სულეიმან I: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
shotiko pachkori |
მომხმარებლის 188.169.64.192 ცვლილებების გაუქმება (№2654015) |
||
ხაზი 37: | ხაზი 37: | ||
მის დროს შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშქრობის დროს. |
მის დროს შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშქრობის დროს. |
||
== იხილეთ აგრეთვე == |
|||
shotiko pachkoria |
|||
* [[ოსმალეთის სულთნების სია]] |
|||
xatia pachkoria |
|||
* [[ავსტრია-ოსმალეთის ომები]] |
|||
tatia pachkoria |
|||
== ლიტერატურა == |
== ლიტერატურა == |
17:01, 24 მარტი 2014-ის ვერსია
სულეიმან I დიდებული | |
---|---|
ოსმალეთის მე-10 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 სექტემბერი, 1520 |
მმართ. დასასრული: | 7 სექტემბერი, 1566 |
წინამორბედი: | სელიმ I |
მემკვიდრე: | სელიმ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 ნოემბერი, 1494 |
დაბ. ადგილი: | ტრაპიზონი |
გარდ. თარიღი: | 7 სექტემბერი, 1566 |
გარდ. ადგილი: | სიგეტვარი, უნგრეთი |
მეუღლე: |
მაჰიდევრანი, ჰიურემი |
შვილები: | მაჰმუდი, მუსტაფა, მეჰმედი, აბდულა, სელიმი, ბაიაზიდი, ჯიჰანგირი, მიჰრიმაჰი, რაზიე |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | სელიმ I |
დედა: | აიშე სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
სულეიმან I კანუნი, სულეიმან კანონმდებელი (თურქ. Süleyman, არაბ. سليمان; დ. 6 ნოემბერი, 1494 – გ. 5 სექტემბერი, 1566) — ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა 1520-1566 წლებში. სულეიმანი ითვლება ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტამ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს.
დაიბადა 1494 წელს ტრაპიზონში ბაიაზიდ II-ის უმცროსი შვილის, სელიმ I-ისა და ყირიმის ხანის მენგლი I-ის შვილის, აიშას ოჯახში.
ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მის დროს ოსმალეთის იმპერია გაფართოვდა და გაძლიერდა. 1521 წელს აიღო ბელგრადი, მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო ერაყი, კ. როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ტრიპოლიტანია, ალჟირი და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა ირანთან კავკასიისათვის.
მის დროს შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების, ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში ლაშქრობის დროს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 600.
რესურსები ინტერნეტში
თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA