ადიღეს დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადიღეს დროშა
ადიღე

Flag of Adygea.svg
1992 წლის 24 მარტი [1](შექმნილია 1830 წელს)

პროპორცია

1:2

კომპიუტერული
დიზაინი

დროშის მწვანე ფონზე სამი ოქროს ისარი მდებარეობს, მათ თავზე კი მოთავსებულია თორმეტი ვარსკვლავი, რომლებსაც მშვილდის ფორმა აქვთ.

ადიღეს რესპუბლიკის ეროვნული დროშა არის მართკუთხა მწვანე პანელი, დამტკიცდა 1992 წლის 24 მარტს[1] (ქსოვილის ფერი მუქი მწვანე იყო, აკვამარინის ფერის მსგავსი). თანამედროვე პერიოდში, აკვამარინის ფერი შეიცვალა შედარებით ღია მწვანით, რომელიც ასოცირდება ისლამურ რელიგიასთან. დროშაზე გამოსახულია სამი ოქროსფერი ისარი (სამი ისარი ასევე უკავშირდება მჭედელთა ღმერთს).[2]და თორმეტი ოქროსფერი ვარსკვლავი. სამივე ისრის წვერო მიმართულია ზევით, ხოლო თორმეტი ვარსკვლავიდან სამი განლაგებულია ისრების თავზე ჰორიზონტალურად, დანარჩენი ცხრა კი მათ თავზე ქმნის თაღს, ცხრა ვარსკვლავიდან პირველი და მეორე ვარსკვლავები, დანარჩენებთან შედარებით სხვა ვარსკვლავებთან უფრო დაშორებულნი არიან. მწვანე ფერის RGB არის 5 63 13, ხოლო ოქროსფერი ფერის RGB არის 189 166 98. დროშის სიგანის სიგრძესთან თანაფარდობა 1:2 -ის ტოლია.

ადიგენის რესპუბლიკამ 2013 წლის 1 აგვისტოს მიიღო კანონი ( ადიღეის რესპუბლიკის № 231 კანონის 3 – ე მუხლი“ ), რის შედეგადაც 25 აპრილის თარიღი დღესასწაულის დღედ დაწესდა და ამ დღეს ადიღელები, აღნიშნავენ რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღეს.[3]

დროშა დამოუკიდებელი ჩერქეზეთისათვის (რის შექმნასაც ცდილობდა დიდი ბრიტანეთი, როგორც კავკასიის ომში დამოუკიდებელი ჩერქეზეთის სიმბოლოს) შექმნა დიდი ბრიტანეთის რეზიდენტმა დევიდ ურკვარტმა (1805-1877) 1836 წელს. [4][5][6][7]ეს დროშა გამოიყენებოდა აგრეთვე II მსოფლიო ომის დროს პროგერმანული ჩრდილოეთ-კავკასიის ლიგის მიერ.[8][5]

მწვანე ფერი დროშაზე, წარმოადგენს კავკასიის ტყეებსა და მცენარეებს. თორმეტი ვარსკვლავი სიმბოლოა ადიღეს ცალკეული ტომების, რკალის შიგნითა ცხრა ვარსკვლავი სიმბოლოა ადიღეს ცხრა არისტოკრატიული ტომის, განსხვავებით სამი ჰორიზონტალური ვარსკვლავისგან, რომლებიც სიმბოლურად წარმოადგენენ სამ დემოკრატიულ ტომს. ისრები მშვიდობის სიმბოლოა. ისრებისა და ვარსკვლავების ოქროსფერი ფერები წარმოადგენს მარცვლეულის და ხორბლის უხვ მოსავალს.

ეს დროშა ასახავს და აცოცხლებს ჩერქეზი ერის ერთობას ჩერქეზეთში, ეს ეხება არამარტო, ადიღეს რესპუბლიკაში მცხოვრებ ჩერქეზებს, არამედ ამ ყველაფერს აქვს მაშტაბური სახე, ასევე ეხება ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, სტავროპოლის მხარეში, ჩრდილოეთ ოსეთსა და კრასნოდარის მხარის, სამხრეთ ნაწილში მცხობრებ, დამატებით მცირე ადიღეურ ჯგუფებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://docs.cntd.ru/document/459703216 Закон Республики Адыгея от 24.03.1992 № 2 «О Государственном флаге Республики Адыгея»]<
  2. Борисов И. В., Козина Е. Н. Геральдика России. — М.: «Астрель», 2006. — С. 24. — 423 с. — 5000 экз. — ISBN 5-271-11355-8.
  3. Закон Республики Адыгея от 01.08.2013 № 231 «О внесении изменения в статью 3 Закона Республики Адыгея „О праздничных днях и памятных датах“»
  4. Борисов И. В., Козина Е. Н. Геральдика России. - М.: «Астрель», 2006. - С. 24. - 423 с.
  5. 5.0 5.1 http://www.heraldika.ge/index.php?m=85&arms_id=829
  6. Richmond, Walter "A Pawn in the Great Game", The Circassian Genocide, Genocide, Political Violence, Human Rights. New Brunswick, New Jersey: Rutgers University Press, გვ. 50. ISBN 9780813560694. „[...] Urquhart claims to have met fifteen tribal leaders and nearly two hundred village chiefs, designed the Circassian flag, and helped them draft a petition to London for assistance.“ 
  7. Bashqawi, Adel "The Circassian Flag, the Homeland, the Circassian Identity", Circassia: Born to Be Free. Xlibris Corporation. ISBN 9781543447651. „In other narratives about the construction of the Circassian flag, the green flag contains twelve golden stars and three golden crossed arrows pointing upwards, which was originally created when a number of tribes agreed on a union in the 1830s and the flag was designed and drawn by the Scotsman David Urquhart during that same period.“ 
  8. http://www.crwflags.com/fotw/flags/ru-01.html#hist_რამდენად