სპარტაკი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი „სპარტაკი“ თბილისი |
---|---|
დაარსდა |
15 მაისი, 1946 მეორედ დარეგისტრირდა 19 სექტემბერი, 2002 |
სტადიონი |
შევარდენი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 4 000) |
სპარტაკი თბილისი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. დაარსდა 1946 წელს.[კომ. 1]
1947 წლამდე კლუბი რესპუბლიკის პირველობაზე ასპარეზობდა. 1948 წლიდან საკავშირო ჩემპიონატში განაგრძო გამოსვლა, სადაც მეორე ჯგუფის სამხრეთ ზონაში მე-3 ადგილი დაიკავა. 1949 წელს „სპარტაკმა“ მეორე ჯგუფის ცენტრალური ზონის ფინალური ეტაპის დამატებითი ტურნირის მოგების შემდეგ საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, სადაც მხოლოდ ორი სეზონი ითამაშა. 1950 წელს მან ჩემპიონატში მე-9 ადგილი, ხოლო 1951 წელს — მე-14 ადგილი დაიკავა და ლიგა დატოვა. ამის შემდეგ „სპარტაკმა“ საკავშირო ჩემპიონატში ორჯერ ითამაშა — 1953 წელს მან „ბ“ კლასის I ქვეჯგუფის პირველობა მოიგო,[1] თუმცა გადამწყვეტ ფინალურ ტურნირზე ბოლო, მეექვსე ადგილი დაიკავა. 1977 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ იასპარეზა საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მე-4 ზონაში, სადაც 21-ე ადგილი დაიკავა.[2]
მეორედ, ამავე სახელწოდებით კლუბი ოფიციალურად 2002 წლის 19 სექტემბერს დარეგისტრირდა. სხვადასხვა დროს თამაშობდა საქართველოს პირველობის სხვადასხვა ლიგებში, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, სადაც 2003–04 წლების სეზონზე 12 მონაწილე გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში გადაინაცვლა. ასევე, გამოდიოდა საქართველოს პირველობის რანგით მესამე დივიზიონის — ლიგა 3-ის ცენტრალურ ზონაში. საშინაო მატჩებს ატარებდა შევარდენზე.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927–1939 წლებში თბილისში არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა, რომელიც პირველი და ერთადერთი საფეხბურთო სკოლა იყო საკავშირო მასშტაბით და რომელსაც სათავეში ედგა იმ პერიოდის ცნობილი თბილისელი ფეხბურთის სპეციალისტი, შემდგომში თბილისის „დინამოსა“ (1942–1945) და თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი ასირ გალპერინი.[4][5]
თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლაში, რომელსაც ქართული ფეხბურთის ისტორიის მკვლევარები თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის წინამორბედად მიიჩნევენ — სულ ხუთი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა: „აისი“, „ბეღურა“, „იმედი“, „მოლოტი“ და „სიხარული“. საწვრთნელი ვარჯიშები ვაკეში, მომავალი „ლოკომოტივის“ სტადიონის ტერიტორიაზე იმართებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ასირ გალპერინის ხელმძღვანელობით ეუფლებოდნენ საფეხბურთო ოსტატობას იყვნენ: ამირან და ირაკლი ბურჭულაძეები, მერაბ გამყრელიძე, გარი გარიშვილი, თემო გუგუნავა, ვასილ დიაჩენკო, ირაკლი დოლიძე, შოთა თათარაშვილი, იური კატანოვი, არჩილ კობაიძე, კონსტანტინ ლოგინოვი, ლადო ნარიმანიძე, რევაზ ოსაძე, ალბერტ ტარაიანი, ირაკლი ქართველიშვილი, დავით ყიფიანი, ივანე შუდრა, გარი ჯაიანი, სპარტაკ ჯეჯელავა და სხვები. მათგან, რასაკვირველია, ყველა დიდი ფეხბურთელი არ დამდგარა, თუმცა ჩამოთვლილთაგან უმრავლესობამ გარკვეული წვლილი შეიტანა იმ პერიოდის საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში.[კომ. 2]
ასირ გალპერინის შეგირდების საფეხბურთო ოსტატობაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1938 წელს „მოლოტმა“ მოსწავლეთა შორის საკავშირო თასის პირველ გათამაშებაზე ყველა მეტოქე დაამარცხა და თასი მოიპოვა.[6] საკავშირო ტურნირზე გამარჯვებამ ახალი მოლოდინები გააჩინა. ასეთ შთამბეჭდავ დასაწყისს, ბუნებრივია, რომ იმედისმომცემი გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ომის დაწყებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფეხბურთისთვის აღარავის ეცალა. თბილისში ერთადერთი გუნდი — თბილისის „დინამო“ დარჩა, რომლის მთავარ მწვრთნელად სწორედ ასირ გალპერინი დანიშნეს. თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა დაიშალა. მწვრთნელის გარეშე და ბუნდოვანი მომავლის ამარა დარჩენილი ბიჭებიც წავიდ-წამოვიდნენ.
1944 წელს, ყველასათვის მოულოდნელად, სპორტსაზოგადოება „შრომითი რეზერვების“ საკავშირო პირველობის გამართვის გადაწყვეტილება გამოცხადდა. თბილისში სასწრაფოდ შეკრიბეს გუნდი — ამირან ბურჭულაძე, გარი გარიშვილი, ვლადიმერ დავთიანი, გივი ვაშაძე, ფილიპე მახარაძე, ავთო პაიჭაძე, ედუარდ ტანტიბა, ზურაბ ქვარიანი, ზაალ ჯორჯიაშვილი, მიშა ჯოჯუა და სხვები. მწვრთნელად ანტუს გონელი დანიშნეს. ასე, სახელდახელოდ შეკრებილმა ჩვენმა ფეხბურთელებმა შესარჩევ მატჩებში მოუგეს ბაქოს გუნდს (3–1). შემდეგი მატჩი როსტოველებთან უნდა გამართულიყო, მაგრამ მათ გუნდი ვერ გამოიყვანეს. აქვე, აღნიშვნის ღირსია ერთი ღირსახსოვარი ფაქტი, რომლის მსგავსიც — თავისი კურიოზული შინაარსით — არც მანამდე მომხდარა საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებაში და არც მას შემდეგ დაფიქსირებულა რაიმე სახით. საუბარი შეეხება 1948 წელს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე გამართულ შეხვედრას თბილისისა და როსტოვის „შრომითი რეზერვების“ გუნდებს შორის, როდესაც თბილისელებმა თავისი როსტოველი თანაკლუბელები ფეხბურთისთვის სარეკორდო ანგარიშით — 36–0 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ თბილისელმა ბიძინა ტაბიძემ ამ მატჩში 16 გოლი გაიტანა. მის გარდა ჩვენს გუნდში თამაშობდნენ ვლადიმერ ელოშვილი, კუნო სიხარულიძე და სხვები.
