ალი აბდალა სალეჰი
ალი აბდალა სალეჰი | |
იემენის საპატიო პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ნოემბერი, 2011 – 27 თებერვალი, 2012 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი, 1994 – 23 ნოემბერი, 2011 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი |
იემენის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 მაისი, 1990 – 1 ოქტომბერი, 1994 | |
პრეზიდენტი | ალი აბდალა სალეჰი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
იემენის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 ივლისი, 1978 – 22 მაისი, 1990 | |
წინამორბედი | აბდელ ქერიმ აბდალა არაში |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 21 მარტი, 1942 ბეით-ალ-აჰმარი, იემენის მუთავაქილიური სამეფო |
გარდაცვლილი | 4 დეკემბერი, 2017 სანა,იემენი |
პოლიტიკური პარტია | საერთო სახალხო კონგრესი |
შვილები | აჰმედი |
ალი აბდალა სალეჰი (არაბ. علي عبد الله صالح; დ. 21 მარტი, 1942, ბეით-ალ-აჰმარი, იემენის მუთავაქილიური სამეფო — გ. 4 დეკემბერი, 2017, სანა, იემენი[1]) — იემენის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. ჩრდილოეთ იემენის პრეზიდენტი (1978-1990 წწ.), ხოლო იემენის არაბთა რესპუბლიკისა და იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანების შემდეგ ერთიანი იემენის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე (1990-1994 წწ.) და მოგვიანებით პრეზიდენტი (1994-2012 წწ.)
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალი აბდალა სალეჰი დაიბადა 1942 წლის 21 მარტს სოფელ ბეით-ალ-აჰმარში სანის პროვიციაში[2]. წარმოშობით იყო სანჰანის ტომიდან, რომლებიც კონფედერაციაში იყვნენ მუსულმან-ზაიდიტებთან - ხაშიდებთან[3]. სამხედრო კარიერა მან დაიწყო 1958 წელს. 1960 წელს მან დაასრულა ჯავშანსატანკო ძალების სასწავლებლის კურსები[4]. მონარქიის დამხობის შემდეგ 1962 წელს სალეჰო გადავიდა რესპუბლიკელების მხარეს და 1963 წელს მიიღო მეორე რანგის ლეიტენანტის წოდება[3]. დამხობილი მეფე და მისი მომხრეები გაიქცნენ იემენის ჩრდილოეთში, წამოიწყეს სამოქალაქო ომი, რომელიც რვა წელი გაგრძელდა. 1967 წელს როიალისტებმა ალყა შემოარტყეს ჩრდილოეთ იემენის დედაქალაქ სანას. სალეჰი იყო ქალაქის 70-დღიანი ალყის ერთ-ერთი გმირი[3], რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვებით დასრულდა.
1975-1978 წლებში ალი აბდალა სალეჰი იყო ტაიზის სამხედრო ოლქის სარდალი[4]. 1978 წელს იგი ხელმძღვანელობდა მეთაურთა საბჭოს ყოფილი წევრის ა. აბდელ ალიმის წინააღმდეგ აჯანყებას, რომელმაც პარაშუტისტებისა და „ამალიკის“ ბრიგადის წევრების დახმარებით აიღო ქალაქი ტურბა, იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე და გამოაცხადა უთანხმოება ცენტრალურ ხელისუფლებასთან[5].
ჩრდილოეთ იემენის პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც 1978 წლის 24 ივნისს პრეზიდენტი აჰმად ალ-ღაშიმი მოკლეს ბომბის აფეთქების შედეგად, ალი აბდალა სალეჰი გახდა დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, გენშტაბის ხელმძღვანელი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე. 17 ივლისს ხმების უმრავლესობით აირჩიეს იემენის არაბთა რესპუბლიკის (ჩრდილოეთ იემენის) პრეზიდენტად და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად[6]. 15 ოქტომბერს, პრეზიდენტ იბრაჰიმ ალ-ჰამდის მკვლელობის შემდეგ შექმნილმა „13 ივნისის სახალხო ძალების ფრონტმა“ აჯანყება სცადა, მაგრამ აჯანყება ჩაახშეს. სასამართლოს შემდეგ ცხრა ოფიცერი და ცამეტი სამოქალაქო პირი სიკვდილით დასაჯეს[7].
