ცეცილია წუწუნავა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35: ხაზი 35:
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
==ფილმოგრაფია==
==ფილმოგრაფია==
*[[1918]]: „ქრისტინე“ (<small>მარინე</small>) რეჟ. [[ალექსანდრე წუწუნავა]]
*[[1918]]: „[[ქრისტინე (ფილმი)|ქრისტინე]]“ (<small>მარინე</small>) რეჟ. [[ალექსანდრე წუწუნავა]]
*[[1924]]: „[[სამი სიცოცხლე (ფილმი)|სამი სიცოცხლე]]“ (<small>სასამართლოს მოსამსახურე</small>) რეჟ. [[ივანე პერესტიანი]]
*[[1925]]: „[[ვინ არის დამნაშავე?]]“ (<small>სალიხე – სიკოს დედა</small>) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
*[[1926]]: „[[სამანიშვილის დედინაცვალი (1926 წლის ფილმი)|სამანიშვილის დედინაცვალი]]“(<small>მელანო</small>) რეჟისორები [[კოტე მარჯანიშვილი]], [[ზაქარია ბერიშვილი]]
*1926: „[[ხანუმა (ფილმი)|ხანუმა]]“ (<small>ადამის მოსამსახურე ქალი</small>) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
*[[1927]]: „[[ამოკი (ფილმი)|ამოკი]]“ (<small>ექიმბაში</small>) რეჟ. კოტე მარჯანიშვილი
*1927: „[[გიული (ფილმი)|გიული]]“ (<small>გიულის დედინაცვალი</small>) რეჟისორები [[ნიკოლოზ შენგელაია]], [[ლევ პუში]]
*1927: „[[გოგი რატიანი (ფილმი)|გოგი რატიანი]]“ (<small>ვაჭრის ცოლი</small>) რეჟ. კოტე მარჯანიშვილი
*[[1928]]: „[[ელისო (ფილმი)|ელისო]]“ (<small>ზაზუბეკა – სეიდულას ცოლი</small>) რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია
*[[1934]]: „[[ნახვამდის]]“ (<small>მამასახლისის ცოლი</small>) რეჟ. [[გიორგი მაკაროვი]]
*[[1935]]: „[[არშაულა]]“ (<small>ქადაგის ქვრივი</small>) რეჟ. [[დავით რონდელი]]
*[[1939]]: „დაგვიანებული სასიძო“ (<small>ელისაბედი – სანდროს დედა</small>) რეჟ. [[კოტე მიქაბერიძე]]
*[[1940]]: „[[მეგობრობა (ფილმი)|მეგობრობა]]“ (<small>კესარია</small>) რეჟ. [[სიკო დოლიძე]]
*[[1945]]: „ჭირვეული მეზობლები“ (<small>პეპელა – ამირანის ცოლი</small>) რეჟ. [[შოთა მანაგაძე]]
*[[1948]]: „[[ქეთო და კოტე (ფილმი)|ქეთო და კოტე]]“ (<small>თავადის ქალი</small>) რეჟისორები [[ვახტანგ ტაბლიაშვილი]], [[შალვა გედევანიშვილი]]
*[[1949]]: „[[ბედნიერი შეხვედრა]]“ (<small>ვასასი</small>) რეჟ. [[ნიკოლოზ სანიშვილი]]
*[[1954]]: „[[ჭრიჭინა (ფილმი)|ჭრიჭინა]]“ (<small>ეფროსინე</small>) რეჟისორები სიკო დოლიძე, [[ლევან ხოტივარი]]

==ნათამაშები როლები==
==ნათამაშები როლები==
*[[ნინო ნაკაშიძე|ნინო ნაკაშიძის]] „ვინ არის დამნაშავე?“ (<small>სალიხე</small>)
*[[ნინო ნაკაშიძე|ნინო ნაკაშიძის]] „ვინ არის დამნაშავე?“ (<small>სალიხე</small>)

18:54, 7 მაისი 2019-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წუწუნავა.
ცეცილია წუწუნავა
დაბადების სახელი ცეცილია წუწუნავა
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1892
ოზურგეთი
გარდაცვალების თარიღი 5 სექტემბერი, 1956 (64 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ცეცილია რაჟდენის ასული წუწუნავა (დ. 12 მაისი, 1892, ოზურგეთი — გ. 5 სექტემბერი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია

სწავლა დაიწყო სოფელ გურიანთაში, განაგრძო ჯერ ოზურგეთში, შემდეგ ბათუმში, ბოლოს 1912 წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია.

თეატრი წუწუნავების ოჯახის გატაცება იყო. ცეცილიაც თავის დაძმასთან ერთად ადრევე მოინუსხა ხელოვნების ამ დარგით, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. მისი დებიუტი შედგა ბათუმში, სადაც შეასრულა სალიხეს როლი ნინო ნაკაშიძის პიესაში „ვინ არის დამნაშავე?“.

თეატრზე შეყვარებული გოგონა იძულებული შეიქმნა ერთხანს მასწავლებლობა დაეწყო აფხაზეთში, სოფელ ტამიშში, სადაც იმ დროს დაარსდა სკოლა. 1920 წელს იგი თბილისში გადმოდის და რუსთაველის თეატრის დასში ირიცხება 1926 წლამდე, 1926–1928 წლებში თბილისის „წითელ თეატრში“, 1928 კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქართულ თეატრს. მან განასახიერა: კაროჟნა („დარისპანის გასაჭირი“), მაკა („კაკალ გულში“), დარეჯანი („კაცია ადამიანი?!“), ანა ანდრეევნა („რევიზორი“), მარსელინა („ფიგაროს ქორწინება“), ლირსა („ყვარყვარე თუთაბერი“), და სხვა მრავალი.

20-იანი წლებიდანვე იწყება წუწუნავას შემოქმედებითი მოღვაწეობა ქართულ კინოში, თუმცაღა იგი პირველად მაყურებელმა იხილა უკვე 1916 წელს გადაღებულ პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში „ქრისტინე“, სადაც შექმნა მარინეს დასამახსოვრებელი სახე. ამას მოჰყვა შესანიშნავად შესრულებული როლები სხვა კინოფილმებში: „ვინ არის დამნაშავე“, „გიული“, „ელისო“, „დაგვიანებული სასიძო“, „ქეთო და კოტე“, „ჭრიჭინა“ და სხვები.

ცეცილია წუწუნავა იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მკვეთრად სახასიათო და კომედიური მსახიობი. მისთვის ნიშანდობლივია უშუალობა, ხალხურობა, ეროვნული კოლორიტი. მისი წვლილი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში აღინიშნა შრომის წითელი დროში ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია

ნათამაშები როლები

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943: საქართველოს სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 408, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში