პოლიტიკური სისტემა ოკუპირებულ აფხაზეთში
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ტერმინს. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
პოლიტიკური სისტემა ოკუპირებულ აფხაზეთში — 1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემაა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, იგივე დათქმას იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც ამჟამინდელი ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. დღეის მდგომარეობით საპირისპირო აზრი მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სახელმწიფოს გააჩნია.
მთავარი კანონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ-სამართლებრივ სისტემას მთავარი კანონი ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ე. წ. აფხაზეთის კონსტიტუცია 1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნა მიღებული და 1999 წელის 3 ოქტომბერს რეფერენდუმით დამტკიცდა. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, უფლებამოსილებების მოცულობიდან და მნიშვნელობებიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის მქონე რესპუბლიკაა.
კონსტიტუციის პრეამბულა შემდენაირადაა ფორმულირებული:
კონსტიტუცია განამტკიცებს მოქალაქეთა საყოველთაო ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის წყაროდ მიჩნეულია ხალხი და აღნიშნულია, რომ მოქალაქეები საკუთარ ხელისუფლებას ახორციელებენ უშუალო წარმომადგენლების მეშვეობით.
ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში ხელისუფლება გადანაწილებული სამ დამოუკიდებელ შტოს შორის:
- საკანონმდებლო
- აღმასრულებელი
- სასამართლო
ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით ასევე აღიარებულია ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულები და სახელმწიფოს მხრიდან მათი მხარდაჭერის ვალდებულება.
ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება გაერთიანებების, მშიდობიანი მანიფესტაციის გამართვის, შეკრებისა და დემონსტრაციის. იკრძალება ისეთი პოლიტიკური პარტიების, მოძრაობებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნა, რომლების მიზანიცაა ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების შეცვლა, სახელმწიფოს უშიშროების ხელყოფა, შეიარაღებული დაჯგუფების ფორმირება, ასევე სოციალური, ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება.
პოლიტიკური ინსტიტუტების სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტიტუციის ზოგად ნაწილში აღწერილია პოლიტიკური ინსტიტუტები და ის მექანიზმები ანუ კონსტიტუციური უფლებები, რომლთა საშუალებებითაც ხორციელდება ხელისუფლება მოქალაქეების მიერ. სახელისუფლებო ინსტიტუტების დასახელებები და ხელმღვვანელი პირები შემდეგნაირადაა ორგანიზებული:
- საკანონმდებლო ხელისუფლება - სახალხო კრება იგივე აფხაზეთის პარლამენტი;
- აღმასრულებელი ხელისუფლება: ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (ვიცე-პრეზიცენტთან ერთად) და მინისტრთა კაბინეტი
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სასამართლო და პროკურატურა.
საკანანომდებლო ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკანონმდებლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმები აფხაზეთი რესპუბლიკის კონსტიტუციის მესამე თავშია თავმოყრილი. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო 35 დეპუტატისგან შემდგარი აფხაზეთის პარლამენტი - სახალხო კრებაა. სახალხო კრება ერთპალატიანია და კომპლექტდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. პასიური საარჩევნო უფლება წარმოეშვება აფხაზეთის რესპუბილიკის მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან. ყოველი მომდევნო არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ, ახლადშეკრებილი პარლამენტი ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და აყალიბებს კომისიებსა და კომიტეტებს.
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აფხაზეთის კონსტიტუციის მიხედვით გააჩნიათ დეპუტატებს, ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, აფხაზეთის უზენაეს სასამართლოსა და ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს.
საკანონმდებლო ინიციატივას ძალაში შესასვლელად სჭირდება ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელმოწერა. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტს დაუბრუნოს საკანონმდებლო ინიციატივა მოტივირებული შენიშნებით და მიუთითოს იმ ხარვეზებზე, რომელიც მისი აზრით საკანონმდებლო ინიციატივას გააჩნია. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მეორე ჯერზე კანონპროექტს პარლამენტი დადგენილი წესით მიიღებს, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება ის დაუბრუნოს პარლამენტს ან ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს. პრეზიდენტის მხრიდან უარის შემთხვევაშიც კი კანონპროექტი ჩაითვლება მიღებულად.
აფხაზეთის პარლამენტს ვრცელი უფლებამოსილებები გააჩნია, მის უფლებამოსილებებში შედის:
- აფხაზეთის რესპულიკის კონსტიტუციური კანონის მიღება;
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;
- რესპუბლიკაში არსებული მდგომარებასთან, ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიდა ისე ქვეყნის გარე საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავება და დამტკიცება, ასევე მის განხორციელებაზე კონტროლი;
- სისხლის, სისხლის საპროცესო, შრომით-გამოსასწორებელი, სამოქალაქო, სამოქალაქო საპროცესო, არბიტრაჟთან დაკავშირებული და სხვა კანონების, ასევე კანონების სასამართლო და პროკურატურასთან დაკავშირებული საკითხებზე მიღება;
- სახელმწიფო ჯილდოების, ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო და საპატიო წოდებების დაწესება;
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების დენონსირება და რატიფიცირება;
- აფხაზეთის პარლამენტის სპიკერისა (თავმჯდომარის) და მისი მოადგილის არჩევა;
- პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის და სხვა თანამდებობის პირების დანიშვნა და განთავისუფლება;
- მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრებისთვის უნდობლობის გამოცხადება;
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ბრალდების წაყენება და მისი თანამდებობიდან გადაყენება;
- ამნისტიის გამოცხადება;
- ომის გამოცხადება და მშვიდობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დეპუტატების ხელშეუხებლობის საკითხის გადაწყვეტა;
- საგანგებო და საომარი მდგომარეობის მიღების მართლზომიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „სახალხო კრების-პარლამენტის დეპუტატების არჩევის შესახებ“ მიხედვით პარლამენტის წევრობაზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (კანონი, რომელიც აწესრიგებს პოლიტიკური პარტიების რეისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს მოგვიანებით იქნა მიღებული, შესაბამისი ნორმების გაჩენამდე კანდიდატის წარდგენის ყველაზე პოპულარულ გზას საინიციატივო ჯგუფების სასშუალებით კენჭისყრა წარმოადგნედა). პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ კანდიდატად წარადგინონ საკუთარი წევრი ან წევრობის არმქონე პირიც. პარტიებს არ აქვთ უფლება იმ მოქალაქის კანდიდატურა წარადგინონ, რომელიც სხვა პოლიტიკური პარტიის წევრია. თითო საარჩევნო ოლქში, თითო პარტია არეგისტრირებს მხოლოდ ერთ კანდიდატს. საკმარისია თითოულ კანდიდატზე პარტიამ ან საინიციატივო ჯგუფმა მოაგროვოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არანაკლებს 200 და არაუმეტეს 250 ამომრჩევლის ხელმოწერა. თითოეული კანდიდატი თითოეულ ოლქში ირჩევა აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით. სახალხო კრების დეპუტატობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნებს არ გააჩნია პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც პროპორციულ საარჩევნო სიასაც გამორიცხავს. ასევე სიმბოლურია ფრაქტიული ცხოვრების წესიც, რადგან პრეზიდენტის ძლიერი სტატუსიდან გამომდინარე ფრაქციებს სიმბოლური ხასიათის დანიშნულება აქვთ. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ფრაქციებთან დაკავშირებული არანაირი სამართლებრივი საკითხი დარეგულირებული არ არის.
არჩევნების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში სახალხო კრების არჩევნები 1996, 2002, 2007, 2012 და 2017 წლებში გაიმართა.
პოლიტიკური პარტიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს აფხაზეთის კანონი „პოლიტიკური პარტიების შესახებ“, რომელიც 2009 წლის 24 თებერვალს იქნა მიღბული. უკანასკნელი მონაცემებით აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს რეესტრში რეგისტრირებულია რამდენიმე პარტია და სახოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა.
