ნურბანუ სულთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Wikipedialove12-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ using AWB
ხაზი 10: ხაზი 10:
|მოღვაწეობა =
|მოღვაწეობა =
|გარდ თარიღი = [[7 დეკემბერი]], [[1583]]
|გარდ თარიღი = [[7 დეკემბერი]], [[1583]]
|გარდ ადგილი = [[სტამბული]], [[ოსმალეთის იმპერია]]
|გარდ ადგილი = [[სტამბოლი]], [[ოსმალეთის იმპერია]]
|დაკრ ადგილი =
|დაკრ ადგილი =
|განათლება =
|განათლება =
ხაზი 30: ხაზი 30:
'''აფიფე ნურბანუ სულთანი''' (დაბადებით. ''სესილია ვენერ-ბაფო''; {{lang-tr|Afife Nûr-Banû Sultan}}, {{lang-ota|نور بانو سلطان}}; დაახლ. [[1525]] — [[7 დეკემბერი]], [[1583]]) — ოსმალეთის სულთან [[სელიმ II|სელიმ II-ის]] ცოლი და [[მურად III|მურად III-ის]] დედა, [[ჰასეკი]], პირველი [[ვალიდე-სულთანი]] „[[ქალთა სულთანატი]]ს“ პერიოდში.

== წარმოშობა ==
== წარმოშობა ==
წარმოშობით ვენეციის რესპუბლიკის ორი გავლენიანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. მისი სახელი იყო სესილია, ან ოლივია. მამამისი, როგორც ითვლება, იყო ნიკოლო ვენერი, ვენეციის კუთვნილი ბერძნული კუნძულის, [[პაროსი]]ს გუბერნატორი, ხოლო დედა ვიოლანტა ბაფო.

სხვა ვერსიის თანახმად, ძირითდად თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, ნურბანუს ნამდვილი სახელი იყო რაქელი და იგი ვიოლანტა ბაფოს და უცნობი ესპანელი [[ებრაელები|ებრაელის]] შვილი იყო. თუმცა თანამედროვე [[ისტორიოგრაფია]]ში ეს ვერსია სერიოზულად არ განიხილება.

18:06, 17 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ნურბანუ სულთანი

ნურბანუ სულთნის დაკრძალვა (1592 წლის მინიატურა)
მშობლიური სახელი Nurbanu Sultan
დაბადების სახელი ოლივია/სესილია ვენიერ-ბაფო
დაბადების თარიღი 1525
პაროსი, ვენეციის რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 1583
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) სელიმ II
შვილ(ებ)ი მურად III
შაჰ სულთანი
ესმეჰან სულთანი
ფატმა სულთანი
მშობლები მამა: ნიკოლო ვენიერი
დედა: ვიოლანტა ბაფო

აფიფე ნურბანუ სულთანი (დაბადებით. სესილია ვენერ-ბაფო; თურქ. Afife Nûr-Banû Sultan, ოსმ. نور بانو سلطان; დაახლ. 15257 დეკემბერი, 1583) — ოსმალეთის სულთან სელიმ II-ის ცოლი და მურად III-ის დედა, ჰასეკი, პირველი ვალიდე-სულთანი „ქალთა სულთანატის“ პერიოდში.

წარმოშობა

წარმოშობით ვენეციის რესპუბლიკის ორი გავლენიანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. მისი სახელი იყო სესილია, ან ოლივია. მამამისი, როგორც ითვლება, იყო ნიკოლო ვენერი, ვენეციის კუთვნილი ბერძნული კუნძულის, პაროსის გუბერნატორი, ხოლო დედა ვიოლანტა ბაფო.

სხვა ვერსიის თანახმად, ძირითდად თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, ნურბანუს ნამდვილი სახელი იყო რაქელი და იგი ვიოლანტა ბაფოს და უცნობი ესპანელი ებრაელის შვილი იყო. თუმცა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ეს ვერსია სერიოზულად არ განიხილება.

ხარჭა

1537 წელს კაპუდინ-ფაშა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ დაიპყრო კუნძული პაროსი. სწორედ ამ დროს 12 წლის სესილია ტყვედ ჩავარდა. შემდეგ გაყიდეს სულთნის ჰარამხანაში და გახდა შეჰზადე სელიმის ფავორიტი. კონიის სანჯაქ-ბეიდ დანიშვნის დროს სელიმმა საკუთარ ჰარამხანაში გაიყოლა სესილია, სადაც მან ჯერ გოგონა, ხოლო 1546 წელს შეჰზადე მურადი გააჩინა[1]. სავარაუდოდ მისი და სელიმის შვილები არიან: შაჰი, ესმეჰანი და ფატმა.

ჰასეკი

სელიმის მიერ ტახტის დაკავების შემდეგ ნურბანუს მდგომარეობა გართულდა. მას მოუწია სულთნის ჰარამხანის ხელმძღვანელობა გავლენიანი მფარველებისა და დამკვიდრებული კავშირების გარეშე. მალე სელიმმა მამას მიბაძა და ნურბანუ კანონიერ ცოლად შეირთო, მაგრამ ისევე როგორც სულეიმანისა და ჰიურემის კანონიერ ქორწინებაზე, სელიმისა და ნურბანუს ქორწინებაზეც ოსმალური წყაროები არაფერს ამბობენ, ალბათ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა მათ ტრადიციებს.

ვალიდე

1574 წელს, სელიმის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ნურბანუსა და სელიმის 28 წლის შვილი მურადი. ნურბანუ გახდა ვალიდე-სულთანი. ისევე როგორც მამამისმა, სულთან მურადმაც ურთიერთობა დაიჭირა მხოლოდ ერთ ხარჭასთან – საფიესთან.

ნურბანუს შვილი ესმეჰანი ცოლად გააყოლეს დიდ ვეზირს მეჰმედ სოკოლუს, ქვეყანაში მეორე პირს, რამაც გაზარდა ვალიდეს გავლენა. პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტისას მურად III ეყრდნობოდა დედის გადაწყვეტილებებს, რომელიც გარდაცვალებამდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ითვლება, რომ ნურბანუს პოლიტიკა იყო პროვენეციური და აქედან გამომდინარე გენუის საწინააღმდეგო. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მან მოწამლა გენუის ელჩი[2]. დაკრძალულია აია-სოფიაში მეუღლის გვერდით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Peirce L. P. The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. — New York: Oxford University Press, 1993. — P. 92.
  2. Фрили Дж. Тайны османского двора. Частная жизнь султанов. — Смоленск: Русич, 2004. — С. 62.