1979 წლის თებერვალში დაძაბულობა ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენს შორის გადაიზარდა შეიარაღებულ კომფლიქტში. ჩრდილოეთ იემენელთა ძალებმა გადალახეს სამხრეთი იემენის საზღვარი და შეუტიეს რამდენიმე სოფელს, სამხრეთ იემენელებმა სსრკ-ის, კუბისა და გდრ-ის მხარდაჭერით საპასუხო დარტყმა აგემეს ჩრდილოეთ იემენელებს. მარტში არაბული სახელმწიფოების ლიგის შუამავლობით ქუვეითში ორი იემენის შორის მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის, ჯარების გაყვანისა და საზღვრების გახსნის შესახებ[6]. 17 სექტემბერს ალი აბდალა სალეჰმა მიიღო პოლკოვნიკის უმაღლესი სამხედრო წოდება, ხოლო 1982 წლის 30 აგვისტოს გახდა მმართველი პარტიის, იემენის საერთო სახალხო კონგრესის, გენერალური მდივანი[3].
ალი აბდალა სალეჰი ორჯერ სტუმრობდა სსრკ-ს 1981 და 1984 წელს[6]. 1983 წლის 22 მაისს სალეჰი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად[8]. ასევე აირჩიეს 1988 წლის 17 ივლისს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე მორიგი ვადით[8].
ერთიანი იემენის სათავეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის ივნისში ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენებს შორის დაიწყო მოლაპარაკება გაერთიანების შესახებ და მომდევნო წლის ნოემბრის ბოლოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორივე იემენის გაერთიანების შესახებ წლის განმავლობაში და 1981 წლის კონსტიტუციის საფუძველზე[8]. 1990 წლის 20 მაისს სალეჰს მიანიჭეს გენერლის წოდება ქვეყნის გაერთიანებაში შეტანილი წვლილის გამო. 22 მაისს მან ადენში[3] ოფიციალურად აღმართა იემენის დროშა. სალეჰი გახდა საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო პრემიერ-მინისტრად აირჩიეს იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლსეი სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ჰაიდარ აბუ ბაქრ ალ-ათასი.
1994 წლის ოქტომბერში, სამოქალქო ომის დასრულების შემდეგალი აბდალა სალეჰი აირჩიეს ქვეყნის პრზიდენტად. ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ 1999 წელს კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად. ასევე მიიღო პრეზიდენტის ტანამდებობა 2006 წელს (ამჟამად უკვე 7 წლით კონსტიტუციის შესწორების გამო), მაგრამ 2011 წელს იგი იძლებული გახდა ვადაზე ადრე დაეტოვებინა თანამდებობა.
სამოქალაქო ომი და სასაზღვრო კონფლიქტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1994 წელს ქვეყანაში გაჩაღდა სამოქალაქო ომი. 21 მაისს სამხრეთელების ლიდერმა განაცხადა გამოყოფის შესახებ და გამოაცხადა იემენის დემოკრატიული რესპუბლიკა[9]. ამავე დღეს ალი აბდალა სალეჰმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა მთელ ქვეყანაში[8]. ივლისისთვის სამთავრობო ძალებმა აღადგიმეს კონტროლი სამხრეთზე[3].
1995 წლის 16 დეკემბერს გაღვივდა იემენ-ერიტრეის სასაზღვრო შეიარაღებული მღელვარება კუნძულების ჯგუფ ჰანიშის გარშემო, რომლის შედეგადაც იემენის ძალები დამარცხდნენ[10]. ერიტრეის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ყველაზე დიდ კუნძულ ჰანიშ-ქებირზე , ხოლო აგვისტოში მეზობელ კუნძულ ჰანიშ-საჰირზე[11]. ორივე სახელმწიფომ გადაწყვიტა მიემართა ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსათვის, რომელმაც 1998 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც კუნძულების ჯგუფი იემენის კუთვნილებად გამოაცხადა[11].
არაბული გაზაფხული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010-2011 წლების ზამთარში არაბულ ქვეყნებში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელიცგამოწვეული იყო სხვადასხვა მიზეზებით, თუმცა ძირითადად მიმართული იყო მმართვეკი რეჟიმების წინააღმდეგ. არაბული გაზაფხული იემენში ალ-ქაიდასთან ბრძოლის, შიიტების აჯანყებისა და სამხრეთში სეპარატიზმის გაძლიერების ფონზე მიმდინარეობდა. პირველი გამოსვლები იანვარში 2011 წლის 22 იანვარს.
