ვაზისუბანი (ღვინო): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა კატეგორია:ქართული ღვინო გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 15: ხაზი 15:


[[კატეგორია:ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები საქართველოში]]
[[კატეგორია:ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები საქართველოში]]
[[კატეგორია:ქართული ღვინო]]

18:49, 27 მაისი 2018-ის ვერსია

ვაზისუბანიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი თეთრი ღვინო. იგი მზადდება რქაწითელისა (85%) და კახური მწვანეს (15%) ყურძნისაგან, ტკბილის სრული დადუღებით.

ღვინო „ვაზისუბანი“ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხალისიანი, განვითარებული ბუკეტით, ყვავილების ტონებით.

ღვინო „ვაზისუბნის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,5%-ს, შაქრების მასიური კონცენტრაცია — არა უმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5–7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არა უმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არანაკლებ 16 გ/დმ³.

„ვაზისუბნის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 62 კმ².

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ვაზისუბანი“ მდებარეობს მდინარე ალაზნის დინების შუა წელში, ჩრდილო განედის 41049' და აღმოსავლეთ გრძედის 45043'კოორდინატებზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ 5-60 დაქანების ერთ-ერთ შლეიფზე მდებარე სავენახე ფართობზე. დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ცივ-გომბორის ქედის მაღალი განშტოება, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – მუკუზნის ვენახიანი ფართობები. ზღვის დონიდან ფართობის სიმაღლე საშუალოდ 550 მეტრს შეადგენს. იგი მოიცავს სოფლებს: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი.

რესურსები ინტერნეტში