აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი
| აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი | |
| იემენის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 25 თებერვალი, 2012 – 7 აპრილი, 2022 | |
| წინამორბედი | ალი აბდალა სალეჰი |
| მემკვიდრე | რაშად ალ-ალიმი |
იემენის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 4 ივნისი, 2011 – 23 სექტემბერი, 2011 | |
| წინამორბედი | ალი აბდალა სალეჰი |
| მემკვიდრე | ალი აბდალა სალეჰი |
იემენის ვიცე-პრეზიდენტი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 3 ოქტომბერი, 1994 – 27 თებერვალი, 2012 | |
| პრეზიდენტი | ალი აბდალა სალეჰი |
| დაბადებული | 1 სექტემბერი, 1945 აბიანი, სამხრეთი იემენი |
| პოლიტიკური პარტია | საერთო სახალხო კონგრესი |
აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი (არაბ. عبد ربه منصور الهادي; დ. 1 სექტემბერი, 1945, აბიანი, სამხრეთი იემენი[1]) — იემენელი პოლიტიკოსი და ყოფილი სამხედრო ოფიცერი, რომელიც 2012 წლიდან 2022 წლამდე იემენის მეორე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 1994-2012 წლებში, პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის მმართველობისას იემენის მეორე ვიცე-პრეზიდენტი იყო.
წარსულში ჰადი იემენის შეიარაღებული ძალების ფელდმარშალი იყო.[2] 2011 წლის 4 ივნისიდან 23 სექტემბრამდე მას იემენის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ეკავა, სანამ ალი აბდალა სალეჰი საუდის არაბეთში მკურნალობის კურსს გადიოდა, რომელიც 2011 წლის იემენის აჯანყების დროს, საპრეზიდენტო სასახლეზე თავდასხმისას დაშავდა.[3] 23 ნოემბერს ჰადი კვლავ გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ, რაც სალეჰმა „სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტის სანაცვლოდ“ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ძალაუფლება დათმო. სანამ სალეჰი პრეზიდენტის ტიტულს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებდა, ჰადის ეროვნული ერთიანობის მთავრობა უნდა ჩამოეყალიბებინა და 90 დღის ვადაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა.[4]
21 თებერვალს, იემენის პოლიტიკურმა ფრაქციებმა მანსურ ჰადი გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად ორწლიანი ვადით აირჩიეს. არჩევნებში ის ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა მას ბოიკოტი გამოუცხადეს ჩრდილოეთში მყოფმა ჰუსიტებმა და სამხრეთელმა სეპარატისტებმა. 2014 წლის იანვარში ჰადის მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.[5] პრო-ჰუსიტური მედიასაშუალება SABA-ს ცნობით, ჰადი ხელისუფლებაში მანდატის ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩა.[6]
2015 წლის 22 იანვარს, საწვავის სუბსიდიების გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტისა და 2011 წლის რევოლუციის შედეგებით უკმაყოფილების ფონზე, ჰუსიტებმა მას გადადგომა აიძულეს. შემდგომში, ჰუსიტებმა და სალეჰის მომხრეებმა საპრეზიდენტო სასახლე დაიკავეს და ჰადი შინაპატიმრობაში მოათავსეს. ჰუსიტებმა ჩამოაყალიბეს „რევოლუციური კომიტეტი“ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად და ჰადის პოლიტიკურ პარტიასთან — „საერთო სახალხო კონგრესთან“ გასაერთიანებლად.[7][8][9] ერთი თვის შემდეგ ჰადი მშობლიურ ქალაქ ადენში გაიქცა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა და ჰუსიტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება დაგმო. მომდევნო დღეს ის ერ-რიადში ჩავიდა, რადგან მისი მთავრობის მხარდასაჭერად კონფლიქტში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიცია ჩაერია.[10] 2015 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილმა სამთავრობო ძალებმა ქალაქი დაიბრუნეს, იგი ადენში დაბრუნდა.[11] გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს ის კვლავ ერ-რიადში იმყოფებოდა შინაპატიმრობაში.[12]
2022 წელს ჰადი გადადგა და აღმასრულებელი ხელისუფლება გადასცა საპრეზიდენტო ხელმძღვანელობის საბჭოს, რომლის თავმჯდომარედაც რაშად ალ-ალიმი დაინიშნა. საბჭოს მიზანი იემენის სამოქალაქო ომის პოლიტიკური გზით მოგვარება გახდა. ეს ნაბიჯი გადაიდგა საუდის არაბეთთან მშვიდობის დამყარების უფრო ფართო მცდელობის ფარგლებში.[13] საუდის არაბეთისა და იემენის მთავრობებში არსებული რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ მას ძალაუფლების დათმობა საუდელებმა აიძულეს.[14][15][16]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Оппозиция жаждет крови დაარქივებული 2014-07-15 საიტზე Wayback Machine.
