ადიღე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: kk:Адыгея
ხაზი 136: ხაზი 136:
[[mk:Адигеја]]
[[mk:Адигеја]]
[[mn:Адыгей]]
[[mn:Адыгей]]
[[mr:अदिगेया प्रजासत्ताक]]
[[mr:अदिगेया]]
[[ms:Adygea]]
[[ms:Adygea]]
[[myv:Адыгея Республикась]]
[[myv:Адыгея Республикась]]

00:31, 24 თებერვალი 2013-ის ვერსია

ადიღეს რესპუბლიკა
Республика Адыгея
Адыгэ Республик
ადიღე
ადიღეს
დროშა
ადიღეს მდებარეობა
დედაქალაქიმაიკოპი
ფართობი
 -  სულ 7 600 კმ2 
 -  წყალი (%) 5,7
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 444 ათასი 
 -  სიმჭიდროვე 58,8 ად კაცი/კმ2 
დროის სარტყელი (UTC +3)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +4) (UTC)

ადიღეს რესპუბლიკა, (ადიღ. Адыгэ Республик) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, რომელიც შედის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში, დედაქალაქი — ქ. მაიკოპი. ესაზღვრება კრასნოდარის მხარეს. შეიქმნა 1922 წლის 27 ივლისს როგორც ადიღეს (ჩერქეზეთი) ავტონომიური ოლქი.

გეოგრაფიული მდებარეობა

რესპუბლიკის ჩრდილოეთი ნაწილი — ვაკეს, სამხრეთი — მთისწინეთს და დიდი კავკასიონის მთებს უჭირავს. ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყეებს უჭირავს, სადაც ფართოდ არის გავრცელებული ფართოფოთლოვანი ტყეები (წიფელი, მუხა, რცხილა, ნეკერჩალი, იფანი). ჰავა ზომიერად თბილი და ნოტიოა. იანვრის საშუალო ტემპერატურა −2 °C, ივლისში +22 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 700. ძირითადი მდინარეები: ყუბანი, ლაბა, თეთრი.

ისტორია

ადიღეს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანის უძველესი კვალი ძვ. ქვის ხანას განეკუთვნება. ცნობილია ქვედა და ზედა პალეოლითის ხანის ნასახლარები. ძვ. წ. III ათასწლეულს ადიღეს ტერიტორიაზე გავრცელებულია მაიკოპის კულტურა. ადიღეები მეოტების სახელიტაც იყვნენ ცნობილი; მეოტები აერთიანებდნენ კერკეტებს, ზიხებს, ფსესებს, სინდებსა და სხვა ტომებს. ძვ. წ. V საუკუნეს სინდებმა დამოუკიდებელი სამეფო შექმნეს, მაგრამ ძვ. წ. IV საუკუნიდან ისინი ბოსფორის სამეფოს პოლიტიკურ გავლენაში მოექცნენ. მომდევნო საუკუნეებში ადიღეებმა განიცადეს სკვითებისა და სარმატების ეთნიკურ-კულტურული ზეგავლენა. I საუკუნეში ადიღეს ალანები შეესივნენ, ხოლო IV საუკუნეში — ჰუნები. I საუკუნეში გაძლიერდა ზიხების ტომი, რომელიც V-X საუკუნეებში სათავეში ედგა ადიღურ ტომთა კავშირს. „ზიხი“ ქართულ წყაროებში მოხსენიებული „ჯიქის“ შესატყვისია. ძვ. ქართული წყაროების „ჯიქეთი“ მთელ ადიღესაც გულისხმობდა. ადიღეები საქართველოში „ქაშაგების“, „ქაშქების“ სახელითაც არიან ცნობილი, სვანები მათ დღესაც „ქაშქებს“ უწოდებენ.

IV-X საუკუნეებში ადიღეები ვაჭრობდნენ ყირიმთან, ამიერკავკასიაში, ირანთან, კიევის რუსეთსა და ბიზანტიასთან. VI-X საუკუნეებში ბიზანტიამ ადიღეი თავის გავლენას დაუმორჩილა და იქ ქრისტიანობის გავრცელებას შეუდგა. XIII-XIV საუკუნეებში ადიღეებს გამოეყვნენ ყაბარდოელები და ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში დასახლდნენ. დაახლოებით XIII საუკუნიდან დასავლეთ ადიღეური ტომები ადიღელ ხალხად ჩამოყალიბდნენ. ამავე პერიოდში ნელი ტემპით ვითარდებოდა ფეოდალური ურთიერთობა. ადიღეელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მეთევზეობას, მეფუტკრეობას. ვითარდებოდა ხელოსნობა — ოქორმჭედლობა, მეთუნეობა, ლითონდამუშავება, მჭედლობა და სხვა. მეურნეობა ძირითადად ნატურალურ ხასიათს ატარებდა. XIII-XIV საუკუნეებში ადიღე ვაჭრობდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის გენუის კოლონიებთან. გაჰქონდათ უმთავრესად თაფლი, ცვილი, ხილი, ბეწვეული და სხვა საქონელი.

ადიღე-საქართველოს ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ლეონტი მროველის ცნობით, მეფეების — აზორკისა და არმაზელის დროს (I ს.) ქართლის ლაშქარში ჯიქებიც ყოფილან. ჯუანშერის ცნობით, 455 ეს მხარე ლაშქრით გაუვლია ვახტანგ გორგასალს. 656 წელს კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ ჯიქეთის ეპარქია მცხეთის საკათალიკოსოს დაექვემდებარა. XII-XIII საუკუნეებში ადიღე საქართველოს პოლიტიკურ გავლენაში მოექცა და აქ ამჯერად ქრისტიანობის გამავრცელებლად საქართველო გვევლინება.

XIII საუკუნეში ადიღეს ნაწილი ოქროს ურდომ დაიმორჩილა. XVI საუკუნიდან განიცდიდა ოსმალეთისა და ყირიმის სახანოს პოლიტიკურ ექსპანსიას. ამავე დროიდან გავრცელდა ისლამი.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა