გიულჩიჩექ ხათუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიულჩიჩექ ხათუნი
მშობ. სახელი Gülçiçek Hatun
დაბ. სახელი მარია
დაბ. თარიღი დ. 1335
გარდ. თარიღი ბურსა, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) მურად I
შვილ(ებ)ი ბაიაზიდ I
იაჰში-ბეი
გიულჩიჩექ ხათუნის შვილი, ბაიაზიდ I

გიულჩიჩექ ხათუნი (ოსმ. گلچیچک خاتون; ბერძ. Γκιουλτσιτσέκ Χατούν, Gülçiçek ნიშნავს ვარდის ყვავილობას) — ოსმალეთის სულთნის, მურად I-ის ცოლი. ბაიაზიდ I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი წყაროს მიხედვით ის იყო ბერძნული წარმოშობის, ბიზანტიის იმპერიის პრინცესა და მისი ნამდვილი სახელი იყო მარია. როდესაც ორჰან I-მა დაიპყრო ერთ-ერთი სამთავრო, მარია გახდა შეჰზადე მურადის ხარჭა. ცნობილია, რომ მარია თურქული სახელის დარქმევა არ უნდოდა, მაგრამ როდესაც შეჰზადე მურადმა მას სახელი — გიულჩიჩექი შესთავაზა, ისიც დათანხმდა[1] .

გიულჩიჩექ ხათუნი სულთან მურად I-ზე 1359 წელს დაქორწინდა. მათ შეეძინათ ორი ვაჟი: ბაიაზიდ I და იაჰში-ბეი. თავისი სიცოცხლის მანძილზე, გიულჩიჩექ ხათუნმა შექმნა რელიგიური და საქველმოქმედო ფონდი. ამასთან ერთად მან ააშენა მეჩეთი და აკლდამა ბურსაში, სადაც თავად არის დაკრძალული[2][3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Leslie P. Peirce (1993). "Wives and Concubines: The Fourteenth and Fifteenth Centuries", The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. Oxford University Press, გვ. 36. ISBN 978-0-195-08677-5. 
  2. The Nature of the Early Ottoman State, Heath W. Lowry, State University of New York Press (SUNY Press), p. 153
  3. History of the Ottoman Empire and Modern Turkey, Stanford Jay Shaw, Cambridge University Press, p. 28