე წელს, იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანებამ იემენის არაბთა რესპუბლიკასთან ( ჩრდილოეთ იემენი) „ პან-არაბული ღირებულებების“ საფუძველზე, გამოიწვია ძალაუფლების გაყოფა პრეზიდენტს, ალი აბდლა სალეჰსა და იემენის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელს, ყოფილ გენერალურ მდივანს, ჩრდილოეთ იემენის გენერალ ალი სალემ ალ-ბეიდს შორის. ტარიკ ალ-ფადლიმ ეს მიიჩნია არა იემენელთა ეროვნულ ერთიანობად, არამედ მხოლოდ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ანტიხალხური ელიტების შეთქმულებად. მან განაგრძო ამბოხი და ტერორისტული ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ომი მიმდინარეობდა „ორ ფრონტზე“ - ყოფილი იემენის სოციალისტური პარტიის და ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგ მათ დასავლელ მოკავშირეებთან. ბინ ლადენი იყო პარტნიორი და სპონსორი. კერძოდ, ალ-ფადლის ბრალი ედებოდა ადენში მოჰურის სასტუმროს აფეთქებაში [3], რომელსაც სამხედრო ობიექტად იყენებდნენ ამერიკელი ჯარები სომალიში.

1994 წელს, იემენის სოციალისტური პარტიის ფუნქციონერზე მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ტარიკ ალ-ფადლი დააპატიმრეს ალ-ბეიდის მოთხოვნით. [1]

გაერთიანებული იემენის პოლიტიკოსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ-ბეიდის აჯანყებამ სალეჰის წინააღმდეგ და სამოქალაქო ომის დაწყებამ გამოიწვია ალ-ფადლის გათავისუფლება — მთავრობის შეიარაღებულ ძალებში შეერთების პირობებით. ალ-ფადლი დათანხმდა, რადგან ყოფელ კომუნისტებს ალ-ბეიდის მეთაურობით კვლავ მტრებად მიიჩნევდა. [2]

ალ-ფადლის ძალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აჯანყების ჩახშობაში. ამისთვის მან მიიღო მნიშვნელოვანი ფინანსური კომპენსაცია და პრეზიდენტ სალეჰის რწმუნებულის სტატუსი. [4] ათწლინახევრის განმავლობაში ალ-ფადლისა და სალეჰს შორის პოლიტიკური ალიანსი დამყარდა. ამ პოზიციიდან ალ-ფადლიმ დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა აბიანში მემკვიდრეობითი ძალაუფლების აღსადგენად. [2]

1994 წლის ბოლოს ტარიკ ალ-ფადლი ეწვია სუდანს და აღადგინა რეგულარული კომუნიკაცია ბინ ლადენთან და ალ-ქაიდასთან . მან დაგმო 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმები. ამავდროულად, დაადასტურა, რომ ინარჩუნებს სიმპათიას ბინ ლადენის, როგორც „ლეგენდარული პიროვნების“ და ავღანეთის დროიდან მოყოლებული თანამებრძოლის მიმართ. შემდგომში ბინ ლადენის გარდაცვალების ამბავმა ალ-ფადლის სინანული გამოიწვია, თუმცა ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ის არ იყო ალ-კაიდას წევრი. [5]

სამხრეთის აჯანყებულთა მეთაური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლიდან ტარიკ ალ-ფადლიმ კვლავ ღიად წამოიწყო შეიარაღებული ბრძოლა სალეჰის მთავრობის წინააღმდეგ — ამჟამად სამხრეთის მოძრაობის სეპარატისტული ლოზუნგებით. ეთნო-ტომობრივი და რეგიონული პოზიციებიდან საუბრისას მან ისაუბრა პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე და სამხრეთ იემენის მაცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკურ მინუსებზე. ფადლის ფორმირებებმა განაახლეს პარტიზანული თავდასხმები სამთავრობო ძალების წინააღმდეგ. [2] აჯანყებულთა ბრძოლა ეფუძნებოდა სამხრეთ იემენის მკვიდრთა კატასტროფული სოციალურ მდგომარეობას, რომელიც გამოწვეული იყო „ჩრდილოეთის საზიზღარი კოლონიალიზმით“ და სანაას ხელისუფლების „ათეისტებთან“ და „კომუნისტებთან“ შეთანხმებით. [6]