თბილისის „სპარტაკის“ დაბადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წლის სეზონის დამთავრების შემდეგ ხუთ ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის „სპარტაკში“ გადასვლა შესთავაზეს, რომელსაც მაშინ ცნობილი ესტონელი სპეციალისტი ალბერტ ვოლრატი[კომ. 3] ედგა სათავეში. საფეხბურთო კარიერის შემდგომი განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით მომხიბლავი შეთავაზების მიუხედავად ყველა ფეხბურთელმა უარი განაცხადა. მხოლოდ მიშა ჯოჯუას დათანხმება მოახერხა მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“ მწვრთნელმა აბრამ დანგულოვმა. ამავე კლუბში დარჩენაზე ცდილობდნენ ამირან ბურჭულაძისა და ავთო პაიჭაძის დაყოლიებას, თუმცა ორივე მათგანმა თბილისში დაბრუნება არჩია.
იმხანად, 31-ე საავიაციო ქარხნის დირექტორს, ფეხბურთის დიდ ქომაგსა და მოამაგეს ვლადიმერ სალაძეს ავიატორთა კარგი საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული. მოკლე ხანში ამირან ბურჭულაძემ და ავთო პაიჭაძემ 31-ე საავიაციო ქარხნის საფეხბურთო გუნდიდან — თბილისის „კრილია სოვეტოვისგან“ მიიღეს მოწვევა. მალე მათ გარი გარიშვილი და ზურაბ ქვარიანი დაემატათ. იმ პერიოდის თბილისის „კრილია სოვეტოვის“ შემადგენლობაში მათ გარდა თამაშობდნენ აგრეთვე — სტეფან ბაგმანოვი, გივი ბუიღლიშვილი, ტარიელ ეპიტაშვილი,[7] გივი ვაშაძე, იური კატანოვი, რევაზ ოსაძე, ვანჩუკ ჩერედნიჩენკო, გარი ჯაიანი და სხვები.
1946 წელს თბილისის „კრილია სოვეტოვი“ საკავშირო გათამაშების ამიერკავკასიის ტურნირის გამარჯვებული ხდება. ამის შემდეგ გუნდი მინსკში მიემგზავრება ფინალურ ასპარეზობაზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც მეორე ადგილს იკავებს უჟგოროდის „სპარტაკის“ შემდეგ და „ბ“ ჯგუფის საგზურს ინაღდებს. აღნიშნულ ჯგუფში იგი ორ სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ასპარეზობისას დიდ წარმატებას ვერ აღწევს — მაყურებელთა გარკვეულ სიმპათიას იმსახურებს და ამასთან, კარგად შეთამაშებული გუნდის სახელს იმკვიდრებს. როგორც ჩანს, უმთავრესად სწორედ ამან განაპირობა, რომ ვლადიმერ სალაძემ ქარხნის დირექტორობიდან მისი გათავისუფლების საკითხის დადგომისას ცეკა-ში ითხოვა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ ეს გუნდი არ დაეშალათ.
ვლადიმერ სალაძის შუამდგომლობამ სასურველი შედეგი გამოიღო და 1948 წლის 15 მაისს გუნდი მთლიანად თბილისის „სპარტაკში“ გადაიყვანეს. აქვე უნდა ითქვას, რომ „სპარტაკში“ ამ დროისათვის უკვე თამაშობდნენ ვახტანგ გვარამაძე, კოტე მესხი, მიხეილ პირაევი,[8] ვახტანგ სარქისოვი და სხვები. გუნდს კი სათავეში ედგა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი — გაიოზ ჯეჯელავა. ასე ჩამოყალიბდა თბილისის „სპარტაკის“ ის განუმეორებელი გუნდი, რომელმაც თავისი მეტად ხანმოკლე არსებობის მანძილზე დაუვიწყარი და ამაღელვებელი ემოციებით სავსე შთაბეჭდილება დაუტოვა იმ პერიოდის ქართველ გულშემატკივარს. ამონარიდი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გულბათ ტორაძის წიგნიდან „ქართული ფეხბურთი“[9] — ჩვენი სიყრმის საყვარელი გუნდი — თბილისის „სპარტაკი“:
იმ პერიოდში სპორტსაზოგადოებას ოთარ აბუაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო გუნდის უშუალო შეფის — სარეწაო კოოპერაციის ხელმძღვანელი შალვა აბაიშვილი გახლდათ. ორივე მათგანმა დიდი შრომა ჩადო ახალი გუნდის საკეთილდღეოდ. თავდაპირველად თბილისის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელობა ბორის პაიჭაძეს შესთავაზეს, მაგრამ იმის გამო, რომ იგი ჯერ კიდევ თამაშობდა თბილისის „დინამოში“ — შეთავაზების მიღებაზე უარი განაცხადა. სანაცვლოდ კი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთის სპეციალისტისა და მწვრთნელის — ანდრო ჟორდანიას კანდიდატურა შესთავაზა თბილისის „სპარტაკის“ მესვეურებს. სწორედ ანდრო ჟორდანიას ხელმძღვანელობით შეუდგა გუნდი ვარჯიშს და უმოკლეს დროში შთამბეჭდავ წარმატებებსაც მიაღწია.
1940-იანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემადგენლობა 1948
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრო ჟორდანია (მთ. მწვრთნელი) |
მიხეილ პირაევი, გარი ჯაიანი[10] |
იური კატანოვი, ზურაბ ქვარიანი, ნიკოლოზ ნარსია, რევაზ ოსაძე, ეფრემ იუნანოვი,[11][12] გივი ჯორბენაძე[13][12] |
გარი გარიშვილი, ვახტანგ გვარამაძე, თემო გუგუნავა |
ამირან ბურჭულაძე, ირაკლი ბურჭულაძე, ავთანდილ პაიჭაძე, ვახტანგ სარქისოვი, სტეფანე ბაგმანოვი[14] |
1948 წლის სეზონში თბილისის „სპარტაკმა“ საკავშირო პირველობის ფინალურ ტურნირში, სადაც ზონებში გამარჯვებულები იღებდნენ მონაწილეობას — მესამე ადგილის დაკავება შეძლო.
გზა წარმატებებისკენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომდევნო წელს კი დამაჯერებლად გაიმარჯვა ცენტრალური ზონის პირველობაზე, სადაც ჩატარებული 26 შეხვედრიდან — 22 შეხვედრაში გაიმარჯვა, სამი მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო (ქუთაისის „დინამოსთან“),[15][16] ბურთების საერთო შეფარდებით — 60–18.[17] ამგვარად, თბილისელებმა ფინალურ შვიდეულში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. გადამწყვეტ მატჩებს როსტოვის „დინამოს“ სტადიონმა უმასპინძლა.
როსტოვში გამგზავრებამდე, სპარტაკელთა უფროსმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ „ლელოს“ კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა: „ცენტრალურ ზონაში გამარჯვება ჩვენი ახალგაზრდა კოლექტივის დიდი წარმატებაა. იგი მოპოვებულია ძლიერ და გამოცდილ მოწინააღმდეგეებთან დაძაბული ბრძოლის შედეგად, მაგრამ წინ უფრო სერიოზული შეხვედრები მოგველის. ვინ არიან ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგენი, ვისთან მოგვიწევს შერკინება? პირველ რიგში ესენი არიან რსფსრ პირველ ზონაში გამარჯვებული როსტოვის დინამოელები (მწვრთნელი ა. შჩელჩკოვი).[18]
გუნდმა ყველა მატჩი ოსტატურად ჩაატარა. ძლიერი მეკარეების (მედვედევი[19] და ერმასოვი[კომ. 4][20][21]) და თავდამსხმელების (ბოგატელო, შჩერბატენკო, პისკოვატსკი) შესანიშნავი თამაშის შედეგად გუნდს ბურთების კარგი შეფარდება აქვს. ოდესის „პიშჩევიკი“ უკრაინის ერთ-ერთი უძველესი გუნდია. მან პირველი ადგილი დაიკავა უკრაინის ზონაში. 22 გამარჯვება, 2 ფრე და 2 დამარცხება, ბურთების შეფარდება — 70–12.[კომ. 5][22]
რსფსრ მესამე ზონაში გათამაშების თითქმის მთელ მანძილზე ლიდერობა ეკავა ლენინგრადის ახალგაზრდა გუნდს (მწვრთნელი სპორტის დამსახურებული ოსტატი გოსტევი).[23] თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფინალო ტურნირში ყოველი გუნდი შეეცდება იბრძოლოს პირველი ადგილისათვის.“[24]
ფინალურმა ტურნირმა 1949 წლის 2 ოქტომბერს აიღო სტარტი და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. საკავშირო ჩემპიონატის პირველი ჯგუფის ერთადერთი საგზურისთვის შვიდი საფეხბურთო გუნდი იბრძოდა: როსტოვის „დინამო“, მოსკოვის ოლქის ქალაქ კალინინგრადის[კომ. 6] კალინინის სახელობის ქარხნის გუნდი,[კომ. 7] ოდესის „პიშჩევიკი“, სვერდლოვსკის ოფიცერთა სახლი, ლვოვის „სპარტაკი“, ლენინგრადის „სუდოსტროიტელი“ და თბილისის „სპარტაკი“. ფავორიტებად ითვლებოდნენ თბილისისა და კალინინის სახელობის ქარხნის გუნდები. ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელის პოსტი იმ პერიოდში ნიკოლაი გულიაევს ეკავა.[კომ. 8]
ასევე, კარგი გუნდი ჰყავდათ მასპინძლებსაც, რომელთაც ცნობილი მსაჯი და ამავე დროს ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტი ანატოლი შჩელჩკოვი ედგა სათავეში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ როსტოვის „დინამოს“ შემადგენლობაში მცველის პოზიციაზე თამაშობდა სოხუმის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი ფეხბურთელი ივანე ვარდიმიადი — იური ვარდიმიადის ძმა. როსტოველთა რიგებში თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთი ყოფილი თავდამსხმელი — გავრილ ბოგატელო გამოდიოდა.[კომ. 9] გუნდის კაპიტანი იყო პიოტრ შჩერბატენკო, რომელიც მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობდა. რაც შეეხება ლენინგრადის „სუდოსტროიტელის“ გუნდს, მათი მთავარი მწვრთნელი გახლდათ ძველი პეტერბურგელი ფეხბურთელი გიორგი გოსტევი[23][კომ. 10] ლვოველებს კი ცნობილი სპარტაკელი მწვრთნელი — ვიქტორ სოკოლოვი ავარჯიშებდა.
- ფინალის ფინალი
პირველი შეხვედრა ლვოველ თანაკლუბელებთან თბილისელებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: მიხეილ პირაევი,[25] იური კატანოვი,[26] ივანე (ვანო) შუდრა[27] (ზურაბ ქვარიანი),[28] რეზო ოსაძე,[29] თემო გუგუნავა,[30] არჩილ კილაძე,[31][32] ავთო პაიჭაძე,[33] კონსტანტინე (კარლო) გაგნიძე,[34][35] ვლადიმერ (ძიუ) ლომაია,[36] ირაკლი ბურჭულაძე,[37] მერაბ გამყრელიძე[38][კომ. 11] (ამირან ბურჭულაძე).[39] მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართა და ავთო პაიჭაძის გოლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[40][41]
9 ოქტომბერს გამართულ მომდევნო შეხვედრაში ოდესელებთან ნულოვანი ფრე 0–0 დაფიქსირდა.[42] შემდეგ, 12 ოქტომბერს დამაჯერებელი ანგარიშით — 4–0 მოუგეს ლენინგრადელებს,[43] ხოლო კალინინის სახელობის ქარხნის გუნდთან მინიმალური სხვაობით — 0–1 დათმეს შეხვედრა.[44] ამის შემდეგ, 18 ოქტომბერს სვერდლოვსკის გუნდს მოუგეს — 2–1[45] და ბოლო მატჩი, რომელიც 21 ოქტომბერს გაიმართა, კვლავ მინიმალური სხვაობით წააგეს როსტოველებთან — 1–2.[46] შედეგად თბილისელებმა, ოდესელებმა და კალინინის სახელობის ქარხნის გუნდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი მატჩები დაინიშნა.
ეს მატჩები იმდროინდელმა სპორტულმა პრესამ „ფინალის ფინალად“ მონათლა,[47] რომლის პირველ შეხვედრაში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, თბილისელმა ფეხბურთელებმა ოდესელები დაამარცხეს — 2–1.[48][კომ. 12][47]
გადამწყვეტი შეხვედრა კალინინის სახელობის ქარხნის გუნდთან 30 ოქტომბერს შედგა და მეტად უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის ბედი შეხვედრის მეორე ნახევრის 33-ე წუთზე არჩილ კილაძის გადაცემის შემდეგ თბილისელთა ცენტრალური თავდამსხმელის ვლადიმერ ლომაიას შორეულმა და ძლიერმა დარტყმამ გადაწვიტა, რომელიც ერთადერთი, გამარჯვებისა და მასთან ერთად უმაღლესი ლიგის საგზურის მომტანი გოლი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში.[49][კომ. 13][47]
აღნიშნულ ტურნირზე გამართულ, დრამატიზმითა და სპორტული პაექრობის სიმძაფრით აღბეჭდილ ისტორიულ შეხვედრათა პერიპეტიების შესახებ, საგულისხმო და საყურადღებოა მცირე ამონარიდი გუნდის ისტორიის შესანიშნავი მცოდნის, ქართული ფეხბურთისა და განსაკუთრებით კი მისი ისტორიის, ფართო საზოგადოებისთვის დღეს უკვე ნაკლებად ცნობილი სახელოვანი ფურცლების შესახებ არაერთი წიგნის, ნარკვევისა თუ სტატიის ავტორის, პროფესორ გულბათ ტორაძის ნარკვევიდან[50] — ჩვენი სიყრმის საყვარელი გუნდი — თბილისის „სპარტაკი“:
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სპარტაკელთა მხრიდან ასეთ მოკლე დროში ამგვარი წარმატების მიღწევისა, არათუ რესპუბლიკისა და საკავშირო ფეხბურთის მესვეურებს, არამედ გუნდის ერთგულ გულშემატკივართა შორისაც კი ცოტას თუ სჯეროდა — მათ მიერ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ისტორიულ შეხვედრათა მონაწილის ამირან ბურჭულაძის მოგონებიდან:
შემადგენლობა 1949
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანდრო ჟორდანია (მთ. მწვრთნელი)[51] |
გივი იოსელიანი, მიხეილ პირაევი, ვლადისლავ ჟმელკოვი |
იური კატანოვი, ზურაბ ქვარიანი, ნიკოლოზ გაგნიძე, რევაზ ოსაძე, ნიკოლოზ ხინთიბიძე, ივანე შუდრა, ეფრემ იუნანოვი |
ვახტანგ გვარამაძე, თემო გუგუნავა, მერაბ გამყრელიძე, არჩილ კილაძე |
ამირან ბურჭულაძე, ირაკლი ბურჭულაძე, ავთანდილ პაიჭაძე, კარლო გაგნიძე, ვლადიმერ ლომაია, ტარიელ ეპიტაშვილი |
1950-იანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უმაღლეს ლიგაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის „სპარტაკის“ მიერ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებამ დღის წესრიგში გუნდის ახალი მოთამაშეებით გაძლიერებისა და საკავშირო პირველობის მომავალი საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის სათანადო მზადების საკითხები დააყენა. ახალ ფეხბურთელთა შორის, რომლებითაც გუნდის შევსება გადაწყდა იყვნენ: ზაურ კალოევი, ალიოშა კოტრიკაძე და გივი ფაცურია (35-ე საფეხბურთო სკოლიდან),[კომ. 14] გიგა ნორაკიძე, ძმები იური და აფანასი გრამატიკოპულოები (სოხუმის „დინამოდან“), არჩილ ბერძენიშვილი (თბილისის „ლოკომოტივიდან“), კუნო სიხარულიძე (თბილისის „დინამოდან“),[52] ნიკოლოზ ხინთიბიძე (ქუთაისის „ტორპედოდან“).
