განხილვა:პოლიტიკური სისტემა ოკუპირებულ აფხაზეთში

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „პოლიტიკური სისტემა ოკუპირებულ აფხაზეთში“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
კავკასიური სახლისა და სურამის ვიკი-კლუბის
თანამშრომლობის ფარგლებში.

ამ სტატიას უნდა ერქვას აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა --M. განხილვაწვლილი 12:35, 25 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

არსებული სახელწოდება უფრო რელევანტურია.--Melberg მიწერა 12:09, 26 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
რატომ არის უფრო რელევანტური? ჯერ იწერება ქვეყნის სახელწოდება და შემდეგ პოლიტიკური სისტემა. [1] ასევე უნდა დაიწეროს ნაწ. აღიარებული ქვეყნების პოლიტ. სისტემების შესახებ --M. განხილვაწვლილი 13:35, 26 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
აფხაზეთი არ არის „ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანა“. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია - და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სისტემის აღსაწერად სწორი სახელწოდებაა.--Melberg მიწერა 13:38, 26 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
იხ. არაღიარებული ქვეყნების სია, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ჩემი არგუმენტი იყო ის, რომ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის დე ფაქტოს, სტატიები უნდა იყოს ერთიანი სტანდარტით. X-ის პოლიტიკური სისტემა. ინგლისურში არის Politics of .... ჩვენ ზოგან გვაქვს „X-ის პოლიტიკა.“ მაგ. თურქეთის პოლიტიკა თუმცა ესენიც ერთ სტანდარტზეა გასასწორებელი. ასევე უნდა იყოს აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტკური სისტემა, ჩრდილოეთი კვიპროსის პოლიტიკური სისტემა და ა.შ. ამასთან, არავინ (ასევე ვერავინ) მოძებნის ამ სტატიას ამ სათაურით --M. განხილვაწვლილი 13:44, 26 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში არსებობს გადამისამართებების სისტემა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს მეორეული სათაურებიდან. ზუსტად ამავე სტილში - პოლიტიკური სისტემა ოკუპირებულ აფხაზეთში - თავის დროზე უნდა გაკეთდეს სტატია პოლიტიკური სისტემა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და პოლიტიკური სისტემა ოკუპირებულ ყირიმში.--Melberg მიწერა 13:48, 26 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ის რომ ჩემს მიერ ნახსენებ ჩრდილოეთ კვიპროსს გვერდი აუარე, მარწმუნებს ჩემს არგუმენტის სისწორეში. გვაქვს სტატია აფხაზეთის რესპუბლიკა და არა ოკუპირებული აფხაზეთი. თუ გადამისამართებაა, მეორედან პირველზე უნდა გაკეთდეს არა პირიქით. იგივე ეხება ამ სტატიასაც. ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი არ დაგვავიწყდეს. --M. განხილვაწვლილი 13:59, 26 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის მიერ რეგიონის ოკუპაციაზე საუბარი ცოტა რთლი დასამტკიცებელია, ამიტომ ყირიმის, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, ამ განხილვაში არარელევანტური და არაკონტექსტუალურია. რაც შეეხება ნეიტრალურ თვალსაზრისს, საქმეც ამაშია, რომ ზედმიწევნით კარგად მაქვს წაკითხული, და ზუსტად ნეიტრალური თვალსაზრისიდან გამომდინარე ვეწინააღმდეგები „ნაწილობრივ აღიარებული“ ქვეყნის ტერმინის გამოყენებას. ნეიტრალური თვალსაზრისი არ გულისხმობს აბსოლუტური უმცირესობის ან მარგინალური მოსაზრების განთავსებას საღი მოსაზრების თანაბარმნიშვნელოვნად. ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანა არღვევს ნეიტრალურობის პრინციპს, რადგანაც აბსოლუტური უმცირესობის მიერ აღიარების ფაქტს ზედმეტად აქცენტირებულად და არასათანადო მნიშვნელობით წარმოაჩენს (ტერმინ ოკუპაცისგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისოდ აღარებულია და მისაღბია). არ მეგონა, ასეთი მარტივი რამის ახსნა თუ მომიწევდა :)--Melberg მიწერა 14:15, 26 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]