იდეოლოგიურად ტარიკ ალ-ფადლიმ წამოწია სუნიტური ისლამიზმის ლოზუნგები ალ-კაიდას სულისკვეთებით. ფადლის საგვარეულო ცენტრი ზინჯიბარი გამოცხადდა „ისლამურ ქალაქად,“ ხოლო აბიანის რეგიონი — მომავალი ისლამურ საამიროდ. ალ-ფადლის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი აიღეს ფადლის სულთნების ყოფილ საგვარეულო სამფლობელოებზე. ფაქტობრივად, ალ-ფადლი ასრულებდა ალ-კაიდას ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზატორისა და სამხედრო მეთაურის ფუნქციებს. ის გახდა ერთგვარი დამაკავშირებელი ალ-კაიდასა და სამხრეთ მოძრაობას შორის. ამავე დროს, კომენტატორებმა აღნიშნეს, რომ ალ-ფადლის რიტორიკა იყო „უფრო პატრიოტული, ვიდრე ისლამისტური.“ [4]

ამავე დროს, ტარიკ ალ-ფადლი ხაზს უსვამდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ისლამისტური ტერორიზმის მიმართ და მხარს უჭერდა დასავლეთთან სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას — ავღანეთის ომის დროს 1980-იანი წლების ალიანსის მსგავსად. [7] 2010 წლის თებერვალში, ალ-ფადლიმ დაუმორჩილებლად აღმართა ამერიკული დროშა თავის შტაბ-ბინაზე, დაამყარა კონტაქტი აშშ-ს საელჩოსთან და კიდევ ისაუბრა იემენში ბრიტანეთის ჯარების დაბრუნების სასარგებლოდ, როგორც კოლონიურ პერიოდში. [8] მან ამერიკის შეერთებულ შტატებს შესთავაზა შუამავლობა ალ-კაიდასთან მოლაპარაკებებში და განაცხადა, რომ მისი ჯიჰადისტური კავშირებით შეიძლება უფრო ღირებული მოკავშირე გამხდარიყო, ვიდრე „სანაას კორუმპირებული რეჟიმი“ [2] .

2011 წელს ალ-ფადლის ფორმირებები იქცა იემენის რევოლუციის აქტიურ დამოუკიდებელ ძალად. მკაცრად ცდილობდნენ რა ალი აბდულა სალეჰის ხელისუფლებადან ჩამოშორებას, მათ პრიორიტეტად მიიჩნიეს სამხრეთის სეპარატისტული მოთხოვნები, კერძოდ, აბიანის პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ვერ ჰპოვა რა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ალ-ფადლიმ საჯაროდ დაწვა ერთი წლით ადრე აღმართული ამერიკის დროშა. [9] ალ-ფადლი განიხილებოდა როგორც ძლიერი რეგიონალური ლიდერი, რომელიც, მიუხედავად მისი ზოგადად სეკულარული ორიენტაციისა, გახდა ალ-ქაიდას გავლენიანი პარტნიორი და უზრუნველყოფდა აბიანზე კონტროლ ისლამისტებისტვის. [10] ამერიკის ადმინისტრაციის წარუმატებლობამ ალ-ფადლისთან ალიანსის დამყარებასთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა გამოიწვია ექსპერტთა წრეებში. [11] დაახლოებით 2013 წელს ალ-ფადლიმ კვლავ გაამახვილა ყურადღება შეერთებულ შტატებთან დაახლოებაზე. [5]

სამხრეთ იემენის ძველი დროშების ქვეშ დაიწყო ალ-ფადლის მომხრეების სეპარატისტული დემონსტრაციები. [12] ამ პოზიციას სამხრეთშიც კი არ მოჰყოლია მხარდაჭერა, რადგან იემენელთა უმრავლესობისთვის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობა მუდმივი ღირებულებას წარმოადგენს. [6] 2012 წელს საპრეზიდენტო უსაფრთხოების ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი აბიანის დიდ ნაწილზე და ტარიკ ალ-ფადლი შინაპატიმრობაში მოათავსეს ადენში. [13]

პოზიციები სამოქალაქო ომში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 16 ივნისს ტარიკ ალ-ფადლი ნებაყოფლობით გათავისუფლდა პატიმრობიდან და გამოაცხადა ალ-კაიდასთან ალიანსი სანაას ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ომისთვის. მის მეთაურობით აბიანის შეიარაღებული ძალები შეუერთდნენ ისლამისტური მოძრაობის ანსარ აშ-შარიას რიგებს, რომელიც [14] დაკავშირებული იყო ალ-კაიდასთან არაბეთის ნახევარკუნძულზე . „აბიანის საამიროს“ ტერიტორიას აკონტროლებენ ალ-ფადლის სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურები.

