გულბათ ტორაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გულბათ გრიგოლის ძე ტორაძე (დ. 14 ოქტომბერი, 1928, თბილისი, — გ. 17 ოქტომბერი, 2018, იქვე) — ქართველი მუსიკათმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი.

დაიბადა რუსეთის არმიის ყოფილი პორუჩიკის გრიგოლ ტორაძის და მერი ჭავჭავაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის განყოფილება (1952). 1952-1953 წლებში ასწავლიდა საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წლიდან — თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1973-1976 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1976 წლიდან იყო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე. 1976 წლიდან იყო ქართული ენციკლოპედიის რედაქციის მუსიკის სექციის თავმჯდომარე, 1968-1973 და 1992-1995 წლებში — საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1953 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და კრიტიკულ–პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მიღებული ჰქონდა ღირსების ორდენი (1999) და საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ (2016).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკა საუკუნის გადასახედიდან (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1998. - 204გვ.. - ISBN: 999-28-51-04-X
  • ნიკოლოზ გუდიაშვილი : რჩეული ნაწარმოებების ბიბლიოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 19გვ.
  • ქართული მუსიკის ისტორია : წ. 1. დამხმ. სახელმძღვ. კონსერვატორიის სტუდენტებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1990. - 302გვ.
  • ქართული ფეხბურთის დიდოსტატები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 70გვ.
  • ანასტასია ვირსალაძე : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1981. - 191გვ.
  • მუსიკალურ გზაჯვარედინებზე (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1979. - 67გვ.
  • Композиторы Грузии (ავტორი). - Тбилиси, Мерани, 1968. - 132с.
  • იონა ტუსკია : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, საქ. მუსფონდის გამომცემლობა, 1962. - 73გვ.
  • Симфонические произведения "Звиадаури" и "Миндиа" Шалвы Мшвелидзе. (ავტორი). - Москва, Музгиз, 1958. - 51с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]