სულეიმან I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
tttt
188.169.64.192-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Einsbor-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 40: ხაზი 40:
* [[ოსმალეთის სულთნების სია]]
* [[ოსმალეთის სულთნების სია]]
* [[ავსტრია-ოსმალეთის ომები]]
* [[ავსტრია-ოსმალეთის ომები]]
:):):_):):):)^_^


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

17:04, 24 მარტი 2014-ის ვერსია

სულეიმან I დიდებული
ოსმალეთის მე-10 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 30 სექტემბერი, 1520
მმართ. დასასრული: 7 სექტემბერი, 1566
წინამორბედი: სელიმ I
მემკვიდრე: სელიმ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1494
დაბ. ადგილი: ტრაპიზონი
გარდ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1566
გარდ. ადგილი: სიგეტვარი, უნგრეთი
მეუღლე: მაჰიდევრანი,
ჰიურემი
შვილები: მაჰმუდი, მუსტაფა, მეჰმედი, აბდულა, სელიმი, ბაიაზიდი, ჯიჰანგირი, მიჰრიმაჰი, რაზიე
დინასტია: ოსმანები
მამა: სელიმ I
დედა: აიშე სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

სულეიმან I კანუნი, სულეიმან კანონმდებელი (თურქ. Süleyman, არაბ. سليمان‎; დ. 6 ნოემბერი, 1494 – გ. 5 სექტემბერი, 1566) — ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა 1520-1566 წლებში. სულეიმანი ითვლება ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტამ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს.

დაიბადა 1494 წელს ტრაპიზონში ბაიაზიდ II-ის უმცროსი შვილის, სელიმ I-ისა და ყირიმის ხანის მენგლი I-ის შვილის, აიშას ოჯახში.

ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მის დროს ოსმალეთის იმპერია გაფართოვდა და გაძლიერდა. 1521 წელს აიღო ბელგრადი, მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო ერაყი, კ. როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ტრიპოლიტანია, ალჟირი და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა ირანთან კავკასიისათვის.

მის დროს შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშქრობის დროს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA