შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ჯოჯუა (უფროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ჯოჯუა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიხეილ ჯოჯუა
დაბადების
თარიღი
30 დეკემბერი, 1925
დაბადების
ადგილი
ტფილისი,
საქართველოს სსრ,
ამიერკავკასიის სფსრ,
საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
23 სექტემბერი, 2018 (92 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველო
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1944 შ. რეზერვები ? (?)
1944–1945 შ. რეზერვები ? (?)
1945–1946 კრილია 4 (0)
1948 დო თბილისი ? (?)
1949–1953 დინამო თბ. 79 (18)
1955 ლოკომოტივი ? (?)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მიხეილ ჯოჯუა (დ. 30 დეკემბერი, 1925, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 23 სექტემბერი, 2018, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის და ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1950).[კომ. 1]

ფეხბურთის თამაშს 1944 წელს, თბილისის „შრომითი რეზერვების“ გუნდში იწყებს. იმავე წელს მოსკოვში „შრომითი რეზერვების“ პირველობაზე იწვევენ, სადაც გუნდთან ერთად პირველი ადგილის დაკავების შემდეგ — იქვე ტოვებენ და მომდევნო სეზონი მოსკოვის „შრომითი რეზერვების“ გუნდში აგრძელებს თამაშს. მოსკოვშივე ამთავრებს მუსიკალურ ტექნიკუმს. 1945 წლიდან მოსკოვის „კრილია სოვეტოვში“ გადადის, სადაც მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას თამაშობს. თბილისის „დინამოშია“ 1949 წლიდან. გუნდის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავს, რა დროსაც საკავშირო პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ხდება.

მიხეილ ჯოჯუამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 79 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. ამას გარდა, საკავშირო თასის გათამაშების 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მოღვაწეობდა კულტურის სფეროში. მუშაობდა მინიატურების და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორად, ფუნიკულიორის დირექტორად, კინომსახიობთა თეატრის დირექტორად, მუსკომედიის თეატრის დირექტორად, „მეგობრობის თეატრის“ დირექტორად. გადაღებულია ქეთი დოლიძის მხატვრულ ფილმში „მარტოხელა მონადირე“ (1989).[1][2][კომ. 2]

მიხეილ ჯოჯუა 92 წლის ასაკში, 2018 წლის 23 სექტემბერს გარდაიცვალა.[3][კომ. 3][4][კომ. 4]

გაზ. „ლელო“, 12 ოქტომბერი, 1951
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი: 1951
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი: 1950
33 საუკეთესო
  • №3: 1951

1949 წლის 20 ივლისს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში რიგის „დაუგავასთან“ დუბლი შეასრულა გოლი 33' და გოლი 75'. ეს იყო პირველი შემთხვევა დინამოელთა ისტორიაში, როდესაც მოთამაშემ თავის სადებიუტო მატჩში ორი ბურთის გატანა შეძლო. მოგვიანებით იგივე გაიმეორეს ავთანდილ პაიჭაძემ და ფირუზ რეხვიაშვილმა — პაიჭაძემ 1951 წლის 19 აპრილს გორკის „ტორპედოსთან“, ხოლო რეხვიაშვილმა 1971 წლის 17 აგვისტოს ბაქოს „ნეფთჩისთან“ შეხვედრაში.[5][6]

1951 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[7][8][კომ. 5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „შრომითი რეზერვების“, მოსკოვის „შრომითი რეზერვების“, მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“, თბილისის დო-ს, თბილისის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1951) და ბრინჯაოს პრიზიორი (1950) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში.
  2. მიხეილ ჯოჯუას ცხოვრება სპორტსა და კულტურის სფეროში, კერძოდ ფეხბურთსა და ესტრადაზე მოღვაწეობისგან შედგება. ის ოცი წელი თამაშობდა ფეხბურთს, ხოლო ხელოვნებას ნახევარი საუკუნე ემსახურა. არაერთ ადამიანს უკვირდა, როგორ დაუკავშირა სპორტსმენმა თავისი გზა ხელოვნებას, რასაც დღეს თავად გვიხსნის. ორივე სფეროზე ერთნაირი სიყვარულით ლაპარაკობს და ამბობს, რომ სპორტისა და ხელოვნების სიყვარულს მასში თანაბარი სიმაღლეები უკავია. ჟურნალი „რეიტინგი“.
  3. ყველაზე მხცოვანი „დინამოელი“, ვეტერანი ფეხბურთელი, ბორის პაიჭაძის თანაგუნდელი მიხეილ ჯოჯუა გარდაიცვალა. მიხეილ ჯოჯუა თბილისში დაიბადა. „დინამოს“ შემადგენლობაში 1949 წლიდან 1953 წლამდე ასპარეზობდა. ჩატარებულ 79 შეხვედრაში 18-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. არის 1950 წლის პირველობის პრიზიორი და 1951 წლის გათამაშების ვიცე-ჩემპიონი. საინფორმაციო-პოლიტიკური, საზოგადოებრივ-შემეცნებითი პორტალი „ქართული აზრი“. 23 სექტემბერი, 2018.
  4. ყველაზე მხცოვანი „დინამოელი“ მიხეილ ჯოჯუა 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიხეილ ჯოჯუა თბილისში დაიბადა. „დინამოს“ შემადგენლობაში 1949 წლიდან 1953 წლამდე ასპარეზობდა. ჩატარებულ 79 შეხვედრაში 18-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. არის 1950 წლის პირველობის პრიზიორი და 1951 წლის გათამაშების ვიცე-ჩემპიონი. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. 23 სექტემბერი, 2018.
  5. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).