გუნდში მოვიდნენ აგრეთვე გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი აროშიძე (თბილისის „დინამოდან“) და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ფეხბურთელი, „მეკარეთა მეკარე“, როგორც მას იმ პერიოდის სპორტული პრესა იხსენიებდა, სახელგანთქმული ვლადისლავ ჟმელკოვი. ახალი სეზონისთვის მზადება გუნდმა ოჩამჩირეში დაიწყო. საინტერესოა მცირე ამონარიდი გუნდის იმდროინდელ წევრთა მოგონებიდან საკავშირო პირველობის წინა მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით:
„...თბილისის „სპარტაკი“ ახალი სეზონისათვის ოჩამჩირეში ემზადებოდა, წინა წლის გაზაფხულზე კი ქობულეთში ვარჯიშობდა. გუნდის ძირითადი სავარჯიშო ბაზა კი მცხეთაში, წყალჯომარდობის აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გვქონდა. ისე კი, სადაც ბატონი ანდრო ჟორდანია მინდორს წააწყდებოდა, იქვე დანიშნავდა ვარჯიშს — საგურამო იყო, მუხრანი, თბილისი თუ მოსკოვი. თბილისში შეკრებისას გუნდის წევრების განთავსება ყოფილ სასტუმრო „ევროპაში“[კომ. 15]ხდებოდა.“
|
სსრ კავშირის ჩემპიონატი 1950 (კლასი „А“)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკავშირო პირველობის უძლიერესთა ლიგაში (კლასი „А“) გამოსვლა თბილისის „სპარტაკმა“ ზედიზედ ორი მოგებით დაიწყო. მათ 17 აპრილს ჯერ მინსკის „დინამო“ დაამარცხეს (2–1), ხოლო 21 აპრილს მოსკოვის „ტორპედოს“ სძლიეს იმავე ანგარიშით (2–1). თბილისელთა მხრიდან გატანილი ოთხი ბურთიდან სამი ავთო პაიჭაძემ, ხოლო ერთიც ვლადიმერ ლომაიამ შეაგდეს მეტოქეთა კარებში. თუმცა, თბილისის „სპარტაკის“ გულშემატკივართათვის სამწუხაროდ, ჩემპიონატზე გუნდის ასპარეზობის ასეთი იმედისმომცემი დასაწყისი, წაგებათა მოულოდნელი, ზედიზედ ექვსმატჩიანი სერიით გაგრძელდა. გუნდმა მხოლოდ 26 მაისს ხარკოვში, ადგილობრივ „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში მოახერხა ამ წარუმატებელი სერიისთვის წერტილის დასმა, როდესაც ისევ და ისევ ავთო პაიჭაძის მიერ მატჩის მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მაინც შეძლო გუნდისთვის, როგორც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით სასიცოცხლოდ აუცილებელი გამარჯვების მოპოვება.
ფეხბურთის სპეციალისტების შეფასებით, ბუნებრივი და კანონზომიერი იყო, რომ პირველობაზე მონაწილე გუნდების ძირითადი ნაწილის მაღალი საფეხბურთო კლასისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე უმაღლესი ლიგის პირველობისთვის დამახასიათებელი მძაფრი კონკურენციის პირობებში, თბილისის „სპარტაკის“ ფეხბურთელთა მხრიდან დიდი მონდომებისა და თავდადების მიუხედავად, მათთვის არ იქნებოდა იოლი უძლიერესთა ლიგაში ჩავარდნების გარეშე ასპარეზობა, რაც საბოლოოდ დაადასტურა კიდეც ჩემპიონატის მსვლელობის განმავლობაში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა. თუმცა, ობიქტურობისათვის და მნიშვნელოვანწილად „სპარტაკის“ ახალბედა ფეხბურთელთა სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ სადებიუტო სეზონშივე თბილისის „სპარტაკმა“ შეძლო ისეთი გამოცდილი, ავტორიტეტული და ძლიერი გუნდების დამარცხება, როგორებიც იყვნენ მოსკოვის „დინამო“ (1–0), მოსკოვის „სპარტაკი“ (2–1), ლენინგრადის „დინამო“ (4–0) ლენინგრადის „ზენიტი“ (4–1) და საბოლოოდ, პირველობის მონაწილე 19 გუნდს შორის მე-9 ადგილის დაკავება.[53][54]
შემადგენლობა 1950
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | პოზიცია | მოთამაშე | დაბ. | მატჩი | გოლი | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|
ვლადისლავ ჟმელკოვი | [55][56] | |||||
ივანე შუდრა | ||||||
იური კატანოვი | ||||||
ზურაბ ქვარიანი | ||||||
მერაბ გამყრელიძე | ||||||
არჩილ კილაძე | ||||||
ავთანდილ პაიჭაძე | ||||||
ირაკლი ბურჭულაძე | [57] | |||||
ვლადიმერ ლომაია | [58] | |||||
ფანას გრამატიკოპულო | [59] | |||||
კონსტანტინე გაგნიძე | [35][34] | |||||
შოთა ალფაიძე | [60] | |||||
გიორგი აროშიძე | [61][62][63] | |||||
არჩილ ბერძენიშვილი | [64][65] | |||||
ვიქტორ ბერეჟნოი | [66][67][68] | |||||
დიმიტრი ვერეცკი | [69] | |||||
ნიკოლოზ გაგნიძე | [70][71] | |||||
თეიმურაზ გუგუნავა | ||||||
ვალერიან ჯიქია | [72] | |||||
შოთა ჯოჯუა | [73] | |||||
გივი იოსელიანი | [74][75] | |||||
ზაურ კალოევი | [76] | |||||
გივი კახნიაშვილი | [77][78] | |||||
ოთარ მაჭავარიანი | [79][80] | |||||
სერგო ნინუა | [81] | |||||
რევაზ ოსაძე | ||||||
ნოე ხერხაძე | [82][83] | |||||
ნიკოლოზ ხინთიბიძე | [84][85] | |||||
აკაკი ხურციძე | [86][87] | |||||
ტარიელ ეპიტაშვილი |
