ტრაიბალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრაიბალიზმი — ტომობრივი დაპირისპირება, ტომებს შორის შუღლი, ტომთა მისწრაფება საზოგადოებრივ-პოლიტიკური განცალკევებისკენ, რომელიც გამოიხატება ტომობრივი კუთვნილების პრინციპით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირებაში. ტრაიბალიზმის პრაქტიკა მდგომარეობს ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის უპირატესობის მინიჭებაში სახელმწიფო აპარატისთვის კადრების შერჩევისა და დანიშვნის საქმეში. ტრაიბალიზმი ხელს უშლის დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას და დიდ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპებისთვის.ტრაიბალიზმი ხშირად გადაიზრდება ეთნიკურ დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომში. დღეისთვის ეს ფენომენი იშვიათია და ძირითადად გავრცელებულია ზოგიერთ ჩამორჩენილ აფრიკულ ქვეყანაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]