ფერთევნიალ სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერთევნიალ სულთანი
მშობ. სახელი Pertevniyal Sultan
დაბ. სახელი ჰასნა ბესიმე
დაბ. თარიღი 1812
ვლახეთი
გარდ. თარიღი 5 თებერვალი 1883
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) მაჰმუდ II
შვილ(ებ)ი აბდულაზიზი

ფერთევნიალ ვალიდე სულთანი (თურქ. Pertevniyal Valide Sultan; დ. 1812, ვლახეთი5 თებერვალი 1883, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია[1]) — ოსმალეთის სულთნის, მაჰმუდ II-ის მეორე ცოლი. სულთან აბდულაზიზის დედა. ვალიდე სულთანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერთევნიალ სულთანი დაიბადა 1812 წელს ვლახეთის სამთავროში. მისი ნამდვილი სახელი ჰასნა ბესიმე იყო. 1861 წლის 25 ივნისს, სულთან აბდულმეჯიდის გარდაცვლაების შემდეგ ტახტზე მისი შვილი აბდულაზიზი ავიდა, თვითონ ფერთევნიალი კი ვალიდე სულთანი გახდა. შვილის მმართველობის ბოლომდე იყო ვალიდე სულთანი. შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ვალიდე სულთნობის ერა დასრულდა, თუმცა ამის შემდეგ მან კიდევ 7 წელი იცოცხლა. გარდაიცვალა 1883 წლის 5 თებერვალს დოლმაბაჰჩეს სასახლეში, სტამბოლში[2]. დაკრძალულია ფერთევნიალ ვალიდე სულთნის მეჩეთში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. E.J. Brill’s First Encyclopaedia of Islam, 1913—1936, Martijn Theodoor Houtsma, 1987
  2. Geneology of Daniel Thomas Rogers

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]