სსრ კავშირის ჩემპიონატი 1951 (კლასი „А“)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1951 წლის საფეხბურთო სეზონი სპარტაკელებმა წარუმატებლად დაიწყეს. პირველივე შეხვედრა თბილისი დინამოელებთან დიდი ანგარიშით (0–6) წააგეს. საკუთარ კარში მიღებული ექვსი ბურთიდან ორი ბურთი მათ საკუთარ კარში გაიტანეს — ჯერ გუგუნავამ (მე-3 წუთზე), შემდეგ კატანოვმა (47-ე წუთზე).[88] მომდევნო შეხვედრა მოსკოვის ტორპედოელებთან 10 აპრილს, თბილისში გაიმართა და ფრედ (1–1) დამთავრდა. სპარტაკელთაგან ბურთი მოსკოველთა კარში სიხარულიძემ გაიტანა.[89] მესამე ტურის შეხვედრაში, რომელიც 14 აპრილს, კვლავ თბილისში ჩატარდა, სპარტაკელებმა მოსკოვის დინამოელები ნორაკიძისა და კალოევის გოლების წყალობით დაამარცხეს (3–2).[90]
ამის შემდეგ მეოთხედან მე-12 ტურის ჩათვლით სპარტაკელებმა ზედიზედ რვა შეხვედრა დათმეს. ასეთი წარუმატებელი სერიის შემდეგ, გუნდმა ვეღარ შეძლო დანაკარგის ანაზღაურება, — პირველობის მონაწილე 15 გუნდს შორის ბოლოსწინა, მე-14 ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.
ანდრო ჟორდანიას თავკაცობით შექმნილი და თავდაპირველად ასე წარმატებით მოასპარეზე გუნდის ასეთი ჩავარდნა გუნდიდან ჩემპიონატის მიმდინარეობისას გამოცდილ მოთამაშეთა წასვლამ გამოიწვია. „სპარტაკი“ ასაკის გამო დატოვეს ამირან ბურჭულაძემ, ზურაბ ქვარიანმა და ტარიელ ეპიტაშვილმა. „დინამომ“ „წაიყვანა“ ავთო პაიჭაძე, არჩილ კილაძე, კარლო გაგნიძე, ნიკოლოზ გაგნიძე, მოგვიანებით — ზაურ კალოევი, ალიოშა კოტრიკაძე, ანატოლი ნორაკიძე, ედუარდ დალაქიანი. დასუსტებული გუნდისთვის შეუძლებელი გახდა წასულ მოთამაშეთა სრულფასოვანი ჩანაცვლება, რაც კანონზომიერად აისახა კიდეც მათ სატურნირო შედეგზე — საკავშირო პირველობაზე ჩატარებული 28 მატჩიდან მათ 19 შეხვედრა წააგეს, ორი ფრედ დაამთავრეს და მხოლოდ შვიდჯერ გაიმარჯვეს.
სეზონის დამთავრების შემდეგ თბილისის „სპარტაკი“ ფაქტობრივად დაიშლა. მოგვიანებით ვახტანგ რამიშვილმა სცადა გუნდის აღდგენა, თუმცა საბოლოოდ, ფეხბურთის მაშინდელი მესვეურების მხრიდან თანადგომის არაარსებობის პირობებში, მისმა ძალისხმევამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამგვარად დასრულდა თბილისის „სპარტაკის“ არსებობის პირველი და ყველაზე სახელოვანი პერიოდი.
შემადგენლობა 1951
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | პოზიცია | მოთამაშე | დაბ. | მატჩი | გოლი | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|
ვლადისლავ ჟმელკოვი | ||||||
გივი იოსელიანი | ||||||
ა. გაბუნია | ||||||
ნიკოლოზ გოგლიძე | [91][92] | |||||
მერაბ გამყრელიძე | [93][94] | |||||
გარი გარიშვილი | [95][96] | |||||
ედუარდ დალაქიანი | [97][93] | |||||
ანატოლი ნორაკიძე | [98][93] | |||||
ზაურ კალოევი | [94] | |||||
თეიმურაზ გუგუნავა | ||||||
იური კატანოვი | ||||||
ოთარ კინწურეიშვილი | [99][100] | |||||
ე. კუჭავა | ||||||
აკაკი ხურციძე | ||||||
ივანე შუდრა | ||||||
ნიკოლოზ გაგნიძე | ||||||
დიმიტრი ვერეცკი | ||||||
გივი კახნიაშვილი | [101][102] | |||||
შ. გიგილაშვილი | ||||||
არჩილ ბერძენიშვილი | [103] | |||||
ოთარ ოთარაშვილი | [104][105] | |||||
ირაკლი ბურჭულაძე | ||||||
ირაკლი კოხაძე | [106] | |||||
ალექსანდრე კოტრიკაძე | [107] | |||||
ვლადიმერ ლომაია | ||||||
გიორგი გრამატიკოპულო | [108] | |||||
ნიკოლოზ სიხარულიძე | [109][110][111] | |||||
გიორგი აროშიძე | ||||||
მიხეილ ბასილაშვილი | [112][113] | |||||
თენგიზ კუბლაშვილი | [114][115] | |||||
ვლადიმერ ნარიმანიძე | [116] |
2000-იანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემადგენლობა 2005
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიგლა იმნაძე (მთ. მწვრთნელი). |
აკაკი დევაძე, ალექსანდრე იმნაიშვილი, თეიმურაზ მჭედლიშვილი, მიხეილ კოტრიკაძე, რატი ტაბიძე, არჩილ დანელია, ლაშა ჯანგიძე, დავით მაღლაფერიძე, გელა ხუბუა, თორნიკე ელიზბარაშვილი, კობა ნაზღაიძე, თორნიკე დემეტრაძე, გიორგი ჩანტლაძე, კობა კობალაძე, ონისე რიჟამაძე, სოსო ურუშაძე, ალექსი ლაბაძე, ვასილ ღუჭაშვილი, ავთანდილ მურვანიძე, დათა ფიფია, ლევან კბილცეცხლაშვილი, ირაკლი მალიჩავა, ლაშა ჯორბენაძე. |
გუნდის სახელწოდებათა ქრონოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიოდი | სახელწოდება |
---|---|
1937–1945 | „კრილია სოვეტოვი“ თბილისი |
1946–1951 | „სპარტაკი“ თბილისი |
1953 | „სპარტაკი“ თბილისი |
1977 | „სპარტაკი“ თბილისი |
2002–2003 | „სპარტაკი“ თბილისი |
2003–2004 | „სპარტაკი-ლაზიკა“ თბილისი |
2004– | „სპარტაკი“ თბილისი |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილი ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაურ კალოევი (1950–1952)
- გიორგი გრამატიკოპულო (1951)
- გიგა ნორაკიძე (1951, 1953)
- ალექსანდრე კოტრიკაძე (1951)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტორაძე, გულბათ., ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები, თბ., 1997. — გვ. 112–117. 168 გვ.