იემენის სამოქალაქო ომში ტარიკ ალ-ფადლი განსაკუთრებულ პოზიციას იკავებს. მას ძირითადად განიხილავენ, [15] აბიანის შეიხის, ფადლის ტომობრივი წარმონაქმნების ლიდერის, სამხრეთ სეპარატისტის რანგში. მეორე მხრივ, ალ-ფადლი ფაქტობრივად ეკუთვნის ალ-კაიდას იემენის სტრუქტურის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ის სანაას ცენტრალური ხელისუფლების სასტიკი მოწინააღმდეგეა და კატეგორიულად არ აღიარებს მის ძალაუფლებას სამხრეთზე. პრეზიდენტი სალეჰი, მიუხედავად ოჯახური კავშირებისა და ხანგრძლივი პოლიტიკური პარტნიორობისა, ბოლო წლებში ალ-ფადლის მტერი იყო. სალეჰის გადადგომისა და გარდაცვალების შემდეგ იემენის ახალი პრეზიდენტი აბდ-რაბუ მანსურ ჰადი ასევე მისი მოწინააღმდეგე გახდა.

ამავდროულად, ტარიკ ალ-ფადლი დისტანცირებულია სამხრეთის გარდამავალი საბჭოსგან და მტრულად არის განწყობილი ალ-ბეიდთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების მიმართ. ალ-ფადლის მთავარი მტრები გახდნენ ირანის შიიტურ თეოკრატიაზე ორიენტირებული ჰუსიტები. ალ-ფადლის ფორმირებები მოქმედებენ საუდის არაბეთის კოალიციის ჯარებთან ალიანსში და ინარჩუნებენ კონტაქტს შეერთებულ შტატებთან. [16] ტარიკ ალ-ფადლის მთავარი მიზანი კვლავ აბიანის დამოუკიდებელი სტატუსის დამტკიცებაა, სადაც მისი ძალაუფლება ვრცელდება, რომელიც ტრადიციულ ავტორიტეტს და მემკვიდრეობით უფლებებს ეყრდნობა.

ტარიკ ალ-ფადლი დიდი ოჯახური კლანის უფროსია. მისი და დაქორწინებულია ჩრდილოეთის მთავარ სამხედრო ლიდერზე. ეს ფაქტი, ისევე როგორც წინა კავშირები სალეჰთან, მოკავშირეებში ეჭვს იწვევს სამხრეთის მოძრაობის მიმართ.

ადამიანები, რომლებიც იცნობენ ტარიკ ალ-ფადლის, მას ახასიათებენ, როგორც მშვიდ და მეგობრულ ადამიანს, „ ის სულით ყოველთვის მეამბოხეა.“ ძირითად სასიცოცხლო ღირებულებად თვლის „საკუთარ მიწას“ ტრადიციული გვაროვნულ-ტომობრივი გაგებით. [2]

  1. 1.0 1.1 طارق الفضلي.. سيرة ذاتية. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Ex-Jihadist Defies Yemen’s Leader, and Easy Labels. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  3. Внутренняя политика усложняет борьбу с терроризмом в Йемене. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-16. ციტირების თარიღი: 2019-09-22.
  4. 4.0 4.1 The Jihadis and the Cause of South Yemen: A Profile of Tariq al-Fadhli. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  5. 5.0 5.1 A Sheikh’s Life. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  6. 6.0 6.1 Secrets of a Bin Laden Underling in Yemen
  7. «Шла над южным городом летняя пора…». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-23. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  8. Brigadier Ali Hassan al-Shatir Describes al-Qaeda Operations in Yemen. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  9. Video: طارق الفضلي يحرق علمي امريكا والانفصال وصور البيض وعلي ناصر. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  10. Al-Qaeda fighters take control of Yemen town. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  11. Making enemies in Yemen. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  12. Yemen arrests 21 in south
  13. Yemeni tribal leader joins AQAP. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  14. طارق الفضلي يعلن الالتحاق بالقاعدة. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  15. توضيح هام من الشيخ طارق الفضلي. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  16. Yemen: U.S. Allies Spin Deals with al-Qaida in War on Rebels. ციტირების თარიღი: 2019-09-22