- Йемен без будущего დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ამჟამად იემენი.
- ↑ Ghobari, Mohamed (7 April 2022). „Yemen president sacks deputy, delegates presidential powers to council“. Reuters. Aden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 May 2022. ციტირების თარიღი: 7 April 2022. ციტატა: „With this declaration a Presidential Leadership Council shall be established to complete the implementation of the tasks of the transitional period. I irreversibly delegate to the Presidential Leadership Council my full powers in accordance with the constitution and the Gulf Initiative and its executive mechanism.“
- ↑ „Al-Hadi President of Yemen“. Al Jazeera. 4 June 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2011. ციტირების თარიღი: 4 June 2011.
- ↑ „Yemeni President Saleh signs deal on ceding power“. BBC News. 23 November 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2019. ციტირების თარიღი: 20 June 2018.
- ↑ Ghobari, Mohamed (21 January 2014). „Yemeni president's term extended, Shi'ite Muslim leader killed“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 December 2017. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
- ↑ Saba Net – Yemen news agency. ციტირების თარიღი: 9 February 2015
- ↑ Yemen: Ex-President Ali Abdullah Saleh killed (10 December 2017). ციტირების თარიღი: 4 December 2017
- ↑ „Death of a leader: Where next for Yemen's GPC after murder of Saleh?“. Middle East Eye. 23 January 2018.
- ↑ Al-Moshki, Ali Ibrahim (25 February 2015). „President or Fugitive? Houthis Reject Hadi's letter to Parliament“. Yemen Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 December 2015. ციტირების თარიღი: 26 February 2015.
- ↑ „Saudi Arabia: Yemen's President Hadi Arrives in Saudi Capital Riyadh“. Huffington Post. 26 March 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 March 2015. ციტირების თარიღი: 26 March 2015.
- ↑ „Yemen profile: timeline“. BBC World News. 24 September 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 January 2016. ციტირების თარიღი: 4 October 2015.
- ↑ „Yemeni President Hadi 'under house arrest' in Riyadh“. Al-Jazeera. 7 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 January 2018. ციტირების თარიღი: 30 January 2018.
- ↑ Kolirin, Mostafa Salem, Lianne. (7 April 2022) Hopes of peace in Yemen as President hands power to new presidential council en. ციტირების თარიღი: 14 April 2022
- ↑ „War-ravaged Yemen gets a truce and dumps a tired president“. The Economist. 16 April 2022. ISSN 0013-0613. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2022. ციტირების თარიღი: 14 April 2022.
- ↑ Said, Summer; Kalin, Stephen (17 April 2022). „Saudi Arabia Pushed Yemen's Elected President to Step Aside, Saudi and Yemeni Officials Say“. The Wall Street Journal. Riyadh, Saudi Arabia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 January 2020. ციტირების თარიღი: 11 February 2023.
- ↑ Saudi Arabia forced Yemen's president to resign, says report (18 April 2022). ციტირების თარიღი: 11 February 2023