- ჟორდანია, ანდრო., ფიქრები ქართულ ფეხბურთზე, თბ., 1976. — გვ. 43–45. 100 გვ.
- Савин, С. А., Первенство СССР по футболу 1951 год, М.: ФиС, 1951.
- Гранаткин, В. А.; Ильин, С. В., Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь, М.: ФиС, 1950.
- Гранаткин, В. А.; Ильин, С. В., Справочник по футболу. Первенство СССР 1950 г. (II круг), М.: ФиС, 1950.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფეხბურთი. „მშენებლები“ (ა.-კ. ინდ. ინსტ.) — „სპარტაკი“ // „კომუნისტი“, 8 სექტემბერი, 1936, № 208 (4707), გვ. 4.
- თბილისის „სპარტაკის“ მეთექვსმეტე გამარჯვება // „ლელო“, 22 ივლისი, 1949, № 3 (365), გვ. 3.
- თბილისის „სპარტაკის“ შესანიშნავი წარმატება // „ლელო“, 5 აგვისტო, 1949, № 15 (377), გვ. 3.
- ექვს ზონაში · მეორე ჯგუფის ოსტატ ფეხბურთელთა მატჩები // „ლელო“, 19 აგვისტო, 1949, № 7 (369), გვ. 4.
- 47 ქულა 52 შესაძლებლიდან · თბილისის „სპარტაკის“ წარმატება // „ლელო“, 26 აგვისტო, 1949, № 8 (370), გვ. 4.
- სპასუხისმგებლო შეხვედრების წინ // „ლელო“, 30 სექტემბერი, 1949, № 13 (375), გვ. 3.
- თბილისის „სპარტაკის“ გამარჯვება // „ლელო“, 7 ოქტომბერი, 1949, № 14 (376), გვ. 4.
- თბილისის „სპარტაკი“ პირველ ადგილზე მიდის // „ლელო“, 14 ოქტომბერი, 1949, № 15 (377), გვ. 3.
- გულისაშვილი, დ., მეორე ჯგუფის ოსტატთა საფინალო ტურნირი // „ლელო“, 21 ოქტომბერი, 1949, № 16 (378), გვ. 4.
- „ფინალის ფინალი“ — თბილისის „სპარტაკის“ შესანიშნავი მიღწევა // „ლელო“, 4 ნოემბერი, 1949, № 18 (380), გვ. 4.
- გულისაშვილი, დ., „ფინალის ფინალი“ // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1949, № 19 (381), გვ. 3.
- გიაძე, მ., თბილისის „სპარტაკის“ პირველი მოგება // „ლელო“, 21 აპრილი, 1950, № 16 (404), გვ. 3.
- უკანასკნელ წუთებში // „ლელო“, 28 აპრილი, 1950, № 17 (405), გვ. 3.
- ფეხბურთის მოედნებზე // „ლელო“, 12 მაისი, 1950, № 19 (407), გვ. 3.
- გიაძე, მ., „სპარტაკის“ ბრწყინვალე გამარჯვება // „ლელო“, 16 ივნისი, 1950, № 24 (412), გვ. 3.
- პაიჭაძეთა 4 ბურთი // „ლელო“, 23 ივნისი, 1950, № 25 (413), გვ. 3.
- ცომაია, დ., სპარტაკელთა რევანში // „ლელო“, 6 ივლისი, 1951, № 28 (469), გვ. 3.
- თბილისის „სპარტაკი“ დაიძრა ბოლო ადგილიდან // „ლელო“, 27 ივლისი, 1951, № 32 (473), გვ. 3.
- „სპარტაკის“ ფეხბურთელთა გუნდი // „კომუნისტი“, 4 მარტი, 1953, № 53 (9521), გვ. 4.
- გოგელია, ა., ცხოვრება ფეხბურთელისა // „ლელო“, 2 დეკემბერი, 1973, № 238 (5008), გვ. 3.
- ქორიძე, შ., ისევ „სპარტაკის“ შესახებ // „ლელო“, 5 მარტი, 1978, № 46 (6111), გვ. 2.
- თასი გათამაშდა // „ლელო“, 18 აგვისტო, 1979, № 157 (6468), გვ. 4.
- ჭიჭინაძე, უ., სპარტაკელთა მეკარე // „ლელო“, 5 ნოემბერი, 1981, № 213 (7024), გვ. 4.
- ქორქია, როდიონ., რამდენი დრო გასულა // „ლელო“, 3 ნოემბერი, 1984, № 210 (7771), გვ. 3.
- ჯავახიშვილი, ლევან. ამაზე მწყდება გული... // „ლელო“, 28 ივლისი, 1990, № 141 (10310), გვ. 2.
- ნოზაძე, ოთარ., „სპარტაკი“... ასე იწყებოდა, ასე მთავრდებოდა // „ლელო“, 19 დეკემბერი, 1991, № 242–243 (10656), გვ. 3–4.
- ნოზაძე, ოთარ., ცენტრს არ უნდოდა საქართველოს დიდ ფეხბურთში ორი გუნდი ჰყოლოდა // „ლელო“, 8–11 მარტი, 1997, № 18 (11064), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „სპარტაკი“ თბილისი — FootballFacts.ru
- „სპარტაკი“ თბილისი — Weltfussballarchiv.com
- „სპარტაკი“ თბილისი — FootballFacts.ru
- „სპარტაკი“ თბილისი — Global Sports Archive
- „სპარტაკი“ თბილისი (1949) — ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“
- „სპარტაკი“ თბილისი — 1950 წლის საკავშირო პირველობის სტატისტიკა
- „სპარტაკი“ თბილისი — 1951 წლის საკავშირო პირველობის სტატისტიკა
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დღემდე მიღებულია, რომ 1946 წელი ითვლებოდეს კლუბის დაარსების თარიღად. ამავე დროს არსებული წყაროების თანახმად — ბევრად ადრე არსებობდა საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდებით, რომელსაც თბილისისა (1935 — იხ. dinamo-tbilisi.ru) და საქართველოს პირველობაზე (1940 — იხ. Georgia - Final Tables 1940), ასევე სსრ კავშირის კონსტიტუციის თასის გათამაშებაშიც (1940 — იხ. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 115–116) აქვს მონაწილეობა მიღებული
- ↑ ამ მხრივ საყურადღებოა, მაგალითად, იგივე ალბერტ ტარაიანი, რომელსაც მეტსახელად „ტარაკანას“ ეძახდნენ. მას დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ დიდ დახმარებას უწევდა ასირ გალპერინს სამწვრთნელო საქმიანობაში. იგი ნორჩ ფეხბურთელთა საწვრთნელ ვარჯიშებს, ფაქტობრივად, როგორც მეორე მწვრთნელი — ისე ხელმძღვანელობდა.