აფხაზეთის კანონი „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ მეორე თავში, სადაც გაწერილია პარტიის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცედურები, პოლიტიკური პარტიის დაფუძნების წინაპირობად მიჩნეულია დამფუძნებელი ყრილობა. ყრილობაზე პარტიის დელეგატებმა უნდა ჩამოაყალიბონ აფხაზეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულებიდან მინიმუმ ხუთში საკუთარი წარმომადგენლობა, ასევე დაამტკიცონ წესდება და სამოქმედო პროგრამები. ასევე, სავალდებულოა მმართველობითი და მაკონტროლებელი-სარევიზიო ორგნაოების ჩამოყალიბება. ყრილობაზე პარტიის დაფუძნებისთვის საჭირო დელეგატთა მინიმალური რაოდენობა კანონმდებლობით დაკონკრეტებული არ არის. ნიშანდობლივია, რომ კანონი სავალდებულო წესებში მოიაზრებს პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შესახებ ცნობის გავრცელებას პერიოდული ბეჭდური მედიის საშუალებით (მაგ. გაზეთები „აფსნი“ და „აფხაზეთის რესპუბლიკა“).
ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროები შემდეგნაირია:
- პოლიტიკური პარტიის წესდების შესაბამისად - პარტიის წევრების შენატანი;
- შემოწირულობები (არაუმეტეს მინიმალური დადგენილი ანაზღაურების ათმაგი ოდენობისა (აფხაზეთის კანონმდებლობა მინიმალური ანაზღაურების ცნებას იცნობს));
- ღონისძიებებითა და სამეწარმეო საქმიანობით მიღებული თანხები;
- სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებით მიღებული შემოსავლები;
- სხვა წყაროებით, რომლებიც კანონით აკრძალული არ არის.
თავის მხრივ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აკრძალილული აქვს პირთა საკმაოდ ფართო წრეს, მათ შორის, უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ფიზიკურ პირებს, 18 წლამდე აფხაზეთი მოქალაქეებსა და ა.შ.
აფხაზეთის კანონი „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ მეოთხე თავის, 28-ე მუხლი, ითვალისწინებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, თუმცა კანონის სულისკვეთებიდან გამომდინარე ის მიჩნეულია, როგორც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა. დაფინანსება ხორციელდება პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ფინანსური დანახარჯების კომპენსაციის მიზნით. კანონისმიერი ჩანაწერით დაფინანსების მოცულობა წლიურ ბიუჯეტში არ შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები ვიდრე 20 რუბლის ნამრავლია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.
სახელმწიფო დაფინანსების უფლების წარმოშობა ხდება იმ შემთხვევაში თუ ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში - სახალხო კრებაში პარტიის მიერ წარდგენილი არანაკლებ ხუთი დეპუტატი აირჩა და იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც პარტიამ დაასახელა მოაგროვებს არანაკლებ 20 % მხარდაჭერას მისული ამომრჩევლების რაოდენობიდან.
დაფინანსების უფლების მოპოვების შემთხვევაში, ის პარტია, რომელმაც წარადგინა კანდიდატი სახალხო კრების არჩევნებზე ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს 20 რუბლის ნამრავლს მოპოვებული ხმების რაოდენობაზე. ხოლო, თუ პარტიის მიერ წარდგენილმა მოიპოვა დაფინანსებაზე უფლება ის მიიღებს ერთჯერადად იგივე ფორმულით გაანგარიშებულ კომპენსაციას.
