შინაარსზე გადასვლა

პიერ ბომარშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ ბომარშე
ფრანგ. Pierre-Augustin Caron de Beaumarchais
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1732(1732-01-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბადების ადგილი პარიზი[1] [18] [2] [16]
გარდაცვალების თარიღი 18 მაისი, 1799(1799-05-18)[2] [16] [17] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[2] [18] [16]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[19] [20] და Grave of Delarue de Beaumarchais
საქმიანობა მუსიკოსი, პოეტი, ბიზნესმენი, გამომცემელი, დრამატურგი[2] [1] , დიპლომატი, ფინანსისტი, პუბლიცისტი[1] , იარაღით მოვაჭრე, ჯაშუში და watchmaker
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[21]
Magnum opus The Barber of Seville, The Marriage of Figaro და The Guilty Mother
მეუღლე Madeleine-Catherine Franquet, Geneviève-Madeleine Lévêque და Marie-Thérèse-Amélie Caron de Beaumarchais[22]
შვილ(ებ)ი Amélie-Eugénie Caron de Beaumarchais
ხელმოწერა

პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშე (ფრანგ. Pierre-Augustin Caron de Beaumarchais; დ. 24 იანვარი 1732[23] — გ. 18 მაისი[24] 1799) — ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი.

დაიბადა პარიზში მესაათის ოჯახში. თავდაპირველად მამამისის პროფესიას დაეუფლა, თუმცა ამავდროულად მუსიკასაც სწავლობდა. მუსიკალური ნიჭი და მჭერმეტყველობა დაეხმარა მას მაღალ საზოგადოებაში გარევაში და საჭირო კავშირების დამყარებაში. მან ცოტა ხანში მოახერხა ლუი XV სამეფო კარზეც გამოჩენა, სადაც მეფის ქალიშვილებს ასწავლიდა არფაზე დაკვრას. ორ მდიდარ ქვრივზე ქორწინებით, რომლებიც მალე გარდაიცვალნენ, და ბანკირ ბიუვერნესთან ახლო მეგობრობით მოკლე დროში დიდი ქონების პატრონი გახდა.

1764 წელს მადრიდში გაემგზავრა პირადი ფულადი საქმეების მოსაგვარებლად. იქვე დუელის დროს მოკლა ესპანელი მწერალი კლავიგო, რომელმაც მისი და შეცდინა. ეს მოვლენა მომავალში გოეთეს ტრაგედიის "კლავიგოს" სიუჟეტად გამოდგა. მადრიდში სავაჭრო სპეკულაციების დროს პუბლიკას წარუდგინა ორი პიესა "ეჟენი"(1767) და "ორი მეგობარი" (1770), რომელთაგან მხოლოდ პირველმა მოიპოვა წარმატება.

კომპანიონ დიუვერნეს სიკვდილის შემდეგ დაიწყო სასამართლო საქმე მის მემკვიდრესთან, გრაფ ბლაკასთან. საქმე პარლამენტშიც კი განიხილებოდა და მიზეზად მემკვიდრისთვის დაუბრუნებელი ვალი იყო. ბომარშემ სცადა ჩინოვნიკების მოსყიდვა და საქმე წააგო. დაიწყო ახალი პროცესი უკვე მოსყიდვის ბრალდებით.

ბომარშე მიჩნეულ იქნა დამნაშავედ და განაჩენად დამღის დადება გამოუტანეს. თავის დასაცავად ბომარშემ ცნობილი "მემუარები" (1774) და "მემუარების გაგრძლება" (1778) დაწერა, სადაც შესძლო პირადი დევნის ზოგადსოციალური ელფერის მიცემა. მან შესძლო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება. პარლამენტს მოუწია სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმება და როგორმე საქმის მიჩქმალვა მოლაპარაკების გზით.

ფრანგების სიმპათიები "დაჩაგრული" დრამატურგის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა მისი ორი კომედიის ("სევილიელი დალაქი" (1775) და "ფიგაროს ქორწინება" (1784) წარმოდგენის შემდეგ. ბომარშე საფრანგეთის უსაყვარლესი მწერალი გახდა. ორივე პიესა რევოლუციონერულ ხასიათს ატარებდა და ის ოვაციები, რომელიც მათ დაიმსახურეს, ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ საფრანგეთის ისტორიაში რადიკალურ ცვლილებების ჟამი დადგა. "ფიგაროს ქორწინება" 100–ჯერ დაიდგა ზედიზედ თეატრის სცენაზე.