- ↑ ალბერტ ვოლრატი (ესტ. Albert Vollrat; რუს. Альберт Хенрикович Вольрат).
- ↑ სინამდვილეში ერმასოვს როსტოვის „დინამოს“ შემადგენლობაში არ უთამაშია. არ არსებობს ამ დრომდე არცერთი წყარო მისი როსტოველთა გუნდის რიგებში თამაშის შესახებ. სხვადასხვა დროს იგი იცავდა სტალინგრადის საფეხბურთო კლუბების — „კრასნაია ზვეზდას“, „კრასნი ოქტიაბრის“, „მეტალურგის“, „ტრაქტორის“, „ტორპედოს“ და „დინამოს“ ღირსებას.
- ↑ სინამდვილეში ბურთების შეფარდება იყო — 70–17. ასეთი შედეგებით მივიდა ფინალთან რსფსრ მეორე ზონაში გამარჯვებული სვერდლოვსკის ოფიცერთა სახლის კოლექტივი.
- ↑ კალინინგრადი (რუს. Калининград) — ქალაქი მოსკოვის ოლქში 1938–1996 წლებში. 1996 წლიდან ქალაქი კოროლიოვი (რუს. Королёв).
- ↑ მოსკოვის ოლქის კალინინის სახელობის ქარხნის გუნდი (რუს. К-да з-да им. М. В. Калинина).
- ↑ ნიკოლაი გულიაევი (რუს. Никола́й Алексе́евич Гуля́ев; დ. 18 თებერვალი, 1915, სოფ. კაკოვინო — გ. 23 თებერვალი 2000, მოსკოვი) — საბჭოთა ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. სპორტის ოსტატი. სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. აღსანიშნავია, რომ თვითონ ნიკოლაი გულიაევი, როგორც ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირის ორგზის (1938, 1939) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის (1938, 1939, 1946) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. ამასთან, არანაკლებ წარმატებას მიაღწია მწვრთნელის რანგშიც. მისი ხელმღვანელობით მოსკოვის „სპარტაკმა“ ასევე, ორჯერ (1956, 1958) მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ (1955, 1974) გახდა საკავშირო პირველობის ვერცხლის, ხოლო ერთხელ (1957) ბრინჯაოს პრიზიორი. მისივე თავკაცობით გუნდი საკავშირო თასის ფინალში გავიდა (1957), ხოლო მომდევნო წელს მისი მფლობელიც გახდა (1958).
- ↑ გავრილ ბოგატელო (რუს. Гавриил Георгиевич Богателло; 29 ნოემბერი, 1913 — 12 აპრილი 1991, დონის როსტოვი) — საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი, ფეხბურთის მწვრთნელი.
- ↑ გიორგი გოსტევი (რუს. Гостев Георгий Фёдорович; დ. 5 ოქტომბერი, 1897, ფსკოვი — გ. 1960, ლენინგრადი, სხვა მონაცემებით — ფსკოვი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946). იცავდა რსფსრ-ს, პეტროგრადისა და ლენინგრადის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. მიიჩნევენ სსრ კავშირის 1920-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო მცველად.
- ↑ მერაბ („ჩიკლიკა“) გამყრელიძე (დ. 1924) — თამაშობდა მცველისა და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე. იხ. „ლელო“, 1989, № 242 (10 161), გვ. 3. // „ლელო“, № 66 (11 420), გვ. 7. // 22–24.08.2000
- ↑ მატჩი 28 ოქტომბერს, დონის როსტოვის „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა. თბილისელები მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ: მ. პირაევი; ა. კილაძე, ი. შუდრა, რ. ოსაძე; მ. გამყრელიძე, თ. გუგუნავა; ა. პაიჭაძე, ნ. გაგნიძე, ვ. ლომაია, ტ. ეპიტაშვილი, კ. გაგნიძე.
- ↑ მატჩი 30 ოქტომბერს გაიმართა. თბილისელთა გუნდის სპორტულ ღირსებას იცავდნენ: მ. პირაევი; ზ. ქვარიანი, ი. შუდრა, რ. ოსაძე; ა. კილაძე, მ. გამყრელიძე; ა. პაიჭაძე, თ. გუგუნავა, ვ. ლომაია, ი. ბურჭულაძე (ტ. ეპიტაშვილი), ნ. გაგნიძე.
- ↑ 1947 წლის აგვისტოში, ლენინგრადში, საბჭოთა კავშირის 12 საუკეთესო საფეხბურთო სკოლის გუნდი იბრძოდა სსრ კავშირის თასისთვის. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ხვდებოდნენ კაუნასის 1-ლი სკოლისა და თბილისის 35-ე საშუალო სკოლის ახალგაზრდა ფეხბურთელები. თბილისელთა გუნდის კაპიტანი გახლდათ 17 წლის გივი ფაცურია. ანგარიში იყო 1–1, როდესაც მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კაუნასელმა მოთამაშემ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ხელის დახმარებით გაიტანა თბილისელების კარში, რაც გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის მიუხედავად, მსაჯმა ეს გოლი ჩათვალა. დაჯილდოების ცერემონიალზე კაუნასის წარმომადგენელს უსამართლოდ გადასცეს გამარჯვების თასი, როდესაც საქმე თბილისელთა გუნდზე მიდგა, რომლისთვისაც რანგით დაბალი ჯილდო უნდა გადაეცათ, თბილისელთა გუნდის კაპიტანმა გივი ფაცურიამ დემონსტრაციულად უარი თქვა ამ ჯილდოს მიღებაზე და მთელმა სტადიონმა, შეხვედრას კი 30 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა, მისი მხარდაჭერა ფეხზე ადგომითა და აპლოდისმენტებით გამოხატა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა თბილისელებს მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილების გამო.
- ↑ მოგვიანებით სასტუმრო „ევროპას“ სახელწოდება შეეცვალა და ფუნქციონირება სასტუმრო „რუსთავის“ სახელწოდებით განაგრძო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Чемпионат СССР 1953 · Класс «Б» · I подгруппа. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Чемпионат СССР 1977 · Вторая лига · 4-я зона. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ FK Spartaki Tbilisi - Matches (Competition: Umaglesi Liga 2005/2006). Data Sports Group. globalsportsarchive.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-02. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ ასირ გალპერინი. nplg.gov.ge. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
- ↑ ასირ გალპერინი. fcdinamo.ge. FC Dinamo Tbilisi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-13. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
- ↑ Гальперин Ассир Маркович (1898–1974)— ციტატა: „Организатор при «Динамо» (Тф) первой в стране юношеской команды в 1927, основатель при НИИФКе в 1936 юношеской футбольной школы «Молот», команда которой в 1938 выиграла Кубок СССР для школьников.“ — Динамо. Энциклопедия. ОЛМА Медиа Групп, 2003. გვ. 316. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 აგვისტო, 2019. წყარო: books.google.ge. წაკითხვის თარიღი: 21 აგვისტო, 2019.