27 იანვარს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს იემენის დედაქალაქ სანაში ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გავიდა და პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის გადადგომა მოითხოვა, რომელიც ხელისუფლების სათავეში დგას 1978 წლიდან[12]. 2 თებერვალს იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდალა სალეჰმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ არ აპირებს მომავალ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მას სამუდამო პრეზიდენტობის უფლებას მისცემდა, უკან გაიტანს. ასევე, აღნიშნა, რომ ის არ შეეცდება თავისი ვაჟი გაიყვანოს პრეზიდენტად[13], მაგრამ მეორე დღეს ქვეყნის დედაქალაქ სანას მასშტაბით 20 ათასამდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში და ითხოვდნენ პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის გადაგომას[14]. 21 თებერვალს იემენის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მხოლოდ არჩევნებში დამარცხების შედეგად წავა ხელისუფლებიდან. ამის საპასუხოდ ათასობით დემონსტრანტი კვლავ შეიკრიბა პრეზიდნეტის გადადგომის მოთხოვნით. სამხრეთის ქალაქ ადენში უშიშროების ძალებმა დღეს აქციების ერთი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს[15].
18 მარტს სალეჰმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა[16], ხოლო ორი დღის შემდეგ გადააყენა მთავრობა[17]. 22 მარტს ალი აბდალა სალეჰმა გამოთქვა მზადყოფნა, 2011 წლის ბოლომდე სხვას გადააბაროს ძალაუფლება ქვეყანაში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად[18][19].
2011 წლის ზაფხულში პრეზიდენტი სალეჰი სამკურნალოდ გაემგზავრა საუდის არაბეთში. 23 სექტემბერს სამთვიანი მკურნალობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც ახალი ძალით იფეთქა აქციებმა. ალი აბდალა სალეჰი იძლებული გახდა ხელი მოეწერა თანამდებობის გადაცემის ხელშეკრულებაზე, თუმცა იმ პირობით, რომ სამი თვის განმავლობაში დარჩებოდა საპატიო პრეზიდენტად[20]. ქვეყნის მეთაური გახდა აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი.
გადადგომის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 21 აგვისტოს ტელეარხ Yemen Today-სთან ინტერვიუში ალი აბდალა სალეჰმა განაცხადა, რომ რუსეთი იემენში გახსნის ყველა ინფრასტრუქტურას. მან განაცხადა, რომ შესაძლებელია აღდგეს სსრკ-სა და იემენს შორის არსებული ძველი შეთანხმების მოქმედება, ასევე რუსეთს შესთავაზა იემენის მეთელი ინფრასტუქტურა, იემენის ბაზები, პორტები და აეროპორტები[21].
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის 29 ნოემბერს სალეჰისა და ჰუსიტების მომხრეებს შორის კონფლიქტი გამწვავდა[22]. 2 დეკემბერს სალეჰის პარტიამ გამოაცხადა აჯანყება ჰუსიტების წინააღმდეგ[22]. 4 დეკემბერს ალი აბდალა სალეჰი მოკლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მისი დაპატიმრების წარუმატებელი მცდელობის დროს[23]. ასევე მოკლეს პარტია იემენის საერთო სახალხო კონგრესის გენერალური მდივანი არიფ ალ-ზუკა, ხოლო ექს-პრეზიდენტის შვილი ტყვედ აიყვანეს[24].
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წელს დაიბადა ალი აბდალა სალეჰის უფროსი შვილი აჰმედი. იგი სწავლობდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანდჰიორსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში. 2000 წელს აჰმედი დანიშნეს რესპუბლიკური არმიის მეთაურად[25]. შემდეგში აჰმედი იყო იემენის ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში[26].
ალი აბდალა სალეჰის ნახევარძმა დედის მეორე ქორწინებიდან, ბრიგადის გენერალი ალი მოჰსენ სალეჰ ალ-აჰმარი სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკურ არმიას და შეცვალა ძმისშვილი. არაბული გაზაფხულის პერიოდში იგიჩრდილოეთის ძალებისა და პირველი ჯავშანსატანკო დივიზიის ხელმძღვანელი (იემენის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი სამხედრო ნაწილი) და გადავიდა ოპოზიციის მხარეს[27]. სალეჰის მეორე ნახევარძმა გენერალი მუჰამად სალეჰ ალ-აჰმარი იყო იემენის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური[28].
ძმისშვილი გენერალი ტარიკ მუჰამად აბდულა სალეჰი ხელმძღვანელობდა საპრეზიდენტო გვარდიას[28].
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდრია პირველწოდებულის საერთაშორისო პრემია „ცივილიზაციის დიალოგი“ რუსეთისა და იემენის ხალხს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებისათვის, ასევე საერთაშორისო ანტიტერორისტული ძალისხმევისათვის - 2014 წელი[29].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Густерин П. Йемен в переходный период. На пути к миру или распаду? — Саарбрюккен: LAP LAMBERT Academic Publishing. — 2014. — ISBN 978-3-659-28300-0.
