ქალთა სულთანატი
ქალთა სულთანატი (თურქ. Kadınlar saltanatı, ოსმ. قادينلر ساطنتي) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, როდესაც ქალებს დიდი გავლენა ჰქონდათ სახელმწიფო საქმეებში. მიიჩნევენ, რომ ქალთა სულთანატის პერიოდი დაიწყო 1550 წელს და დასრულდა 1656 წელს.
ტერმინი „ქალთა სულთანატი“ პირველად გამოიყენა თურქმა ისტორიკოსმა აჰმედ რეფიქ ალთინაიმ 1916 წელს ამავე სახელწოდების წიგნში, სადაც იგი აღნიშნულ პერიოდს განიხილავდა ოსმალეთის იმპერიის დაქვეითების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად[1].
ოსმალეთის იმპერიაში, განსხვავებით სხვა მონარქიებისაგან ქალები არ ერეოდნენ ქვეყნის მართვაში. ამასთანავე სულთნები კანონიერ ქორწინებას ამჯობინებდნენ ხარჭის ყოლას, სავარაუდოდ ეს ხდებოდა იმ მიზნით, რომ სულთანი დაეცვათ მეტისმეტი გავლენისაგან. სულეიმან I-მა ეს წესი დაარღვია, როდესაც კანონიერ ცოლად შეირთო ჰიურემ სულთანი. ჰიურემი ორმა ჰასეკიმ შეცვალა, ორივე შემდეგ გახდა ვალიდე: ჯერ ნურბანუ, შემდეგ კი საფიე (რომელიც არ ყოფილა კანონიერი ცოლი), რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ ჯერ მეუღლეებზე (სელიმ II და მურად III), ხოლო შემდეგ მცირეწლოვან შვილებზე (მურად III და მეჰმედ III), რომელთა რეგენტებიც იყვნენ მათ სრულწლოვნებამდე. ითვლება, რომ მიჰრიმაჰიც ახდენადა გავლენას ძმაზე. ქალთა სულთანატის პიკი იყო ქიოსემ სულთნის მმართველობა, იგი ორი შვილის (მურად IV და იბრაჰიმ I), ხოლო შემდეგ შვილიშვილის (მეჰმედ IV) სულთნობის პერიოდში აქტიურად ერეოდა ქვეყნის საქმეებში. ქალთა სულთანატი დასრულდა ქიოსემ სულთნის მკვლელობით. ქიოსემის შემდეგ ვალიდე-სულთანი გახდა თურჰან ჰატიჯე სულთანი, რომლის ბრძანებით 1656 წელს დიდ ვეზირად დაინიშნა მეჰმედ-ფაშა. სწორედ ეს დანიშვნა გახდა ქალთა სულთანატის დასრულების მიზეზი[2].
ქალთა სულთანატის წარმომადგენელი ვალიდე სულთნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰიურემ სულთანი (გარდაიცვალა შვილის სელიმ II-ის ტახტზე ასვლამდე, ამიტომ არ მიუღია ვალიდეს ტიტული, თუმცა ჰქონდა უდიდესი ძალაუფლება ქმრის, სულეიმან I-ის მართველობის დროს, როგორც ჰასეკ სულთანს)
- მიჰრიმაჰ სულთანი (იყო სელიმ II-ის და, თუმცა ასრულებდა ვალიდე სულთნის მოვალეობას)
- ნურბანუ სულთანი
- საფიე სულთანი
- ჰალიმე სულთანი
- ჰანდან სულთანი
- მაჰფეიქერ ქიოსემ სულთანი (ძალაუფლების პიკში იმპერიას პირადად მართავდა რეგენტის ტიტულით 1623-1632 და 1640-1648 წლებში. ასევე შვილიშვილის მეჰმედ IV-ის მართველობის დროს, 1648-1651 წლებში, როგორც „დიდი ვალიდე“)
- თურჰან ჰატიჯე სულთანი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- İlhan Akşit. The Mystery of the Ottoman Harem. Akşit Kültür Turizm Yayınları. ISBN 975-7039-26-8
- Leslie P. Peirce. The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press (1993). ISBN 978-0-19-508677-5
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ahmet Refik Altınay Kadınlar Saltanatı. — Tarih Vakfı Yayınları, Mayıs 2005. — ISBN 975-333-192-4
- ↑ Lucienne Thys-Senocak, ttoman Women Builders: The Architectural Patronage of Hadice Turhan Sultan (Women and Gender in the Early Modern World), Ashgate Publishing, 2007, ISBN 0-7546-3310-1