აღმასრულებელი ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი წესით აირჩევა არჩევნების საფუძველზე. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს აქტიური საარჩევნო უფლების მქონე აფხაზეთის მოქალაქე 35 წლის ასაკის ან მეტის, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს ერთმევათ პასიური საარჩევნო უფლება. პირი შეიძლება არჩეული იყოს ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ახლადარჩეული პრეზიდენტი ფიცს დებს ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წინაშე, რომელსაც ესწრებიან აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები. ფიცის ტექსტი დამტკიცებულია პარლამენტის მიერ. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებებში შედის:
- ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, კონსტიტუციის, ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების უზრუნველყოფა;
- ქვეყნის პოლიტიკის ძირითად საშინაო და საგარეო მიმრთულებების განსაზღვრა;
- სახელმწიფოს საერთაშორისო საქმეებში ოფიციალური წარმოადგენლობა;
- საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოწერა;
- გადაწყვეტილებების მიღება ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროებსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის სტატუსიც კანონით არის განსაზღვრული.
- აფხაზეთის საომარ დოქტრინის დამტკიცება;
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალობა;
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლებს საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დანიშვნა და გათავისუფლება;
- სახელისუფლებო, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეროვნულ განვითარებასთან დაკავშირებით პროგრამების დამტკიცება;
- ფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფულად-საკრედიტო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა;
- საკანონმდებლო საკითხების ერთიანობასა და რეგულირებას სამოქალაქო, საკუთრების, საბიუჯეტო-საფინანსო, საგადასახადო, გარემოსდაცვით სამთავრობო სამსახურებისთვის.
- აქვს უფლება დაესწროს პრალამენტის სესიებს და მოთხოვოს სიტყვა.
- მოქალაქეთა უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად, პრეზიდენტს, პარლამენტის თანხმობით შეუძლია კანონის შესაბამისად საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება.
- პარლამენტისთვის, აფხაზეთის ეროვნული ბანკის თრავმჯდომარის, გნერალური პორკურორისა და სხვა თანამდებობის პირების დასამტკიცებლად წარადგენა, ასევე მის უფლებამოსილებაში შედის მათი თანამდებობიდან გათავისუფლება;
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა;
- კანონით დადგენილი წესით ქალაქებისა და რაიონების აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირების დანიშნავნა და გათავისუფლება;
- აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზაციისა და სქმიანობის შესახებ საკითხების განხილვა;
- ქალაქებისა და რაიონების აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამოცემული აქტების გაუქმება თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონებს.
- საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვნა, ასევე პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად და ასევე ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკი უზეანაესი სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
- ყოველწლიური ანგარიშით, რომელშიც ასახულია სახელმწიფოებრივი მდგომარეობა, შინაგანი და საგარეო პოლიტიკის შესახებ, ასევე წარადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და მისი განხორციელების ანგარიშის პარლამენტისთვის წარდგენა;
- შეუძლია მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა;
- აფხაზეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, კანონის შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღება;
- შეწყალების უფლება.
- სახელმწიფო ჯილდოებით, საპატიო, სამხედრო და სპეციალურ წოდებების შემოღება და გადაცემა.
- სტანდარტების, ეტალონებს, წონისა და საზომ ერთეულების დამტკიცება;
- სხვა უფლებამოსილებების, რომლებიც მასზე კონსტიტუციითა და ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სხვა კანონებით არის დაწესებული განხორციელება.
ვიცე პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან ერთად ასევე აირჩევა ვიცე პრეზიდენტიც, რომელიც ასევე უნდა იყოს აქტიური საარჩევნო უფლების მქონე აფხაზეთის მოქალაქე 35 წლის ასაკის ან მეტის და არაუმეტეს 65 წლისა. ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურას წარადგენს ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტი ახორციელებს პრეზიდენტის ბრძანებების და საჭიროების შემთხვევაში ანაცვლებს პრეზიდენტს მისი არყოფინის შემთხვევაში ან უფლებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
პრეზიდენტის გადადგომის, მისი გარდაცვალების ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილებების განხორციელება ეკისრება ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტს. ხოლო თუ ზემოაღნიშნული გარემოებების პირობებში ვიცე პრეზიდენტიც ვერ ახორციელებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, მაშინ უფლებამოსილებას განახორციელებს პრემიერ მინისტრი. იმ შემთხვევაში თუ პრემიერ მინისტრი და სხვა ყველა ზემოთჩამოთვლილი პირი ვერ განახორციელებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, მაშინ მისი განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს.