- Густерин П. В. Йеменская Республика и её города. — М.: Международные отношения. — 2006. — С. 59—60.
- Густерин П. Йемен. Али Абдалла Салех. Путь на вершину власти // Азия и Африка сегодня. — 2006. — № 12.
- Густерин П. В. Санайская группа сотрудничества: результаты и перспективы // Дипломатическая служба. — 2009. — № 2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Густерин П. В. http://yemen-club.ru/index.php?id=84 Хронология российско-йеменских отношений]
- Густерин П. За что преследуют президента Салеха დაარქივებული 2014-07-15 საიტზე Wayback Machine.
- Густерин П. Оппозиция жаждет крови[მკვდარი ბმული]
- Али Абдалла Салех, президент республики Йемен//Передача радиостанции «Эхо Москвы»
- Видеоматериалы
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ იემენის ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-15. ციტირების თარიღი: 2017-12-04.
- ↑ „Али Абдалла САЛЕХ“ (რუსული). Справочник «Коммерсантъ». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-09. ციტირების თარიღი: 2017-11-17.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 „Ali Abdullah Saleh“ (ინგლისური). GlobalSecurity.org.
- ↑ 4.0 4.1 Кто есть кто в мировой политике. — М.: Политиздат, 1990. — С. 391. — ISBN 5-250-00513-6.
- ↑ Голубовская Е. К. Политическое развитие Йеменской Арабской Республики. — 1962—1985 гг. — М.: Наука, 1989. — С. 214. — ISBN 5-02-016433-X.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Новейшая история арабских стран Азии: 1917-1985 гг.. — М.: Наука, 1988. — С. 440-445.
- ↑ Голубовская Е. К. Политическое развитие Йеменской Арабской Республики. — 1962—1985 гг.. — М.: Наука, 1989. — С. 218. — ISBN 5-02-016433-X.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 „ЙЕМЕН в XX веке“ (რუსული). Хронос.
- ↑ „Yemeni Civil War - 1994“ (ინგლისური). GlobalSecurity.org.
- ↑ „Hanish Island Conflict“ (ინგლისური). GlobalSecurity.org.
- ↑ 11.0 11.1 Юрченко В. П. „О ситуации в районе Красного моря“ (რუსული). Институт Ближнего Востока.
- ↑ იემენში ათასობით ადამიანი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
- ↑ იემენის პრეზიდენტს არ სურს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა
- ↑ პრეზიდენტის გადადგომას იემენშიც მოითხოვენ
- ↑ იემენის პრეზიდენტი: მხოლოდ არჩევნებში წაგების შედეგად წავალ
- ↑ „В Йемене объявили режим чрезвычайного положения“ (რუსული). "Лента.Ру". 18.03.2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Президент Йемена распустил правительство“ (რუსული). "Лента.Ру". 20.03.2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ იემენის პრეზიდენტი მზად არის, სანდო ძალას დაუთმოს ძალაუფლება
- ↑ „Президент Йемена согласился уйти в отставку раньше срока“ (რუსული). "Лента.Ру". 22.03.2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Президент Йемена Салех согласился оставить власть“ (რუსული). BBC. 23 ноября 2011 г. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Экс-президент Йемена предложил РФ “всю необходимую инфраструктуру” страны. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-26. ციტირების თარიღი: 2017-11-18.
- ↑ 22.0 22.1 „Арабская коалиция приветствовала разрыв экс-президента Йемена с хуситами“ (ინგლისური). РИА Новости. 02.12.2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Погиб экс-президент Йемена Али Абдалла Салех
- ↑ СМИ: Хуситы взяли в плен сына убитого экс-президента Йемена
- ↑ „Yemen Crisis: Key players“ (რუსული). BBC. 6 June 2011.
- ↑ Сотни демонстрантов требуют проведения президентских выборов в Йемене
- ↑ „В Йемене военные переходят на сторону оппозиции. Генерал-мятежник окружил танками президентский дворец“ (რუსული). NEWSru.com. 21 марта 2011 г. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 28.0 28.1 „Saleh nephew 'quits as Yemen presidential guard chief'“ (ინგლისური). BBC. 27 April 2012.
- ↑ „Президенту Йемена вручена премия российского Фонда Андрея Первозванного "Диалог цивилизаций"“ (რუსული). Фонд Святого Всехвального апостола Андрея Первозванного. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-08. ციტირების თარიღი: 2017-11-18.