როცა დაიწყო ომი აშშ–ს დამოუკიდებლობისთვის, ბომარშემ თავად იზრუნა იმაზე, რომ აჯანყებულებისთვის საომარი საქონელი მიეწოდებინა და ამით მან მილიონები იშოვა.

1781 წელს ბომარშეს წინააღმდეგ კვლავ დაიწყო სასამართლო პროცესი, ამჟამად პირადი ხასიათის, კერძოდ კი კორნმანის ცოლის გამო. მან კვლავ სცადა "მემუარების" გამოცემა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მოიგო, ხალხის მხარდაჭერით ვერ ისარგებლა. მეტიც მისმა ახალმა კომედიამ "La mère coupable" (1792), რომელიც "ფიგაროსთან" მჭიდრო კავშირში იყო, პუბლიკისგან ცივი შეხვედრა დაიმსახურა. დაიწყო ბომარშეს პოპულარობის დაღმასვლა.

ვოლტერის თხზულებათა ძვირფასმა გამოცემამ, მიუხედავად მასზე, ბომარშეს მხრივ, დახარჯული დიდი თანხებისა მეცენატს დიდი ზარალი მოუტანა. დიდი თანხა წააგო ასევე 1792 წელს, როცა მან თავის თავზე აიღო 60000 თოფის ჩამოტანა რესპუბლიკური არმიისთვის. მას მოუწია გაქცევა ჯერ ლონდონში, შემდგომ კი ჰამბურგში. საფრანგეთში 1796 წელს დაბრუნდა, მაგრამ ხალხის სიმპათიები ვერ მან და ვეღარც მისმა ნაწარმოებებმა ვეღარ დაიმსახურა.

ბომარშე გარდაიცვალა 1799 წლის 18 მაისს. დაკრძალულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

  • Barzun, Jacques From Dawn to Decadence (Harper Collins, 2000) pp 399-404
  • Bass, Streeter. "Beaumarchais and the American Revolution." Studies in Intelligence 14 (1970): 1-1. [ online], CIA report
  • Gaines, James R. For Liberty and Glory: Washington, Lafayette and their Revolutions. Norton, 2007.
  • Grendel, Frédéric. Beaumarchais: The man who was Figaro (MacDonald and Jane's, 1977)
  • Howarth, William D. Beaumarchais and the Theatre (Routledge, 2008)
  • Lever, Maurice. Beaumarchais: A biography. Farrar, Straus and Giroux, 2009.
  • Benjamin Ivry's review, 2009, of English translation of biography [2] by Maurice Lever of Beaumarchais.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Wikisource
Wikisource
ვიკიწყაროში არის სტატიასთან დაკავშირებული ორიგინალური ტექსტი
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Бомаршэ, Пьер-Огюстен-Карон // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IV. — С. 349–350.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Нольман М. Л. Бомарше // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
  3. Г. Риман Бомарше // Музыкальный словарь: Перевод с 5-го немецкого издания / под ред. Ю. Д. ЭнгельМосква: Музыкальное издательство П. И. Юргенсона, 1901. — Т. 1. — С. 140.
  4. Encyclopædia Britannica
  5. SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 6.2 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  7. IMSLP — 2006.
  8. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  9. Discogs — 2000.
  10. filmportal.de — 2005.
  11. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. GeneaStar
  14. Babelio — 2007.
  15. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  17. 17.0 17.1 Pierre-Augustin Caron de Beaumarchais (1732–1799)
  18. 18.0 18.1 Бомарше Пьер Огюстен Карон де // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  19. Beaumont F. M. Manuel et itinéraire du curieux dans le cimetière du Père la ChaiseParis: 1828. — P. 164.
  20. A. Henry Le Père Lachaise historique, monumental et biographiqueParis: chez l'auteur, 1852. — P. 61. — 116 გვრ.
  21. Biblioteca Virtual Miguel de Cervantes — 1999.
  22. https://hls-dhs-dss.ch/de/articles/049764/2013-11-06/
  23. Lever p.3-4
  24. He died during the evening of 17–18 May [1]; the date 18 May is most frequently seen in sources.