მინისტრთა კაბინეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. მინისტრთა კაბინეტი ყალიბდება და ანგარიშვალდებულია ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წინაშე. კაბინეტის შემადგენლობაში შედიან პრემიერ-მინისტრი, ვიცეპრემიერები, მინისტრები და კანონით განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირები.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა:
- პრემიერ მინისტრი;
- ვიცე პრემიერი (ამჟამად ფინანსთა მინისტრი);
- აპარატის ხელმძღვანელი;
- შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი;
- საგარეო საქმეთა მინსიტრი;
- კულტურის მინისტრი;
- თავდაცვის მინისტრი;
- განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
- საგადასახადო საქმეთა მინისტრი;
- რეპატრიაციისა და დემოგრაფიის მინისტრი;
- საგანგებო სიტუაციათა მინსიტრი;
- ფინანსთა მინსიტრი (ამჟამად ვიცე პრემიერი);
- იუსტიციის მინისტრი.
სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასამართლო ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ე. წ. აფხაზეთის კონსტიტუციის მეხუთე თავში თავმოყრილია ძირითადი მუხლები, რომლების სასამართლო ხელისუფლებას ეხება.
რესპუბლიკის მასშტაბით მართლმსაჯულების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. სასამართლოს უფლებამოსილებებში შედის განიხილოს საქმეები სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებებით. მათი მუშაობის წესი დგინდება შესაბამისი კანონმდებლობების საფუძველზე. სხვა სახის სასამართლოების შექმნა აკრძალულია.
მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება და იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. უზენაესი და საარბიტრაჟო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს 35 წლის ასაკის პირი, რომელსაც გააჩნია იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება. ხოლო, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 წლის აფხაზეთის მოქალაქე, რომელსაც უნდა ჰქონდეს იურისტის უმაღლესი განათლება და იურისტად მუშაობის გამოცდილება არანაკლებს 15 წლის ოდენობით.
საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ირჩევს, პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 15 წლის ვადით.
ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთო სასამართლოებისგან, სისხლისა განსხვავებული სამართლებრივი მდგომაროება გააჩნია აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს. მის უფლებამოსილებებში შედის:
- განიხილავს საქმეებს ე. წ. აფხაზეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობის ჭრილში:
- კონსტიტუციურ კანონებს, კანონებს, ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკი სამართლებრივ აქტებს, აფხაზეთი პარლამენტის სამართლებრივ აქტებს, აფხაზეთის მინსიტრთა კაბინეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების სამართლებრივ აქტებს.
- ჯერ ძალაში არ შესულ საერთაშორისო შეთანხმებებს.
- განიხილავს დავებს კომპეტენციასთან დაკავშირებით:
- სამთავრობო უწყებებს შორის;
- სამთავრობო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის.
- ადამიანის ძირითად, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით დავების განხილვა, ასევე მოსამართლეთა მოთხოვნით განიხილავს კანონმდებლობის შესაბამისობას, კონსტიტუციასთან მიმართებაში.
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის მოთხოვნის შესაბამისად კომენტარს უკეთებს ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას.
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად დებს დასკვნას აფხაზეთი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტასა და წაყენებული ბრალდებების სამართლებრიობასთან დაკავშირებით.
- ე. წ. აფხაზეთის კონსტიტუციის მეშვიდე თავის შესაბამისად დებს დასკვნას კონსტიტუციის გადასინჯვასთან და საკონსტიტუციო კანონებთან დაკავშირებით.
- ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
პროკურატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფხაზეთის რესპუბლიკის პროკურატურა არის ერთიანი ცენტრალიზებული ორგანოთა სისტემა, რომელიც შედგება ქვემდგომი, ზემდგომი და გენერალური პროკურატურებისგან. ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით გარანტირებულია პროკურატურის დამოუკებელი საქმიანობა.
ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის კანდიდატურას ამტკიცებს ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტი, ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით. სხვა პროკურორებს ნიშნავს თავად გენერალური პროკურორი. მათი საქმიანობის წესი განსაზღვრულია კანონით.
ადგილობრივი თვითმმართველობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკა კონსტიტუციის მიხედვით დაყოფილია 6 ადმინისტრაციულ ერთეულად (მიწები):
7 რაიონად:
8 ქალაქად:
ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შესახებ, ტერიტორიული ერთეულების იერარქია შემდეგნაირადაა გაწერილი:
- ქალაქი - ქალაქი სოხუმი (დედაქალაქი);
- ქალაქები-რაიონული ცენტრები - გაგრა, გუდაუთა, ოჩამჩირე, ტყვარჩელი და გალი.
- რაიონული ქალაქი - ახალი ათონი.
- რაიონები - გალის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის.
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს - რაიონის, ქალაქის, რაიონული ქალაქის, დასახლებისა და სოფლის კრების, ასევე ადგილობრივი რეფერენდუმის მეშვობით. ადგილობრივ თვითმმართველობების კრებებს გააჩნიათ საკუთარი ადმინისტრაცია, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ნიშნებს შეიცავს.
ადგილობრივი რეფერენდუმი, თვითმმართველობებში მაცხოვრებელი მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლების განხორციელების განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიებზე საკითხის რედერენდუმის გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას წარმოადგენს.
ადგილობრივი თვითმმართველობები ხორციელდება რაიონებში, ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში. ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ აფხაზეთის კონსტიტუციის მეექვსე თავი საუბრობს და მისი განხორციელების მექანიზმად თვითთმართველობათა ორგანოების არჩევნებს ასახელებს. ე. წ. აფხაზეთის კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითთმართველობების უფლებამოსულებებში შედის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკივება, ადგილობრივი გადასახადებების დაწესება და აკრებვა, თვითმმართველობების ფარგლებში მოქცეული ქონების განკარგვა, მოხმარება და ფლობა, ადგილობრივი უსაფრთოების დაცვა, ადგილობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება და ასევე სხვა ეკონომიკური საქმიანობების წარმართვა, სოციალური და სხვა საკითხების გადაწყვეტა.
ადგილობრივი თვითმმართველობებს აფხაზეთის კონსტიტუციის მიხედვით ფართო დამოუკიდებლობა გააჩნია, ასევე ისინი აღჭურვილნი არიან უფლებით სასამართლოში წარსდგნენ, როგორც დამოუკიდებელი მხარეები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
- საქართველოს კონსტიტუცია
- GEORGIA/ABKHAZIA: VIOLATIONS OF THE LAWS OF WAR AND RUSSIA'S ROLE IN THE CONFLICT
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი დაარქივებული 2020-06-13 საიტზე Wayback Machine.
- КОНСТИТУЦИОННЫЙ ЗАКОН РЕСПУБЛИКИ АБХАЗИЯ "О ВЫБОРАХ ДЕПУТАТОВ НАРОДНОГО СОБРАНИЯ - ПАРЛАМЕНТА РЕСПУБЛИКИ АБХАЗИЯ"
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრების სია დაარქივებული 2020-06-13 საიტზე Wayback Machine.
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ
- 8 ИЗ 10 ПОЛИТИЧЕСКИХ ПАРТИЙ АБХАЗИИ ИМЕЮТ ПРАВО ВЫДВИЖЕНИЯ КАНДИДАТОВ В ДЕПУТАТЫ ПАРЛАМЕНТА
- В Абхазии разрабатывается новый закон "О политических партиях"
- ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ისტორია