გიორგი მაკაროვი
| გიორგი მაკაროვი | |
|---|---|
|
გიორგი მაკაროვი კ/ფ „წითელი ეშმაკუნები“ | |
| დაბადების თარიღი |
2 აპრილი, 1894 თბილისი |
| გარდაცვალების თარიღი |
18 ოქტომბერი, 1966 (72 წლის) თბილისი |
| საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
გიორგი მაკაროვი (დ. 20 თებერვალი, 1894 (ან 2 აპრილი, 1897), თბილისი — გ. 21 ოქტომბერი (ან 18 ოქტომბერი), 1966, იქვე) — საბჭოთა რეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1894 წლის 2 აპრილი თბილისში. სწავლობდა ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში (მოსკოვი). 1913 წლიდან — მსახიობი და რეჟისორის დამხმარე ნ. ლებედევის რუსულ დრამატულ დასში (მოსკოვი). 1915-1916წწ. — მსახიობი ა. ხანჟონკოვის კინოატელიეში.
პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე იყო „წითელი ჯვრის“ საკვები პუნქტების ხელმძღვანელი.
1919 წლიდან ერთ-ერთი მონაწილეა კომისიის, რომელიც ორგანიზებას უწევდა კინოწარმოებას საქართველოში.
1921 წლიდან — საქართველოს განათლების სახელმწიფო კომისარიატის კინოსექციის (შემდგომში „ქართული ფილმი“) რეჟისორი, პედაგოგი. 1928 წლიდან დაიწყო დამოუკიდებელი სარეჟისორო მოღვაწეობა.
გარდაიცვალა 1966 წლის 21 ოქტომბერს (18 ოქტომბერს) თბილისში.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამდგმელი რეჟისორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1928 „ქალი ბაზრობიდან“
- 1929 „ჩქარი №2“
- 1930 „გაყრა“
- 1930 „აფხაზეთი“ (დოკუმენტური)
- 1931 „იყავ მზად“ (მოკლემეტრაჟანი)
- 1934 „ნახვამდის“
სცენარის ავტორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1928 ქალი ბაზრობიდან
განსახიერებული როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1921 „არსენა ჯორჯიაშვილი“
- 1923 „წითელი ეშმაკუნები“ — ადოლფ პოპელმანი