- ↑ Эпиташвили Тариэл Александрович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
- ↑ სტალინის მეკარე. ქართული პრესის ელექტრონული არქივი. „საქართველოს რესპუბლიკა“ (12 ნოემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
- ↑ ტორაძე, გ., 1997, გვ. 112–113
- ↑ Джаяни Гари. FootballFacts. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Юнанов Ефрем Николаевич. FootballFacts. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
- ↑ 12.0 12.1 ქორქია, როდიონ (3 ნოემბერი, 1984). „რამდენი დრო გასულა“ (PDF). ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. თბ.: „ლელო“, № 210 (7771), გვ. 3. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Джорбенадзе Гиви Ирадионович. FootballFacts. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
- ↑ Багманов Степан. FootballFacts. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ «Динамо» Кутаиси 3–2 «Спартак» Тбилиси. Чемпионат СССР 1949 · Группа II. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ გივი ჯავახაძე: „ხალხის სიყვარული მათამაშებდა“. PSnews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-14. ციტატა: „ზონის გამარჯვებული თბილისის „სპარტაკი“ გახდა, რომელსაც ერთადერთი მარცხი სწორედ ქუთაისის „დინამომ“ აგემა.“ ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Чемпионат СССР 1949 · Группа II. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Щелчков Александр Иванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Медведев Николай Иванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Ермасов Василий Владимирович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Состав команды «Динамо» Ростов-на-Дону в сезоне 1949.. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Чемпионат СССР 1949 · II зона РСФСР. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ 23.0 23.1 Гостев Георгий Фёдорович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ „სპასუხისმგებლო შეხვედრების წინ“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 13 (375), გვ. 3. 30 სექტემბერი, 1949. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Пираев Михаил Якобович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Катанов Юрий Яковлевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Шудра Иван Петрович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Квариани Зураб Давидович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Осадзе Реваз Дмитриевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Гугунава Теймураз Николаевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Киладзе Арчил Евгеньевич. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Киладзе Арчил Евгеньевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Пайчадзе Автандил Соломонович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ 34.0 34.1 Гагнидзе Константин (Карло) Михайлович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ 35.0 35.1 Гагнидзе Константин Михайлович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ ავთანდილ პაიჭაძე თბილისის „სპარტაკის“ ვეტერანების ჯგუფთან ერთად. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Бурчуладзе Ираклий Алексеевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Гамкрелидзе Мераб Ираклиевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ Бурчуладзе Амиран Алексеевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ «Спартак» Тбилиси 1–0 «Спартак» Львов. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ „სპასუხისმგებლო შეხვედრების წინ“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 14 (376), გვ. 4. 7 ოქტომბერი, 1949. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ «Спартак» Тбилиси 0–0 «Пищевик» Одесса. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ «Спартак» Тбилиси 4–0 «Судостроитель» Ленинград. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ «Спартак» Тбилиси 0–1 К-да з-да им. М. В. Калинина Калининград. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ «Спартак» Тбилиси 2–1 ДО Свердловск. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ «Спартак» Тбилиси 1–2 «Динамо» Ростов-на-Дону. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ 47.0 47.1 47.2 გულისაშვილი, დ. (11 ნოემბერი, 1949). „„ფინალის ფინალი““ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 19 (381), გვ. 3. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ «Пищевик» Одесса 1–2 «Спартак» Тбилиси. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ «Спартак» Тбилиси 1–0 К-да з-да им. М. В. Калинина Калининград. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
- ↑ ტორაძე, გ., 1997, გვ. 116–117
- ↑ Спартак (Тбилиси) · Тренер — А. Жордания. fc-dynamo.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-13. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Сихарулидзе Нукури (Николай) Иванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Спартак (Тбилиси), 1950 год, 9 место.. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Чемпионат СССР 1950. cska-games.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Жмельков Владислав (Владимир) Николаевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Владислав Николаевич Жмельков. euro-football.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Бурчуладзе Ираклий Алексеевич. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Ломая Владимир Ильич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Граматикопуло Афанасий (Фанас, Афанас) Саввич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Алпаидзе Ш.. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Арошидзе Георгий Диомидович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Арошидзе Георгий Деомидович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-19. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Арошидзе Георгий Деомидович. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Бердзенишвили Арчил Нестерович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Бердзенишвили Арчил Нестерович. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Бережной Виктор Михайлович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Бережной Виктор Михайлович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Бережной Виктор Михайлович. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Верецкий Дмитрий Михайлович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Гагнидзе Николай Михайлович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Гагнидзе Николай Михайлович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
- ↑ Джикия Валериан Герасимович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Джоджуа Шота Элефтинович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Иоселиани Гиви Александрович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Иоселиани Гиви Александрович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Калоев Заур Григорьевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Кахниашвили Гиви Сергеевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Кахниашвили Гиви Сергеевич. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Мачавариани Отари Иванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Мачавариани Отар Иванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Нинуа Сергей. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Херхадзе Ной (Николай). FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Херхадзе Ной. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Хинтибидзе Николай Аркадьевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Хинтибидзе Николай Аркадьевич. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Хурцидзе Акакий Ермилович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ Хурцидзе Акакий Ермилович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
- ↑ "Динамо" (Тбилиси) 6–0 "Спартак" (Тбилиси). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
- ↑ "Спартак" (Тбилиси) 1–1 "Торпедо" (Москва). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
- ↑ "Спартак" (Тбилиси) 3–2 "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
- ↑ Гоглидзе Николай Шлоевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Гоглидзе Николай Шлоевич. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ 93.0 93.1 93.2 ცომაია, დ. (6 ივლისი, 1951). „სპარტაკელთა რევანში“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 28 (469), გვ. 3. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 94.0 94.1 „თბილისი „სპარტაკი“ კარგ ფორმაშია“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 30 (471), გვ. 3. 20 ივლისი, 1951. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Гаришвили Георгий (Гарри) Васильевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Гаришвили Георгий (Гарри) Васильевич. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Далакян Эдуард Георгиевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Норакидзе Анатолий Леванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Кинцурейшвили Отар Николаевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ სხვა წყაროებში (სტატიები, ცნობარები, პროგრამები და სხვ.) მითითებულია, როგორც კინწურაშვილი.
- ↑ Кахниашвили Гиви Сергеевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Кахниашвили Гиви Сергеевич. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Бердзенишвили Арчил Нестерович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Отарашвили Отари Иродионович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Отарашвили Отари Иродионович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Кохадзе Ираклий Константинович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Котрикадзе Александр Парменович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Грамматикопуло (Грамматадзе) Георгий (Юрий) Саввич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Сихарулидзе Нукури (Николай) Иванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Сихарулидзе Нукури Иванович. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Soviet Union 1951 (Championship) · Nukuri Sikharulidze. RSSSF. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Басилашвили Михаил Захарович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Басилашвили Михаил Захарович. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Кублашвили Тенгиз Егорович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Кублашвили Тенгиз Егорович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ Нариманидзе Владимир Васильевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
- ↑ დინამო სოხუმი // „სარბიელი“, 2005, № 172, გვ. 5.
- ↑ Soviet Union 1950 (Championship)დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 იანვარი, 2013. წყარო: Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
- ↑ Спартак (Тбилиси) — Чемпионат СССР по футболу 1950 დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
- ↑ Soviet Union 1951 (Championship)დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 იანვარი, 2013. წყარო: Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
- ↑ Спартак (Тбилиси) — Чемпионат СССР по футболу 1951დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.