ამოკი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ამოკი“
დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
სცენარის ავტორი კოტე მარჯანიშვილი
ნაწარმოები ამოკი
შტეფან ცვაიგი
როლებში ნატო ვაჩნაძე
ოპერატორი სერგეი ზაბოზლაევი
მხატვარი ვალერიან სიდამონ-ერისთავი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1927
ხანგრძლივობა 72 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
ენა მუნჯი

ამოკიკოტე მარჯანიშვილის სრულმეტრაჟიანი მუნჯი დრამა. იგი გადაღებულია შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების (ზოგ თარგმანში „ამოკით შეპყრობილი“) რომანის მიხედვით. ეს იყო ქართულ კინოში უცხოური მხატვრული ნაწარმოების პირველი ეკრანიზაცია. ფილმი გამოვიდა სახელით „კანონი და მოვალეობა“, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა მისი აღდგენა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი გმირთა ფსიქოლოგიურ კონფლიქტზე მოგვითხობს, რის გვერდითაც კარგად ჩანს უცხოეთის კაპიტალის ბრჭყალებში მოქცეული მალაელი ღატაკების სასოწარკვეთილი მდგომარეობა. ინგლისის კოლონიაში გადმოხვეწილ ექიმს დახმარებისათვის მიმართავს მაღალი საზოგადოების მანდილოსანი. ექიმი საზღაურად სიყვარულს მოითხოვს. შეურაცხსოფილი ქალი ცდილობს თავად მოიცილოს არასასურველი ნაყოფი, მაგრამ გვიანაა. ექიმს სინდისი სტანჯავს და მომაკვდავ ქალს ჰპირდება სამუდამოდ შეინახოს მისი საიდუმლო.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]